butterfly

… !! მშვიდი ცურვა ეიფორიაში…

გაურკვეველი

     საოცრად მიჭირს რამე(ი)ს დაწერა. არ ვიცი რატომ მიძნელდება, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც მომბეზრდა, მინდა რაღაც ეტაპი ცხოვრებისა დავკეცო ან დავჭმუჭნო და სადმე მოვისროლო.არც ისე ადვილია, ან შეიძლება მე ვართულებ.არ მიყვარს სიახლე.არც არასდროს მიყვარდა. არა და შესაცვლელია, დაჟანგდა, ჭანჭიკები მოეშვა და გულისშემაწუხებლად ჭრიალებს. ყოველდღიურობა უკვე ყელშია ამოსული. ამის ფურცელზე გადმოტანა კი მიჭირს(ფურცელი რა ვორდის ფურცელი :დ). უკვე მერამდენედ ვშლი ნიუ პოსტის ფანჯარას და მერამდენედ მიწევს იგივეს დაწერა , უბრალოდ დამთხვევაა… უბრალოდ ხშირად ვფიქრობ  ერთიდაიგივეს(ალბათ)… მერამდენედ ვადრაფტებ ნაწერს და მერე ისევ ვუბრუნდები , რომ დავამთავრო…

     აი ახლაც, მგონი უკვე მეასედ მობრუნების შემდეგ მეასედ შემეცვალა აზრი და პოსტის ფინალი… არა და ფინალი საერთოდ არ აქვს>.< აი უკვე მერამდენედ ვუსმენ მთვარის სონატას და ვხვდები, რომ არასდროს მომბეზრდება…  საშინელებაა როდესაც არ იცი რა გინდა, ვისთან გინდა, რატომ გინდა ან არ გინდა. არ იცი მარტო გირჩევნია თუ ოჯახთან ერთად. არ იცი რა გიყვარს და რა არა, რა გაღიზიანებს და რა არა… ვინ გიყვარს და ვინ არა… ვერ ვიტან ამ გაურკვევლობას და არეულობას… არც რამის შეცვლა მიდა,არა განა სიახლის მეშინია უბრალოდ სტაბილურობა უფრო მიზიდავს. არა და უკვე მერამდენედ შევიცვალე ამ ერთი წლის განმავლობაში ბინა(და მასთან ერთად გარემო,ადამიანები),სულ არ ვგეგმავდი, მაგრამ ასე მოხდა… ამდენი სისულელე ერთად არასდროს დამიწერია, ალბათ იმიტომ, რომ ასეთ სულელურ გაურკვევლობაში არასდროს ვყოფილვარ.  ხან მიდა ვიტირო, ხან ვიყვირო, ხანაც გიჟივით ვიცინო, აი ისე უბრალოდ,ყოველგვარი სასაცილოს გარეშე. ხანაც მინდა რამე გაურკვეველი ვიმღერო მთელი დღე.მინდა ლექსი დავწერო(მიუხედავად

მგონი გემი მეძირება

იმისა,რომ პოეზია არ მიზიდავს)ან მოთხრობა,თუნდაც რამე პატარა პრიმიტიული მელოდია, მინდა ვუკრავდე ფორტეპიანოზე(ოდესღაც ასე იყო,მაგრამ ახლა ნოტებსაც კი ვეღარ ვკითხულობ) ან გიტარაზე… ვცეკვავდე ტანგოს ან ფლამენგოს (ოღნდ ჩერტკოევის შეფასებები არ მინდა:დ)… მინდა უჩინარი ვიყო, ხანდახან ყურადღების ცენტრში ყოფნაც მინდა… მინდა სითბოს ვგრძნობდე,ხან მაღიზიანებს და სიცივე მირჩევნია… არ ვიცი ცხოვრება მშვენიერია თუ ეს უბრალოდ მორიგი სარეკლამო სლოგანია…

   სიკვდილიც მიდა , მაგრამ სიცოცხლე უფრო მწყურია…

არ მინდა რამე ლოგიკური დასასრული,პრინციპში არც გამოვა ლოგიკურად არაფერი დამიწყია და ალბათ იმიტომ…

ეს სიმღერა ისე უბრალოდ ^.^

პირველად იყო… და იქმნა ?!

