ნუ მომკლავ დედა… ანუ პროტესტი აბორტს !

მე კი დავაჩნდი შენს სხეულსა და სულს ტკივილად,დედა…ვერ მოვასწარი დაბადება,სიკვდილმა ისე გამიტაცა,ისე გადავინაცვლე წყვდიადში სინათლეც არ მინახავს და მაინც მე შენ გეძახი…დედა!!შენ რომელმაც წამართვი ადამიანის სახელი,რომელიც სხეულით მატარებდი,შემდეგ კი სიკვდილის გაყინულ ხელებზე მიმაგდე…არა და სულ არ გაწუხებდი,სულ არ გამძიმებდი.მინდა გითხრა,რომ დაბადებამდე,რომელსაც ჩემი სიკვდილი დაერქვა,უკვე მიყვარდი.                                                                                                                                                  იცი რა მახსოვს?გული შიშით რომ გიკანკალებდა და მაინც სიყვარულით ფიქრობდი ჩემზე.ვიცოდი გიჭირდა,ამიტომაც ზედმეტად არ გაწუხებდი,რომ მე შენში მეცოცხლა.მხოლოდ მაშინ მოგიხმე გამეტებით,როდესაც რკინის ხელები ჩემს სხეულს უახლოვდებოდნენ ,,დედა მიშველე“! და მხოლოდ ერთხელ ავყვირდი,როცა ისინი მარწუხებივით შემომეკრნენ-,,დედიკო ნუ მომკლავ, შემიბრალე“.შენ მაშინ გეტკინა,მე გატკინე დაუფიქრებლად,არ მინდოდა ამ ტკივილის მოყენება…მაპატიე დედა!! შენ გრძნობდი როგორ გეხვეწებოდი,მაგრამ ისე იქცეოდი თითქოს არ გესმოდა… და  საბოლოოდ მე დავმარცხდი…შენთან ბრძოლაში დავმარცხდი… შენი სხეული ჩემთვის სასაკლაოდ იქცა.ჩემს სიკვდილში ალბათ მე ვარ დამნაშავე…ალბათ ვერ გაგრძნობინე,რომ მიყვარდი როცა მე და შენ ჯერ კიდევ ერთი სხეული ვიყავით.როგორ მინდოდა,რომ მალე დავბადებულიყავი და  ყელზე მოგხვეოდი დე…შენი სუნთქვა ჩემი გამხდარიყო,მაგრამ ვერ შევძელი,ხელები ჯალათებმა დამიგლიჯეს-ჩემი უფორმო,სიფრიფანა თითები.მინდოდა მკერდზე მოგკროდი ჩემი პაწაწინა გულით,მაგრამ ვერ მოვასწარი-რკინამ დამიჯიჯგნა,როგორ მინდოდა შენი სხეულით გეტარებინე,თავი მოგეწონებინა ჩემით: ,,ნახეთ რა ლამაზი შვილი მყავსო“.სულ არ ვიქნებოდი მტირალა,ღამით არ გაგაღვიძებდი,ჩუმად ვიქნებოდი და წუთით მიმატოვებდი,თვალებით,შენი მსგავსი თვალებით მოგძებნიდი.პირველივე  დღიდან იდრძნობდი,რომ განსაკუთრებით მიყვარხარ,რადგან დაბადებიდანვე ჩემთვის ცხრა თვის და ერთი დღის დედა იქნებოდი.მე შენი გამორჩეული,უპრეტენზიო და მხიარული ბავშვი ვიქნებოდი,რაც მთავარია შენი სიყვარულის ნაყოფი… 

