უბრალო(დ)

          აუცილებლად გამოვნახავთ ფინჯნებს ყავისთვის და სასაუბრო ენას… არა უფრო მიმიკებს…

სევდანარევი დილაა,ადრე გამეღვიძა,მზესაც კი დავასწარი  თუმცა ჩემი კეთილი მზე დღეს მგონი სულაც არ აპირებს,რომ გამოაჭყიტოს… იმდენი ხანია დღიურში არაფერი ჩამიწერია,რომ მგონი სულ დამავიწყდა წერა.თუმცა დღეს გამონაკლისია…საქმე მაინც არაფერი მაქვს,ხოდა გადავფურცლე…მაგრამ ჩემს თავს ვატყობ მეზარება.უკეთესი გამოსავალი მოვძებნე.ძველ ჩანაწერებს გადავხედე და გამეღიმა ისეთი სისულელეები მიწერია …და აი ახლაც სისულელეს ვწერ.ალბათ არ უნდა ვწერდე(თუნდაც იმიტომ,რომ სულაც არ მეხერხება ეს კარგად წერა და მომკალი :D)მაინც ასე გამოდის… უაზრობა თუ აზრიანობა (არ აქვს არსებითი მნიშვნელობა) ,,მეწერინება’’. მეორე მიზეზი ალბათ ისაა,რომ დღევანდელის მსგავსად ისევ გადავფურცლავ მტვრიან,გაცრეცილ დღიურს და ისევ გამეცინება ჩემს თავზე(ისე რა ამბავია ამდენი სიცილი:D),ისევ გამიხალისდება ერთი ნაცრისფერი,სუსხიანი დილა ძველი ტკბილ-მწარე მოგონებებით…

მოგბეზრდათ არა?ვიცი,ვიცი!!

I will try to fix you… რატომღაც ეს ფრაზა ამოვიჩემე დილიდან(coldplay_ს გავლენაა : ) ) მიუხედავად ამ ნაცრისფერი დილისა დღეს რაღაც სხვანაირად კარგად ვგრძნობ თავს,ყველა და ყველაფერი მიყვარს… მეგობრები?თავისთავად ) ნაცნობები?ისინიც ! ნათესავები,რომელთაც ათასში ერთხელ ვხედავ და მათ მხოლოდ მაშინ ახსენდები როცა რაღაც სჭირდებათ?(მე ვის უნდა დავჭირდე ,მაგრამ მაინც …:D) ისინიც! და საერთოდ ყველა,ადამიანი თუ არაადამიანი,ღირსი სიყვარულისა(არა ჩემი სიყვარულის კი არა,აი ზოგადად ვინმეს სიყვარულის) თუ უღირსი..ისინიც ვინც უბრალოდ ქუჩაში ერთხელ მაინც მყავს ნანახი და ვინც ჩემს მეხსიერებას შემორჩენია… ისინიც ვისაც საერთოდ არ ვიცნობ და facebook-იდან მიმზერენ მხოლოდ : )) მენატრება! რა და ვინ? კონკრეტულად არავინ…უბრალოდ მენატრება : ))

და ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ ფინჯნებს ყავისთვის…

 

პ.ს. მგონი ყველას სიყვარული აგიხსენით : ))

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

10 thoughts on “უბრალო(დ)

  1. nick ამბობს:

    ფინჯნებს ყავისთვის, ხო შაქარს კიდევ :დ :დ უსაქრო ყავაზე არ გეწვევი :დ

  2. M.K. ამბობს:

    მე უშაქროს ვსვამ და მიმიღებთ? : ))
    სხვათა შორის, უკვე 24 საათი სრულდება, რაც მაგ ხასიათზე ვარ მეც დაახლოებით…
    მგონი ბედნიერების არომატი ტრიალებს ჰაერში : ))

    • neandertalely ამბობს:

      კი რა თქმა უნდა მიგიღებთ : )) თანაც მეც უშაქროს ვსვამ :)) ხო მგონი რაღაც მართლა ბედნიერების სუნი მცემს ჰაერში : ))

  3. ketusi ამბობს:

    ოო,ყავის სუნი მცემს,და თან კარგ ატმოსფეროში ყავის დალევას რა სჯობს!

  4. zichii ამბობს:

    ერთი ლატე და ტირამისუ თუ შეიძლება^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s