მშვიდი ცურვა ეიფორიაში


არ მეგონა ოდესმე ასეთ რამეს თუ დავწერდი,მაგრამ… მაგრამ სამწუხაროდ ცხოვრებაში ალბათ ყველაფერი ხდება.ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ თითქოს მარტო…სულ მარტო ვარ ამ უზარმაზარ სამყაროში.პრინციპში ალბათ მართლა მარტო ვარ.გულს ვეღარ ვგრძნობ…ხანდახან მგონია,რომ ადამიანი აღარ ვარ…ვეღარ ვტირი…მინდა,თან ძალიან მინდა,მაგრამ არ შემიძლია.უზარმაზარ სიცარიელეს ვგრძნობ…სულს შესცივდა,მაგრამ არამგონია ოდესმე გათბეს. ვერ ვწერ ალბათ გულისამაჩუყებელ სიტყვებს,მაგრამ არც ვცდილობ…ღარიბი ვარ,სულით… მუზები გამექცნენ,ვერ დავეწიე…არც თან წამიყვანეს ,რომ მეც დამესვენა…

ყოველ დღე,ყოველ წუთს,ყოველ წამს მათზე ვფიქრობ.მივხვდი თუ რამდენად ძვირფასები ყოფილან ჩემთვის.თურმე რამხელა ადგილს იკავებდნენ ჩემს გულში…წავიდნენ ისე,რომ ვერც მოვასწარი მათთვის მეთქვა თუ როგორ მიყვარდა… ვერ მოვასწარი…

ხანდახან თუ გამეღიმა და ისიც იმიტომ,რომ ისინი მახსენდება.მახსენდება და ტკივილისგან გული მეკუმშება…

ხმაურიანი,მათ გარეშე გატარებული და უაზროდ დაღლილი დღისგან,დაღლილი,ქუჩაში დავდივარ,უგზო-უკვლოდ,უფრო სწორად დავწანწალებ-მარტოსული,გაძვალტყავებული ძაღლივით,ვუყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და… და არაფერი… უაზროდ ვიღიმი,ვიღიმი მხოლოდ იმიტომ,რომ ვიცი ეწყინებათ ჩემი სევდიანი და ცრემლით სავსე თვალების დანახვა… და მე ვიღიმი… მათ ვუღიმი,ვიცი,რომ მიყურებენ… და ამ ოცნებებში ავირიე…ოცნებებში,სადაც ისინი ისევ ჩემთან არიან,ძველებურად…მაგრამ…ოხ,ეს საზარელი,მახინჯი მაგრამ…როგორ მძულს…

ცა მუქდება და მალე ნაოჭები უჩნდება…გაწვიმდა…და მე მახსენდება როგორ გვიყვარდა ერთად … წვიმაში…და მივხვდი,მივხვდი,რომ წვიმაც მძულს.საერთოდ მგონი აღარავინ და აღარაფერი მიყვარს.დავცარიელდი…

სულს მოსწყურდით…უკვე ორი წელი გავიდა,თითქოს დავმშვიდდი,მაგრამ,ოხ ისევ ეს მაგრამ… მაგრამ ახლა ვხვდები,რომ ეს… ეს მხოლოდ მშვიდი ცურვაა ეიფორიაში… ეიფორიაში სადაც უკვე დიდი ხანია თავით გადავეშვი…ცრემლები ისე მახრჩობს და მარწუხებივით მეხვევა,რომ ვეღარაფერს ვხედავ…ვეღარაფერს ვწერ…მხოლოდ ერთი ვიცი…ტკივილამდე მონატრებიხართ სულს…თქვენს გარეშე სულში მცივა…

(პ.ს. ყოველდღე უთხარით საყვარელ ადამიანებს თუ რამდენად ძვირფასები არიან თქვენთვის,ვინ იცის იქნებ ამის თქმის საშუალება აღარასდროს მოგეცეთ…)

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

4 thoughts on “მშვიდი ცურვა ეიფორიაში

  1. გვირილა ამბობს:

    ხო… უნდა ვუთხრათ, საჭიროა… მაგრამ მე გრძნობების გამოხატვა არ შემიძლია, ყოველტვის ასეა. მიყვარს და ჩუმად ვარ. ყოველთვის ველოდები თვითონ როდის მაგრძნობინებს ამას. მგონი მივხვდი რაშიცაა საქმე – იმდენად მეშინია იმედგაცრუების, იმის, რომ იმ ადამიანებისგან ვერ მივიღებ საპასუხო გრძნობას, უბრალოდ ჩუმად ვარ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s