       მსოფლმხედველობა არის იდეათა და შეხედულებათა სისტემა სამყაროზე,მასში ადამიანის ადგილსა და  ურთიერთდამოკიდებულებაზე.სწორედ ეს კითხვაა ასე,რომ სტანჯავს და აწუხებს კაცობრიობას.

     ფილოსოფია არის მეცნიერება სამყაროს შესახებ,იგი არის მსოფლმხედველობა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ თითქოს მარტო ფილოსოფია იყოს მსოფლმხედველობა.ყოველი ფილოსოფია მსოფლმხედველობაა,მაგრამ არა ყოველი მსოფლმხედველობა არის ფილოსოფია(გარდა ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა).

მსოფლმხედველობის კერძო საახები არსებობს :ფილოსოფიური, მითოლოგიური და რელიგიური. მითოლოგიური და რელიგიური ფილოსოფიური მსოფლმხედველობისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ წარმოადგენენ იდეათა და მშეხედულებათა მწყობრ მეცნიერულ სისტემას. ყოველი მათგანი სამყაროს შექმნას სხვადასხვაგვარად განიხილავს.

მითოლოგიური : თავდაპირველად იყო წყალი და წყვდიადი(ქაოსი), მიწა და ცა.  ადამიანი ღმერთის მიერ არის შექმნილი და მისი ბედი კი  წინასწარაა განსაზღვრული(ბედის ფატალური გარდაუვალობა).მისი წარმოდგენა არ სცილდება მითის(ზღაპრის) დონეს.

რელიგიური : ამ მსოფლმხედველობის თავისებურება ისაა, რომ იგი რელიგიურ წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე.აქ ჩვენ „წარმოდგენას“ იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ რელიგიური მსოფლმხედველობა ეყრდნობა რწმენას და არა ცოდნას, „მწამს,რადგან აბსურდია“ , – ამბობდა პირველი საუკუნის თეოლოგი ტერტულიანე,რითაც იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ რელიგიის სფერო რწმენის სფეროა.

ფილოსოფიური : ის არის იდეათა და შეხედულებათა მწყობრი  სისტემა სამყაროზე.იგი ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას,ამიტომ მთავარი განსხვავება რელიგიურსა და ფილოსოფიურს შორის იგივეა, რაც რელიგიურ რწმენასა და მეცნიერულ ცოდნას შორის. ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ორი სახისაა : იდეალისტური და მატერიალისტური. იდეალისტური თითქმის ყველა საკითხში ეთანხმება რელიგიას, პირველ რიგში კი სამყაროს წარმოშობის საკითხში.მატერიალისტურის მიხედვით სამყარო არავის მიერაა შექმნილი.იგი მარადიულად არსებულია.ამ მსოფლმხედველობის მიხედვით დასაბამიდან არსებობდა  მატერია და მისი მოძრაობა.შესაბამისად, კითხვა : ვინ შექმნა სამყარო? სრულიად უადგილო და ზედმეტია.ამას არ ეთანხმება იდეალისტური და მით უმეტეს რელიგიური მსოფლმხედველობა,რომლის პოზიცია სამყაროს წარმოშობის შესახებ კარგად მოგვეხსენება ყველას.

  ათეისტს შეუძლია დასვას კითხვა : კი,მაგრამ თვითონ ღმერთს  ვინ ქმნის ? მატერიალისტები სამყაროს ღმერთის მიერ შექმნის წინააღმდეგ გამოდიან,ღმერთისაგან სამყაროს შექმნას იმიტომ არ ეთანხმებიან, რომ უჭირთ იმის დაჯერება რასაც თვალით ვერ ხედავენ,თუნდაც სამყაროს შექმნას.მათი მსჯელობა დაახლოებით ასეთია : მე არ მინახავს,როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო,როგორ აქცია წყალი ღვინოდ და ა.შ.  ეს ემპირიკოსისათვის სერიოზული არგუმენტია,სინამდვილეში კი ძალზე უსუსური არ, რადგან ჩვენ რომ მხოლოდ იმის ამარა ვიყოთ, რასაც თალით ვხედავთ, არავითარი მეცნიერული ცოდნა გვექნებოდა.

განსხვავებული პოზიცია აქვთ იდეალისტურ და მატერიალისტურ მსოფლმხედველობებს ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებითაც.მატერიალისტისთვის ადამიანი მოკვდავი, წარმავალი არსებაა.არ სცნობს სულს და მის უკვდავებას.იდეალისტისთვის სული უკვდავია.იგი ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს არსებობას.

რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ სამყაროს წარმოშობის ,სიკვდილის თუ სიცოცხლის შესახებ ეს კითხვები კიდევ მრავალი წლის მანძილზე იქნება პასუხგაუცემელი.მიუხედავად მისი  ბანალურობისა.

 

 

წყარო : რევაზ ბალანჩივაძე – ფილოსოფია როგორც მსოფლმხედველობა

 

გამოBETებული თაობა

- დე ოცი ლარი მომე რა
- რაში გჭირდება?
- ძმაკაცის დაბადების დღეა და ბიჭები ვაგროვებთ
- კარგი, მოგცემ !

* * *

- რა ქენი ბიჭო,ითრიე??

- კი ძმაა, 20 მაქვს შენთან მოვალ და ჩავუსხდეთ.შენც ხო გაქვს???

- კი მაქვს.დროზე ამოდი რა…

* * *

    ოცდამეერთე საუკუნეს ნამდვილად ვერ დავაბრალებ, მაგრამ ამ ტექნოლოგიებმა მგონი სულ დაგვღუპეს :) მოკლედ, რაშია საქმე.ასე თუ ისე აზარტული ადამიანი ადრეც ახერხებდა თამაშს და დღეს მით უმეტეს (ერთი სიტყვაა? :დ) გზა ხსნილია არააზარტულთათვისაც(თავიდან ასე ჰგონიათ ხოლმე :დ). არ ვიცი, შეიძლება ეს ბევრს საერთოდ არ აინტერესებს ან არანაირ პრობლემას ხედავს ამაში, მაგრამ მე სხვაგვარად აღვიქვამ. ტოტალიზატორებმა,კაზინოებმა და ა.შ. არც აციეს არც აცხელეს და ინტერნეტ სივრცის დაპყრობა გადაწყვიტეს,რაც ძალიან კარგად გამოუვიდათ. ადრე თუ მხოლოდ “სპეციალურ დაწესებულებებში” იყო შესაძლებელი თამაში ახლა სულაც არაა საჭირო სრულწლოვანი იყო და ამ დაწესებულებას ესტუმრო.ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად ხდება.ადრეც ხდებოდა და ხდება კანონის დარღვევა(როგორც ვიცი თვრამეტ წლამდე მოზარდისთვის სასტიკად აკრძალულია ეს ყველაფერი), მაგრამ ინტერნეტ სივრცერში ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა და ჩემი აზრით უკონტროლოც გახდა. მართალია რეგისტრაციისათვის პირადობის მოწმობაა საჭირო,თანაც სრულწლოვანი უნდა იყო, მაგრამ ესეც აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას, შეგვიძლია დედის,მამის და სხვათა პირადობის მოწმობის გამოყენება,ვისაზეც ხელი მიგვიწვდება.ამის გაკონტროლება რა თქმა უნდა თითქმის შეუძლებელია ადმინისტრაციის მიერ, თუმცა არც აწყობთ.

  ბევრი იფიქრებს,რა პრობლემაა ჩემ ფულს სადაც მინდა იქ დავხარჯავო,მაგრამ საუბარი მაქვს არასრულწლოვან მომხმარებელზე,რომელთა 99% მშობელთა კმაყოფაზეა და ესეც,რომ არ იყოს მგონი არც ისე კარგია მოზარდის ფსიქიკისთვის და არამარტო აკვნიდანვე პოკერის,რულეტკის და მისთანანის თამაში(ფულზე თამაში მაქვს მხედველობაში).თავიდან თითქმის ყველა ერთნაირად იწყებს.ლარი,ორი ლარი… მაგრამ საქმე საქმეზე,რომ მიდგება მნიშვნელოვან თანხას აგებენ და ამის გამო შეიძლება დიდ შარშიც ეხვევიან…სიმართლე გითხრათ მეც გამიკეთებია რამოდენიმეჯერ ბილეთი და ვერ ვხვდები რა “მუღამი” შეიძლება “დაუჭირო” ამ ყველაფერს(ალბათ არ ვარ აზარტული).

