November Rain

  რამდენჯერ დავუსველებივარ წვიმის წვეთებს და მიცეკვია მათთან ერთად… ამ დროს ვგრძნობ,რომ ცოცხალი ვარ და რაც უნდა უბედური ვიყო,ვგრძნობ… ვგრძნობ,რომ სადღაც მართლა არსებობს ბედნიერება… ბედნიერება ჩემთვის…ბედნიერება შენთვის… ბედნიერება ჩვენთვის,ყველასთვის…

არასოდეს გიფიქრიათ იმაზე,რომ უთქვენოდ გარეთ ცხოვრება გრძელდება,მიდის – განიცდიან,უხარიათ,სწყინთ,გრძნობენ,უყვართ… ამ დროს კი, მე – ბუტაფორია,ვერაფერს ვგრძნობ,ვერაფერს განვიცდი და ვერც რამეს ვფიქრობ.ხანდახან(ან ხშირად)თავი რობოტი მგონია,მაგრამ… მაგრამ ამ დროს გაწვიმდება და მეც მეშველება… არა ჩვეულებრივი წვიმა კი არა,აი ნოემბრის წვიმა… თავსხმას,რომ ეძახიან… ამ დროს ყველაფერი იცვლება… ჩემში იცვლება…

არასდროს გდომებიათ ასეთ წვიმაში ღამის (თუ დილის) ხუთ საათზე ქუჩაში უაზროდ გებოდიალათ და წვიმას დაესველებინეთ?სულ გაწუწულიყავით,როგორც მაშინ – ადრეულ ბავშვობაში… იცით?!მე გუშინ დავსველდი…(მართლა დავსველდი,მერე რა რომ ნოემბერი არაა,მაინც მაგრად წვიმდა)

იცით როდის ვცოცხლდები?როდესაც ჩემს სხეულზე წვიმის თითოეულ წვეთს ვგრძნობ,როდესაც ეს წვეთები სათუთად მეხებიან და მეჩურჩულებიან…

არ მოგნდომებიათ შეგეგრძნოთ ნაწვიმარზე მიწის სურნელი??არ მოგნდომებიათ ბოლო ხმაზე გეყვირათ თავსხმა წვიმის დროს შუა ქუჩაში?არასდროს გაგჩენიათ სურვილი წვიმის წვეთებისთვის აგეყოლებინათ ფეხები და გეცეკვათ მასთან ერთად? ათასჯერ მაინც გამიკეთებია ეს…მაგრამ, მერე ყველაფერი უეცრად მთავრდება,ქრება და ჩვეულ რიტმს უბრუნდება… არა და სულ მინდა ,რომ წვიმდეს…ნამდვილი,შხაპუნა წვიმა თუ არა ემოცია მაინც…მინდა ემოცია მაწვიმდეს…

ა არსდროს მოგნდომებიათ ეს ყველაფერი?

და რა გამოდის?მარტო მე მაწუხებს ეს იდეები?

პ.ს. საგიჟეში ადგილი უკვე შენახულია : ))

22 thoughts on “November Rain

  1. nick says:

    ხო ჩვენთვის, მეც ხომ იცი მიყვარს წვიმა და ცეკვა (მეორე გასახსენებელი მაქ) ;დ ;დ ;დ

    • Butterfly says:

      :დ:დ:დ ვიცი შენი ნიჭიერების ამბავი :დ მალე გაიხსენებ მაგ მეორესაც :დ

      • nick says:

        ხო მომიწევს :დ ოღონდ მასწავლებელი არ მაყვს და რას იზამ

        • Butterfly says:

          ხხოოო ააი მასწავლებლის მოძებნა მოგიწევს…მე არ მეხერხება თორე აუცილებლად გასწავლიდი : ))

  2. მართლა დარწმუნებული ხარ, რომ არავის არასდროს ნდომებია წვიმაში ბოდიალი/ცეკვა/უბრალოდ დასველება? 😀 😀 კაი რა ^_^

    • Butterfly says:

      შემეხმიანონ მაშინ :დ:დ ^_^

      • რამდენი მოგართვათ? 😛

        • Butterfly says:

          :D:P რავი…(ეს რავი რა პასუხია:დ)

          • რავი აბა… 😀 😀 ლამის ყველას ვისაც კი ვიცნობ, უყვარს წვიმაში ბოდიალი, ასე რომ… 😛

            • Butterfly says:

              შენს გარშემო თუ ყველას წვიმაში ბოდიალი უყვარს ეგ ალბათ გამონაკლისი სიტუაციაა 😀 რავი ჩემ ირგვლივ ყველა იჯღანება წვიმაზე და:D 😛 და თანაც მე სულაც არ ვამბობ,რომ მარტო მე მიყვარს(წამხატვრულო ეფექტისთვის ვთქვი ბოლო ფრაზები) 😛

              • ჰოოო ^^ რას აღარ იზამს კაცი წამხატრვულო ეფექტისათვის 😀 😛

                • Butterfly says:

                  აბა აბა ^_^ 😀

                  • არა რას ამბობ 🙂 თამთას რაც უყვარს ის სხვას როგორ ეყვარება 🙂 სატანური ხო არაა წვიმაში ბოდიალი ნეტა? 🙂

                    • Butterfly says:

                      :დ:დ:დ:დ მე ეგ არ მითქვამს ინტრიგანო :დ:დ:დ სატანურია აბა რა აბა რა :დ:დ:დ :სატანა:ღრრრრრრრრრ :დ

                    • მე საყვარელი ინტრიგანი ვარ შენ კიდე ბოროტი დემონი 🙂 🙂

  3. ollkin says:

    მდომნია და არაერთხელ მისეირნია წვიმაში, თან სიცივეში… ზაფხულში ხომ წესიერი წვიმა იშვიათად იცის.. :)) ოღონდ მარტო სეირნოას ვერ ვუმუღამებ, სჯობს ვინმესთან ერთად ირბინო, არ მწამს გაუზიარებელი სიხარულისა და ბედნიერების ❤

    • Butterfly says:

      ჰოოო გეთანხმები ნამდვილად…მეც ვინმესთან ერთად დავტრაშუნებ ხოლმე წვიმაში(ეს ტრაშუნი საიდან მოვიგონე არ ვიცი:დ)

  4. Gvantsa says:

    Sheni CV , November Rain da “vafren” wavikitxee mxolod da gavocdii.. Dzalian bevri saerto gvaqvs..) Pepleebii .. yvelagan sadac ki amis sashualeba medzleva peplebs vxatav :* “November rain”s rom vkitxulobdi megona, rom chemi dawerili iyoo..:* aseti msgavseba jer aravistan minaxavs.. ) gavecnobi shens blogs mtlianad da albat kidev bevr saetos agmovachen..:* Warmatebebs gisurveb.. :*

  5. მეცმეცმეცმეცმეცმეც ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s