დე,როგორ მაინტერესებს როგორი ხარ,როგორი ხმა გაქვს,რას დამარქმევდი,როგორ შემაპარებდი-თავიდან არ მინდოდა გამეჩინეო და სიყვარულით გულში ჩამიკრავდი.დედიკო ვიცი მაინც ფიქრობ ჩემზე ,არ გინდა,მაგრამ სული გიტირის,იცი?მეც ვფიქრობ…ბევრს,ძალიან ბევრს ვფიქრობ … და თან ჩემს სხეულს ვეძებ.ჩვილებს აკვანში აწვენენ,ჩემი აკუწული სხეული კი სანაგვეზე მოისროლეს,სისხლით გაჟღენთილ მყრალ ნარჩენებთან ერთად.არავინ დასტიროდა მაშინ ჩემს ცხედარს,არავინ ჩაასვენა ციცქნა კუბოში,არავის დაუნთია სანთელი,არავინ იგლოვა ჩემი სიკვდილი,დედა… არც შენ ! სამარე იმ  საშინელი,დიდი ვირთხების კბილებში ვიპოვე,ნაგავში,რომ იქექებიან  და დაწანწალებენ…იმ დღის მერე აქ ვგდივარ,ნაწილ-ნაწილ,დათითოებული.ვერავინ მპოულობს და არც არვინ მეფერება…

უკვე შენი ხსენებაც კი მეშინია,როცა ის მარწუხები მახსენდება მე რომ დამგლიჯეს…იმ დღის შემდეგ ობოლი ვარ,ცოცხალი დედის მყოლი…მაგრამ ისე გამიმეტე საუკუნო სატანჯველისთვის,ერთხელაც არ ჩაგიხედავს ჩემთვის თვალებში,წამით მაინც,რომ დაგენახე აღარ მომკლავდი… იცი?მგონი შენ ჩემზე უბედური ხარ,რადგან მე შენი სული ისე გავიყოლე თან  შენ არც კი იცი… !!

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

23 thoughts on “ნუ მომკლავ დედა… ანუ პროტესტი აბორტს !

  1. nick ამბობს:

    აჰ, შემარზწუნებელი სურათია : ((( არ მესმის დედა და ასეთი ტირანი? მტკივნეული თემაა.. არცერთ დამყრობელს არ დაუხაოცავს იმდენი ჩვილი რამდენიც აბორტს შეეწირა : (((

  2. ვახო ამბობს:

    მართლაც, რომ შემაძრწუნებელი სურათია.
    აბორტი საშინელებაა… საშინელებაა, როცა დედას ჯერ კიდევ უცოდველი შვილისთვის გამოაქვს სასიკვდილო განაჩენი. რაც არ უნდა შემეწინააღმდეგონ, ჩემთვის აბორტი უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მკვლელობა.

    • neandertalely ამბობს:

      კი ნამდვილად…ყველაზე საშინელი მაინც ალბათ უკვე კარგად ჩამოყალიბებული და განვითარებული ჩანასახის მოშორებაა : ((

  3. teennewson ამბობს:

    amagelvebelia… mdzime surati daxate dzalian ostaturad.. yochag kargi psotia.. momeowna… :*

  4. siyvarulovna ამბობს:

    თამთა, მეც ყოველთვის ეგრე ვფიქრობდი, აი ვეჩნად რომ აბორტი საქს, მაგრამ დრო იცვლება, ყველაფერი ხდება და სანამ თავად არ აღმოჩნდები საფრთხის წინაშე იქამდე რთულია ისაუბრო.

    ბაზარი არაა, პრეზერვატივი და 1000 საშუალება არსებობს თავდაცვისთვის, მაგრამ ხშირად არ ამართლებს.

    • Butterfly ამბობს:

      ჰო ეგ ხშირად რომ არ ამართლეს იასნია,მაგრამ ჩანასახი უკვე ემბრიონი რომ აღარაა და ჩამოყალიბებულია და ხელებს და ფეხებს აცლი ძაან შემზარავია რა.ცუდად მხდის…რავი :/ არასოდეს თქვა არასოდესო,მაგრამ ამ შემთხვევაში …

  5. Apple Butaphory ამბობს:

    ვაიმეე..:|:|:| ეს საკითხი ყოველთვის ცუდად მხდის:| მუცლად მყოფი ჩანასახი ყველაფერს გრძნობს, და როცა ინსტრუმენტით იწყებენ აბორტს,თურმე 2 კვირის ჩანასახიც კი დამალვას იწყებს და გაურბის დანას..ეს რომ გავიგე ლამის გავაფრინე :(((((

  6. nancygaladriel ამბობს:

    დავითრგუნე..ბრრ.