  როდესაც მეგობარს ვკითხე თუ რა დამოკიდებულება აქვს აზრტული თამაშების მიმართ, მიპასუხა, რომ სულაც არ უნდა თამაში,უბრალოდ “ლომკა” აქვს და მოკვდება ყოველდღე რამოდენიმე საათი მაინც, რომ არ ითამაშოს,თან დააყოლა ახლაც ვთამაშობო (საუბრის დროს) და ხელს ნუ მიშლი თორე სულ წავაგეო :/

  არ ვიცი შეიძლება ვერ ჩამოვაყალიბე კარგად ჩემი სათქმელი,მაგრამ ერთი უდავოა სულაც არაა სასიამოვნო საყურებელი 13-14 წლის ბავშვები როგორ თამაშობენ,აგებენ და შემდეგ ისევ თამაშობენ, რომ ისევ წააგონ

ღვიძილი

   ის რაც ყოველთვის მაკლია.არა და არასდროსაა ზედმეტი :) ახლაც იმის მაგივრად,რომ მეძინოს თბილ(თუ გრილ?!)  ფუმფულა საწოლში, ლეპტოპს ვაკვდები,თვალები ამოღამებული მაქვს,ვგრძნობ საერთო სისუსტეს,თავი მასკდება და ამის მიუხედავად მაინც არ ვიძინებ… არა ხანდახან მეძინება ხოლმე (თქვენ წარმოიდგინეთ და მართლაც ასეა :დ) თუმცა ვცდილობ არ დავიძინო.იცით რატომ???არ მინდა 40 წლის ასაკში ერთ დღესაც აღმოვაჩინო, რომ ნახევარი ცხოვრება მეძინა(თუ მეტი არა).

  არ ვიცი რატომ მაქვს ასეთი უაზრო და უცნაური აკვიატება,მაგრამ ასე მგონია რამდენ წუთსაც მძინავს იმდენ საინტერესო რამეს ვტოვებ ცხოვრებაში… ბევრჯერ ახალ ჩაძინებულს გიჟივით გამღვიძებია და რაიმე საინტერესო წიგნის კითხვა დამიწყია :) ბევრჯერ ინტერნეტ სიახლეებში დამიწყია ქექვა რამე ახალი არ გამომეპაროსმეთქი :) მაგრამ ყველაზე კარგი ალბათ გარეთ, ქუჩაში ხეტიალია, იმის გაცნობიერება,რომ ნახევარ სამყაროს მაინც სძინავს და ეს საოცარ სიამოვნებას მანიჭებს.მარტო ვრჩები საკუთარ თავთან (მერე რა რომ მეორე ნახევარი ფხიზლადაა :დ), თავისუფლად შემიძლია სუნთქვა, აზროვნება… საოცარი სიამოვნებაა ფხიზლად იყო მაშინ, როდესაც სხვას სძინავს და კარგავს უმშვენიერეს წუთებს ცხოვრებისას, სიმშვიდეს…

 ასე თუ გავაგრძელე ალბათ საბოლოოდ გადავეჩვევი ძილს და მალე გადავიწვები…თუმცა არასდროს ვინანებ არცერთ თეთრად გათენებულ ღამეს (ოო დიოს მიო :დ). თუნდაც უაზრო აკვიატება იყოს, მაინც სიფხიზლე მირჩევნია(მეტს ვნახავ ცხოვრებაში:დ). 

ხო და მეგობრებო ვუთხრათ უარი ძილს :)

“ნიჭი–ერი”

  შეიძლება ვინმემ მიმბაძველობად,წამხედურობად და ათას სისულელედ ჩამითვალოს ეს პოსტი (ახლა ხომ მოდაშია,ყველაფრის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარება,მაგრამ ეს ვგონებ სულ სხვა შემთხვევაა) , მაგრამ იცით მეგობრებო პირდაპირ გეტყვით : ფაქ იეაჰ,სულ ცალ წიხლზე მკიდია… ფიქრობთ არაეთიკურად დავიწყე? მეც ასე ვფიქრობ.თუმცა ეჭვი მაქვს ადამიანებო (რომელთაც თავი საზოგადოებად მოგაქვთ) ეთიკასთან,მორალთან და ღირებულებებთან საერთო არაფერი გაქვთ.

  ვრცლად

როცა აღარაფერი მაქვს სათქმელი

როცა აღარაფერი მაქვს სათქმელი…   დავწერე ბოლო ბანალური სიტყვები და მივაგდე საწოლზე.

