სწავლის ძირი მწარე არისოოო

ამ ერთმა წელმა ისე გაირბინა ფიქრის საშუალებაც არ მქონია.მასწავლებლიდან მასწავლებელთან გავრბოდი.ბევრჯერ ქოშინით,ენაგადმოგდებული და გაძვალტყავებული (მიუხედავათ იმისა,რომ გამხდარი არ ვარ) ძაღლივით მივსულვარ სახლში,საწოლზე გულაღმა დავცემულვარ და მიფიქრია… მიფიქრია ყველაზე და ყველაფერზე… უაზროდ და აზრიანად…უმიზნოდ…
როგორ მენატრება…უზრუნველი ბავშვობა მენატრება… გაგეცინათ არა?ჯერ ჩვიდმეტი წლისაა და რა ბავშვობის მონატრებაზე ბჟუტურებსო,მაგრამ… მაგრამ მაინც ვბჟუტურებ… იცით რა მენატრება?იმ ტალახის სუნი მენატრება,რისგანაც ერთ დროს ასე გაცხარებით ვაცხობდით მე და ჩემი მეგობრები ,,ტორტებს’’.იცით კიდევ რა მენატრება?ჩემი ძველი ბადმინტონი მენატრება(ბავშვობაში ბამბიქტონს,რომ ვეძახდი :D)რომელსაც ყოველთვის ბებიასთან ვტოვებდი სოფელში,რადგან თრევა მეზარებოდა და თან ვფიქრობდი მაინც აქ უნდა ჩამოვიდე ზაფხულში და ისევ დამჭირდებამეთქი ვფიქრობდი…კიდევ…კიდევ იმ ადამიანების თბილი მზერა მენატრება,ბავშვობაში,რომ მაჩერებდნენ,ხვეულ თმაზე მეფერებოდნენ და მიღიმოდნენ.ასაკის მატებასთან ერთად ვატყობ ეს მზერაც ცივდება ნელ-ნელა,როგორც ყველაფერი სხვა ჩემს ირგვლივ… ახლა მათგან მხოლოდ რამოდენიმე ფრაზა მესმის:,,ხომ იცი კარგად უნდა ისწავლო,არ შეგვარცხვინო.’’ ო,როგორ მაღიზიანებს ასეთი ადამიანები.მათგან რამდენ ფარისევლობას და თვალთმაქცობას ვგრძნობ.ეს ყველაფერი კი მარაზმს ემსგავსება…
და ამ ფიქრებში ჩაძირულს მესმის დედაჩემის(ან მამაჩემის ,რა მნიშვნელობა აქვს 😀 მოკლედ იმ მომენტში ვინც სახლშია :D)ხმა:,,შენ დასასვენებლად გცალია?!არაფერი გაქვს სამეცადინო?!თუ უკვე ყველაფერი იცი?!’’ მეც ზლაზვნით ვდგები,მხოლოდ იმიტომ,რომ ეს ხმა საშინლად მიშლის ნერვებს და განვაგრძობ ,,სწავლა-განათლების’’ მიღებას… ახლა ვიცი რთულია…რთული და დაუნდობელია რეალური სამყარო(ამ ბოლო დროს ბანალურობის დედა გავხდი რა:D),რომელსაც ახლა ვარდისფერსათვალემოხსნილი(ერთი სიტყვაა :D) ვუყურებ და ვხვდები,რომ ვერაფერსაც ვერ ვხვდები… მხოლოდ ერთი ვიცი,ეს ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია…

16 thoughts on “სწავლის ძირი მწარე არისოოო

  1. teennewson says:

    mecnoba es situacia da fiqrebi….. magram syudentoba merwmune bevrad kargi iqneba, vidre abiturientoba : )

    • შენ ენას შაქარიი(ბებიაჩემის ლექსიკონიდან :D) ხო ვიცი,მაგრამ შეიძლება ჩემთვის აბიტურიენტობაზე რთული იყოს…ვნახოთ რა იქნება :))

  2. teennewson says:

    rtuli sheidzleba… magram imas iswavli mainc rac ginda….. da win bolos da bolos erovnuli gamocdebi agar geqneba chasaabrebeli…

  3. nick says:

    ხმა:,,შენ დასასვენებლად გცალია?!არაფერი გაქვს სამეცადინო?!თუ უკვე ყველაფერი იცი?!’

    აუ აუ რა ნაცნობი ფრაზაააააა 😀 კიდევ ლექციები თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ, გადამოწმებები და აი ამს რომ მივაღწევ იმის ლაპარაკი :ჩვენ გვიხარია მარგამ ეს არაა დასასრული შენ ეს გევალება და ამაზე შექებას ნუ ითხოვ” ნერვები მეთხრება ამს იტყვებზე კდიევ იცი რაზე: ეხლა 11 ში გადახვედი ჰოდა უკვე ბავშობას თავი ანებე წიგნი ხელში და კომპიუტერისთვის მოცლა არ გექნება” კარგით რა ხალხო სწავლა სწავლაა მარგამ სადაა ეგ გატკბილება??????

    • xo 😀 saocrad nacnobia mgoni yvelastvis.. ai mag gatkbilebis ra mogaxseno 😀 chems shemtxvevashi ase 10-12 weli aramgonia gatkbildes,tu ufro uaresad ar gamwarda 😀

      • nick says:

        მთლად მასე ნუ ამბობ 😀 😀 😀 ისე კია ძნელი სამსახური, მანამ სტუდენტობა მანამ სკოლა და მანამ ხო საშინელებაა (ბაღი) 😀

  4. ;(;(;( mgoni shentan ertad talaxis tortebs mec vaketebdi xooo tat? :D:D:D momwoooooooooooooooooons :)))):*:*:*

  5. bundovnaaaaaad?:D:D:D maxsovs gikrefdi iebs xo gaxsovs? :D:D:D tutuco shen :D:D:D chemi nichieri xae sheeeeeen:*:*:*:*:*agiareeeeeet xalxnooo…saqartvelos kidev erti geniosi ezrdeba :)))))

    • Butterfly says:

      :დ :დ გაჩუმდიი გოოგოო… ჩუუ ჩუუუ არავინ გაგვიგოს :დ მახსოვს გიკრეფდი იებს-მახსოოვს : ))) ^.^

  6. ketusi says:

    მხოლოდ ერთი ვიცი,ეს ჯერ კიდევ მხოლოდ დასაწყისია…
    —კი,ასეა, და თუ ასეთივე გულმოდგინებით გააგრძელებ სწავლას,ეს დასაწყისი რარაც ძალიან კარგის დასაწყისიგახდება,მე ამის მჯერა ❤

  7. X says:

    სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში ჩემს … (ვერ) ახვალ. .. :- ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s