მე გადმოვცურავ ზღვას…

…ვალსივით ¾ ტაქტიან ქართულ პოეზიაში, ირაკლიმ ჯერ 6/4 – იანი მძიმე როკი მოიტანა. მერე კი ეს ექვს, თორმეტ…ათას ტაქტიანი პოეზია მუსიკად აქცია. ქართულ საავტორო მუსიკაში არასოდეს არავის არ დაულაგებია ასეთი სიტყვები ასეთ ნოტებზე, ასეთი სიყვარულით, სიფრთხილით, « ანარქიული სიზუსტით‘ »… პოეზია მისი ვულკანი იყო. მუსიკა, სიმღერები კი – გეიზერები …

  პოლიტიკურად მშვიდი, სექსუალურად მხნე,ვუმღერი ყველა გოიმს, ეი მომისმინე მე… არც          სიყვარული მართობს, არც სიძულვილი       მკლავს, ხედავ თეთრად ათოვს, ჩემგადახოტრილ თავს, მე ვეღარ მხედავს სარკე,მე ვერ ვუყურებ სისხლს, მე არ ვაგროვებ მარკებს და აღარ მჯერა სხვის, მოუთოკავი გრძნობის და სიგარეტის მწამს, ფურცელი ვარ ცნობის , აღარ ვკარგავ წამს, მე რეაქციას ვიწვევ და რეაქცია მშობს, მე ახალ ტალღას ვიწვევ რომ გაგიტანო შორს, ნუ გადაირბენ ქუჩას მე დაგანახებ გზას, თუ არ მომიშვერ ტუჩებს არ დაგირტყამ ზასს…

მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში…

…ქუჩებს ნელ-ნელა ფეხები ერევა ამ უაზრობაზე მე გული მერევა. ნელ-ნელა ერთმანეთში მერევა კადრები არ მაინტერესებს არავის აზრები…

ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა,

ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს,

ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან,

ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო

ვგრძნობ – ყველაფერს; მეშინია – არაფრის; ვიცი – არაფერი; არ ვიცი – არაფერი; შემიძლია – ყველაფერი; არ შემიძლია – ყველაფერი; ვმეგობრობ – ყველასთან; ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს – მართალ შემოქმედს ყველაფერს, “სიაფანდს” – არაფერს; ვტირი – თითქმის არასოდეს; ვიცინი – ყოველდღიურობაზე; ვეძებ-სიმყუდროვეს; ღირსი ვარ-ვიყო ის, რაც ვარ; ვჩხუბობ კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება; ვკარგავ-დროს; მშურს – არაფრის; ვემალები – ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ; ვემტერები – თაღლითებს; მაინტერესებს-ყველაფერი; არ მაინტერესებს – უნიჭო შემოქმედება; მახსოვს – დაბადების პირველი 2 წელი; მრცხვენია – არაფრის, უსირცხვილო ვარ; უარვყოფ – მარქსიზმს; ვავადმყოფო ბ -იშვიათად; ვმალავ – არაფერს; ვინახავ – ფულს ბანკში; მწამს – მუსიკის; მიკვირს – ყველაფერი ახალი; მიხარია – ის, რომ მამა ვარ; ვჭორაობ – პოლიტიკაზე; ვდარდობ – იშვიათად; ვამაყობ – საკუთარი სიმღერებით; ვაკეთებ – საკუთარ სიმღერებს; ვეფერები – საკუთარ შვილს და ცხოველებს; მსიამოვნებს – ოჟახური სიმყუდროვე; მესიზმრება – გამთლიანებული საქართველო; ვეხმარები – შეძლებისდაგვარად ყველას; ვეწევი – სიგარეტ “კენტს”; მწყინს – როცა მატყუებენ…
                                   “მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს”
Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

12 thoughts on “მე გადმოვცურავ ზღვას…

  1. nick ამბობს:

    კაია, მიყვარს ეს პიროვნება ურბალოდ ყველაფერი გენიალური ხომ მარტივია არა?

    • Butterfly ამბობს:

      მეც ძალიან მიყვარს… კი ნამდვილად გენიალურობა სისადავეშია…

      • nick ამბობს:

        ჰოდა ხალხს არ ესმის ეს, ძვირად ღირებულ ნივთებს ეტანებიან, ფულში ეძებენ იმას რასაც მანდ ვერასდროდს ვერ იპოვიან არა თათია?

  2. tsotnee ამბობს:

    არ ვგიჯდები ამ კაცზე, მაგრამ ეს ბოლო სიმღერა მართლაც მაგარია. 🙂

  3. Chiamaria ამბობს:

    მაინც და მაინც არც მე მიყვარს, თუმცა ზოგიერთის ამორჩევა და მოსმენა შემიძლია თუ განწყობა მაქვს შესაბამისი. ეს სიმღერაც ერთერთია

  4. Butterfly ამბობს:

    ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ პოსტი ან სიმღერა მაინც… მითუმეტეს როგორც ჩანს არც გიყვარდათ : ))

  5. შიო ამბობს:

    პოსტზე კი გიტხარი წეღან და ეს კიდე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა ❤

  6. rogor miyvars es kaci ar sheudzlia aravis amis axsna 😀 saqarvelos ukanaskneli mefe ❤

  7. Mallorie ამბობს:

    ძალიან კარგია, მეფის მიმართ ასეთი კარგი დამოკიდებულება რომ გაქვთ, მაგრამ სულ ცოტათი, სულ სულ ცოტათი რომ ვიყოთ დაკვირვებულები, მთლად გენიალურობა იქნება…
    მე გადმოვცურავ ზღვას არის და არა, მე გადავცურავ ზღვას.. ეს ისე… ძალიან ბევრს ეშლება..
    ზოგადად მეფე მეფე იყო და ყოველთვის მეფედ დარჩება ჩემთვის.. )) < 3333

    • Butterfly ამბობს:

      ჰო ვიცი მაც რომ გადმოვცურავ არის,მაგრამ ამაზე მაშინ არ მიფიქრია(აღელვებული ვიყავი ზედმეტად) როცა ვწერდი…ჰოდა ახლა დავააფდეითებ,თორე ეს შეცდომა ნამდვილად არ მეპატიება : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s