–მზადაა შედევრი? ღიმილით შემოვიდა ოთახში

–ოჰ შედევრი :) კი დავამთავრე

–არ წამაკითხებ?

–ხომ იცი ისევ სიკვდილზეა… (არასდროს მოსწონდა როცა სიკვდილზე ვწერდი)

–ჰეფი ენდის კურსებზე არ გივლია შენ რა :) ეს თქვა და ისე გადაიხარხარა მეც ამიყოლია… მიუხედავად იმისა,რომ სულ არ მეცინებოდა… ვრცლად

გაიღე სისხლი,გაუზიარე სიცოცხლე

“თვითების” და მათი განხორციელებული პროექტების ნაკლებად მწამს,მაგრამ დღევანდელი აქცია სულ სხვა იყო :) გუშინ შეტყობინება მომივიდა თსსუ-ს თვითმმართველობისგან,რომ 14 მარტს ჩვენი უნივერსიტეტის მესამე კორპუსში გაიმართებოდა საქველმოქმედო აქცია “გაიღე სისხლი,გადაარჩინე სიცოცხლე” , დამაინტერესა და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო… ბევრი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანის აზრი მოვისმინე,რომ ჰიგიენა არ იქნებოდა დაცული,უკუჩვენებები ექნებოდა სისხლის გაღებას და ა.შ. მაგრამ მე უკვე ჯიუტად მქონდა გადაწყვეტილი და გადაფიქრებას არც ვაპირებდი… ვრცლად

sit on the lemon tree

გამოცდების დამთავრების შემდეგ ასე ორი დღე ვისიამოვნე ე.წ. თავისუფლებით თუ არდადეგებით თუ რაცაა… აიიი მას შემდეგ კი ჩავეშვი უსაქმურობის და მოწყენილობის მორევში…არ ვიცი შეიძლება ბევრისთვის ეს უსაქმურობა სულაც არაა,მაგრამ ჩემთვის აშკარად არ არის საკმარისი…ასე მგონია საერთოდ ვეღარ ვაზროვნებ.არ მინდა lemon tree-ზე ყოფნა ჯდომა თუ რაცაა.მოკლედ ჩემი ერთი უსაქმური და უფერული დღე ასეთია:    დილა იწყება რვა საათზე(არა და ხუთი ექვსისკენ ვიძინებ…შემდეგ ვიღებ ლეპტოპს და რა თქმა უნდა ვხსნი ყველაფერს რაც კი გამაჩნია :დ….. არაფერი განსაკუთრებული.ფაქ ვამბობ და მოვისვრი :დ შემდეგ ვფურცლავ ალან პოს–ვკითხულობ მანამ სანამ ფილმები არ მომარაგდება საკმაო რაოდენობით… შემდეგ ნებას ვიბოძებ და ვდგები… :დ აი ფილმებიც მზადაა… და ზედმიწევნით,თვალისდაუხამხამებლად(ერთი სიტყვა?:დ) ვუყურებ 5–6 ფილმს :დ:დ:დ უკვე საღამოა,არც ისე თბილად ვიმოსები და გარეთ ფიუ–ფიტ :დ ცოტახანს დავბოდიალებ,ვხვდები ერთ–ორ მონატრებულ მეგობარს და მერე ისევ ვუბრუნდები სახლში ჩემს ლეპტოპს და ფილმებს…ვატყობ უკვე თვალები მტკივა,ვეღარ ვაზროვნებ ამდენი დრამის,ჰორორის და ათასი უწი–პუწის შემდეგ… ვატყობ რომ სულაც აღარ მსიამოვნებს უსაქმურობა და ვწყევლი იმ პოსტს გამოცდებზე რომ შევთითხნე :დ:დ:დ აღარ მინდა  რაა,აღარ მინდა  sit on the lemon tree :D მალე ყველაფერი შეიცვლება,ისე კაცმა როგორ უნდა ინატროს ერთი–ორი საგნის “შეტენვა”,გავერთობოდი მაინც :დ:დ:დ მოკლედ მგონი ბოლო მოეღება მალე უსაქმურობას და სიბორინგეს და მერე ნახეთ თქვენ ჩემი წუწუნი სამეცადინოს რაოდენობასთან დაკავშირებით… მაგრამ ლიმ(ო)ნის ხე მაინც აღარ მომიშლის ნერვებს :დ