  7. katerina ამბობს:

    მძიმე წასაკითხი იყო და დასანახიც… თუმცა დაზღვეული მართლაც არავინაა…გული შემიწუხდა…

  8. X ამბობს:

    გინეკოლოგი ჯალათი არ არის , ექიმის ხელები (ხელსაწყოები) მარწუხები არ არის, არც ეგ ბავშვია სავარაუდოდ ”სიყვარულის” ნაყოფი, ბევრი ბავშვი ისე ცხოვრობს ურჩევნია მუცელშივე მოეკლათ ასე რომ….. , სისასტიკე ხანდახან ბავშვის დაბადება უფროა. რაც შეეხება ” სასტიკ რეალობას” 17 წლის გოგონები იკეთებენ ძლიან ხშირად აბორტს , ამ რეალობას ისევ მეათე კლასელი ბავშვების გამოკითხვამდე მივყავართ – აი სექსის შესახებ რომ იყო ”იუმორისტული”

    • Butterfly ამბობს:

      ყველა გინეკოლოგი არაა ჯალათი…არიან ჯალათი გინეკოლოგებიც და ჯალათი ”არაგინეკოლოგებიც” რომლებიც ამით აკეთებენ ფულს… ღმერთმა იცის ვის რა ბედი ელოდება,მასე რომ ვიმსჯელოთ მაშინ არავინ უნდა გაჩნდეს და ყველა მუცელში ჩავკლათ… ხოდა პოსტი უბრალოდ იმაზეა რომ ეს რბილად,რომ ვთქვათ ცუდია.ამას ჯობია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები იხმარონ და მერე აღარ იქნება ეს გაუთვალისწინებელი ”პრობლემები”.საერთოდ ბავშვს თუ შეიძლება,რომ პრობლემა ვუწოდოთ

      • X ამბობს:

        შეიძლება, თან ძალიან დიდი პრობლემა არის ბევრისთვის და აგვარებენ , თნ ეგ საშუალებები ხშირად არ მოქმედებენ აბორტი არის კანონიერი და ვისაც უნდა გაიკეთებს , თნ რა მნიშვნელობა აქვს ბავშვს ჩასახვამდე მოკლავ თუ ჩასახვის მერე , არავინ უნდა გაჩნდესო რომ იძახი 15 წლის ასაკში წებოს კაიფით სიკვდილს ჯობია რო არ გაჩნდეს

        • Butterfly ამბობს:

          იმისთვის თუ აჩენ რომ მერე ქუჩაში და ნაგავში დატოვო უპატრონოდ მაგას ჯობია მართლა არ გააჩინო…ეგ წებოს კაიფი სულ სხვა თემაა.აბორტი გარკვეული დროის მანძილზეა კანონიერი სხვათაშორის : ))) და შენ ეგ კარგად იცი მგონი(ნუ მოსმენილი კი გაქვს და :დ)

          • X ამბობს:

            ხო და თუ იმისი თვი არ გაქვს რომ ნორმალურად გაზარდო ძალიანაც მართებულია, აბორტი 18 კვირის მერეა თუ არ ვცდები კრიმინალური , შენ გალამაზებული გაქვს და დატვირთული ძალიან თემა : )))

            • Butterfly ამბობს:

              ხო ”წამხატვრულო” ელემენტებია უბრალოდ აქ…რა მნიშვნელობა აქვს რამდენი კვირის მერე ითვლება კრიმინალად…უბრალოდ შემზარავი ფაქტია ^^

              • X ამბობს:

                mashin seqsic ar unda gqondes arasdros tu bavshvi ar gachndeba , egec mkvleloba gamodis

                • Butterfly ამბობს:

                  სპამიი :დ ქართული ფონტით თუ შეიძლება :დ ”უ-სექსობა” კიდე სხვა თემაა :დ:დ:დ

                  • X ამბობს:

                    სხვა თემა რატო არის შენ ბავშვს სპერმატოზოიდის სახით კლავ ანუ უქმად ხარჯავ , არადა შეგიძლია სიცოცხლე წარმოშვა , ხო თქვი რო არ აქვს მნიშვნელობა როდის მოკლავო

                    • Butterfly ამბობს:

                      მე სპერმატოზოიდი და ემბრიონი არ მიგულისხმია…აქ კარგად განვითარებულ ორგანიზმზეა საუბარი და შენ ინტრიგანი ხარ :დ:დ:დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s