ამას მე ვჯღნავი :დ აი რა იცის კიდევ უსაქმურობამ,უაზრო ფეიჯების შექმნის არ იყოს :დ

სამოთხის პაწაწინა ნაგლეჯი

ცივა…

საბნიდან ფეხები აქვს გამოყოფილი,არა და ცივა… იშმუშნება სასიამოვნოდ… ცალ თვალს ახელს და მიყურებს… მიყვარს ასე,რომ იქცევა

–რატომ არ გძინავს? მეკითხება

– მე მხოლოდ მეღიმება…

–მიყვარს ასე,რომ მიღიმი

–ვიცი…

–მოდი ჩამეხუტე და დაიძინე რა : ) მე კოშმარებს დაგიფრთხობ :)

–ოჰ სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო…  ჩავეხუტე და მართლაც მალევე ჩამეძინა.არ ვიცი განწყობის ბრალი იყო თუ მას მართლა შეუძლია კოშმარების დაფრთხობა,მაგრამ ძალიან ღრმად და ტკბილად მეძინა,საშინელი სიზმრების გარეშე…

მაღვიძარას გაბმული ხმა მაღვიძებს. ის ცდილობს მალე გააჩუმოს,მაგრამ არ გამოსდის და მეუბნება

–ფუ ამის… როგორ დავაჩაგვრინე შენი თავი :) ვრცლად

ოთხი გემო ვნებიანი სეზონი

წაკითხვამდე აუცილებელია აბსოლუტურად ყველანაირი არასასიამოვნო შეგრძნებისგან თუ ფიქრისგან გათავისუფლება. რაც შეიძლება მეტი პოზიტივი მინდა მიიღოთ ამ ნაწერიდან. მე  ჩემსას ვეცდები დანარჩენი კი თქვენთვის მომინდვია.

პოსტი ძალიან სპონტანურად, ბევრი ფიქრის გარეშე და ემოციაზე დაყრდნობით წელიწადის ოთხ დროზე იწერება.

ზაფხული.
ყველაზე ცხელი, ეგზოტიკური, დასვენების, გართობის და სიამოვნების მომნიჭებელი დრო. ზღვაზე, საღამოს, მზის ჩასვლისას, სანაპიროზე მებობრებთან ერთად სასიამოვნო მუსიკას უსმენ. ცივ სასმელს სვამ ან ნაყინი გაქვს…უდარდელი გარემო… არაფერი რომ არ არსებობს შენ გარშემო პრობლემის მაგვარი. ლაღი ხარ, იცინი, ერთობი, ცხელ ქვიშაში ფეხშიშველი ფრენბურთს თამაშობ …
ხელებგაშილი და თვალდახუჭული ნიავის საწინააღმდეგოდ ნელა რომ დადიხარ და გრძნობ როგორ ეფლობა ფეხი ქვიშაში…. სასიამოვნოდ რომ გეხამუშება… შენ კმაყოფილი ხარ ცხოვრებით. ისვენებ – ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო შეგრძნებით.

შემოდგომა.
თითქოს გული გწყდება რომ ზაფხულის უქმე, მხიარული და სასიამოვნო დღეები მიილია. მაგრამ სიცოცხლით სავსე ხარ, ენერგიული განწყობით ხვდები წელიწადის ამ დროის დაწყებას. ზაფხულზეც სულ უფრო ნაკლებად გეფიქრება. გიყვარს შემოგდომა…
უბრუნდები შენთვის ჩვეულ გარემოს – ნაცნობ ქუჩებს, ნაცნობ ადგილებს. ხვდები მეგობრებს… საუბრობთ დასვენებისას გადახდენილ ისტორიებზე… საღამოს სკვერში სეირნობთ…
თავსზემოთ ოქროსფერი ფოთლები ფრიალებენ. მიწაც ოქროსფერია, ფოთლებით მოფენილი… ფოთლების შრიალი ისმის… შემოდგომის ნიავი წელზე ალერსით გეხვევა… გრძნობ ბუნებასთან უხილავ კავშირს. უცნაური გრძნობა ჟრუანტელივით დაგივლის მთელ ტანში. გიყვარს შემოდგომის თბილისი… თბილია…
საღამოს თითქოს სევდიან, დაღლილი მოხუცს გავს ქალაქი. მთელი ცხოვრება რომ გავლილი აქვს და წარსულზე ფიქრს მისცემია…
შენც ასე ჩაფიქრებული გადაჰყურებ ნარიყალადან სივრცეს. გეამაყება რომ სწორედ აქ დაიბადე…
მშვიდი, ბედნიერი სახე გაქვს, ჩაფიქრებული…

ზამთარი.
გიყვარს თოვლიანი ზამთარი. დეკემბრის ბოლო… წინასაახალწლო ფორიაქი… ღამით ფანჯარასთან იდაყვდაყრდნობილი რომ გასცქერი ცას… ფიფქის მოლოდინში… ფანჯარა შიგნიდან  იორთქლება… ცივა გარეთ… არაფრის ხმა ისმის… მშვიდი და მეოცნებე სახე გაქვს… ფიფქის მოლოდინში… ვეღარ ძლებ, თვალები გეხუჭება და იძინებ იქვე გაშლილ ფუმფულა ლოგინში…
დილით მკვეთრი სითეთრე გაღვიძებს… ფანჯრიდან სინათლე გაჭყიტებს… ნამძილარევი, თვალისმოფშვნეტით წევ ფარდას, იხედები ფანჯრიდან და სულ თეთრია ქუჩა… ეზო… ხეები… სახლის სახურავები… მშვიდად ითოვლება ქალაქი… ჩარბიხარ ეზოში… ფითქინა თოვლზე ნაკვალევს ტოვებ. გახარებული დაჰყურებ საკუთარ ნაფეხურებს… თვალებს ხუჭავ და სახეს ცისკენ ატრიალებ… გრძნობ როგორ ეშვება ფიფქები ლოყაზე, თვალებზე, ტუჩებზე… ბედნიერი ნელ-ნელა დგამ ნაბიჯებს. მხოლოდ თოვლის ხრაშუნი გესმის… მოწყვეტილი ხარ რეალობას…
შენ ყველაზე ბედნიერი ხარ იმ მომენტში…

გაზაფხული.
დილით უჩვეულოდ ადრე გეღვიძება. ლოგინში დიდხანს არ ჩერდები. მალევე იცვამ მსუბუქად, მოხდენილად. კოხტა ხარ კოპწია. ფერადი… სასიამოვნო მუსიკას რთავ და დღესაც იდეალური განწყობით იწყებ… ჩიტების ჭიკჭიკი მელოდიასთან ჰარმონიაში მოდის…
გაზაფხულდა!…
მთელი სხეულით გრძნობ მოუსვენრობას… თითქოს ირგვლივ ყველაფერი შენი სურვილის თანახმად ხდება.
სამყარომ გაიღვიძა. სასიამოვნოდ ახმაურდა. უდარდელი ხარ… ღიმილი არ გშორდება სახიდან, ბედნიერების ღიმილი…
სახლში რა გაგაჩერებს?! დაავლებ ჩანთას ხელს და გაშპები…
გადააბიჯებ ზღურბლს და  უსასრულო სივრცეში, შენ ერთი ბეწო,  თითქოს  მთელი არსით გადაეშვები… ჰაერში ნუშის სურნელია. მზეც ეშმაკურად დაგყურებს. ქუჩაში მომღიმარი სახეები თვალს გაყოლებენ… შორიდან ნაცნობებს ხელის ქნევით ესალმები… გიყვარს როდესაც შენ გარშემო თავს ყველა კარგად გრძნობს. გინდა ქალაქის ყველა კუთხე, ყველა ქუჩა, ყველა ეზო ფეხით შემოიარო… არასოდეს მოგბეზრდება უმისამართო ხეტიალი… ღამდება…
შენ კმაყოფილი სახით, სასიამოვნოდ დაღლილი მთაწმინდიდან დაჰყურებ თბილისს.
ხედავ როგორ ანათებს ღამის ქალაქი და თავს ბედნიერად თვლი რომ მისი ისტორიის ნაწილი ხარ.
ისევ იდაყვდაყრდნობილი ისევ მეოცნებე და მშვიდი სახით ტკბები ცხოვრებით…

p.s. როგორც წესი მსგავს პოსტებს არ ვწერ და ესეც პირველი გესტ პოსტია. ორმაგი დებიუტი მაქვს : )

By niksologi

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 252 other followers