მიჯნური ტარიელი და სექსი ქართულად

ერთხელ,როგორც ყოველთვის ძველ ჩანაწერებს ვქექავდი და საშინლად საინტერესო რამ ვიპოვე.მოკლედ ისტორია ასეთია:
ერთ-ერთი სკოლის გაზეთის გამომცემლობამ გადაწყვიტა რამე საინტერესო ჩანართი გაეკეთებინა ახალი ნომრისთვის თემაზე ”სიყვარული და სექსი”. მათ მეცხრეკლასელ ბავშვებს თხოვეს დაეწერათ საკუთარი მოსაზრება ამ ტაბუდადებულ თემაზე, ერთი ბავშვის გარდა ყველამ ანონიმურად დაწერა და რედაქციამაც ჩანართი გამოსცა… ეს რამოდენიმე წლის წინ მოხდა,მაგრამ აშკარად დღესაც არ კარგავს აქტუალობას…მოკლედ აი რამოდენიმე ბავშვის პასუხი…ისიამოვნეთ 😀

1.ამ ბოლო დროს გახშირდა მოზარდებში სექსი,რაც ჩემთვის მიუღებელია.ახალგაზრდებს ჰგონიათ,რომ ვისაც სექსი ექნება,ის უფრო მაგარი იქნება,თუმცა ასე არ არის,აუცილებელი არაა მოზარდს ჰქონდეს სექსი (სექსის გახშირებაზე განსაკუთრებით გამეცინა)

2.სექსი ზოგჯერ სახიფათოცაა,ამან შეიძლება მრავალი დაავადება გამოიწვიოს.დღეისათვის არსებობს მრავალი პორნო საიტი სადაც არის ათასი სახეობის სექსი,რაც ძალიან მოქმედებს ჩვენი ასაკის ბიჭებზე.ჩემი აზრით ეს საიტები საერთოდ აკრძალული უნდა იყოს.სიყვარულს რაც შეეხება, ეს არის გრძნობა,რომელიც ძალზე სათუთი და ფაფუკია და იგი მკვეთრად განსხვავდება სექსისგან.ჩვენ წელს გავდივართ ვეფხისტყაოსანს,რომელიც მოგვითხრობს ორი რაინდის უდიდეს სიყვარულზე და მათ ბრძოლაზე ამ სიყვარულის მოსაპოვებლად,ამიტომ სექსი და სიყვარული ურთიერთსაპირისპიროა.

3.სიყვარულსა და სექს შორის არის კავშირი.სექსი სიყვარულის ნაყოფია.სიყვარული არის ძალიან დიდი გრძნობა,სექსი კი-15 წუთიანი სიამოვნება.მე რა თქმა უნდა სიყვარულს ვამჯობინებ,მაგრამ კაცი სექსის გარეშე…ჩემი აზრით ბიჭებისთვის ეს დასაშვებია,მაგრამ გოგოებისთვის – არანაირად.მე პირადად ცოლს არ მოვიყვან თუ ქალიშვილი არ იქნება.სექსი ბიჭებისთვის აუცილებელია.მე პირადად გამოცდილი მაქვს ეს სიამოვნება 14 წლის ასაკში.სიყვარული კი ყველაზე დიდი გრძნობაა.მე ორივე გამოცდილი მაქვს,მაგრამ ნამდვილ,ძლიერ სიყვარულს არაფერი სჯობს.

4.სექსი წუთიერი სიამოვნებაა და მეტი არაფერი.ჩემი აზრით სექსი დიდ სიყვარულს უნდა მოჰყვეს.

5.ჩემი აზრით ადამიანს უნდა ჰქონდეს თავშეკავების უნარი.

6.მოკლედ თუ გიყვარს გაყევი ცოლად და მერე ყველაფერი იქნება (:D:D:D)

7.ხდება ხოლმე,როცა ადამიანი ამას თავდავიწყებისთვის აკეთებს.ზოგისთვის გათიშვის საუკეთესო საშუალებაა ალკოჰოლი ან ნარკოტიკი,რაც შიდსით დაინფიცირების საშუალებას ქმნის.ამიტომ უამრავი ადამიანი უსაფრთხო სექსს ანიჭებს უპირატესობას.

8.სიყავრული მოთხრობაა,რომელიც ხანდახან ტრაგიკულად მთავრდება…

9.სიყვარულის დროს აუცილებელია ერთგულება,თუ არა და წყვილი მალე დაიშლება… სექსით ადამიანს შეიძლება შიდსი გადაედოს,,,სექსი სიყავრულის გარეშე გარყვნილებაა და მეტი არაფერი.

10.თუ არ უნდათ,რომ ბავშვი გაუჩნდეთ იყენებენ რაღაც საგანს სექსის დროს…მე ვფიქრობ,რომ არ შეიძლება ეროტიკული ფილმების გადაღება ან გაშვება მაინც.

11.ვფიქრობ არც სექსში და არც სიყვარულში არაფერია ცუდი რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში,უბრალოდ დაცული უნდა იყოს პიროვნების ჯანმრთელობის საკითხი.

12.შეიძლება ადამიანს მოსწონდეს ვიღაც გოგო_ეს სირცხვილი არაა,რადგან ყველაფერი რაც ხდება ღმერთის ნებაა

13.ჩემი აზრით სკოლაში ეს საკითხი არ უნდა განიხილებოდეს.უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ !

14.ამბობენ,რომ 15-16 წლის ასაკში სიყვარული არ არსებობსო.სრულიად არ ვეთანხმები ამას,რადგან ვიცნობ ერთ ადამიანს,რომელსაც 9 წლიდან 16 წლამდე ჰყავდა შეყვარებული და მერე 18 წლისები დაქორწინდნენ…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

32 thoughts on “მიჯნური ტარიელი და სექსი ქართულად

  1. nick ამბობს:

    მარგად ვიხალისე მომწონს ხომ იცი არა :*:*:*

  2. Butterfly ამბობს:

    ხო მეც ვიხალისეე… : )) ხო ვიციი :*

  3. Seymour Glass ამბობს:

    რავიცი რავიცი :დ არამგონია აქედან ყველაფერი სიმართლე იყოს :დ ეხლა აღარ ფიქრობენ ბავშვები მასე :დ

    • Butterfly ამბობს:

      ეს გამოკითხვა ჩატარდა 2007 წელს…ასე რომ არამგონია ამ რამოდენიმე წელში რამე რადიკალურად შეცვლილიყო…თანაც ყველაფერი რეალობაა იმიტომ რომ ეს გამოცემა პირადად მაქვს წაკითხული

  4. :დ :დ :დ :დ >> თუ არ უნდათ,რომ ბავშვი გაუჩნდეთ იყენებენ რაღაც საგანს სექსის დროს… << ეს განსაკუთრებით მაგარი იყო :დ მომეწონა :დ

  5. Chiamaria ამბობს:

    უნდა ვიტიროთ :)))
    აშკარად არასწორად აქვთ ამ ბავშვებს მიწოდებული შიდსზე და ბევრ სხვა დაავადებაზე ინფორმაცია.
    რამე რო იყოს და ამათ ასაკში ბევრი არც მე ვიცოდი, წარმოდგენაც მიჭირდა რა ხდებოდა სექსის დროს :)))

  6. nancygaladriel ამბობს:

    15 წუთიანი სიამოვნება 😀 ვაახ.ბევრი ვიცინე 😀

  7. Apple Butaphory ამბობს:

    +1 :))) ნიკას დავეთანხმები, მომწონს ესეთი საყვარელი აზრები :))):*

  8. ketusi ამბობს:

    ვაიმე რა საყვარლობებია ,რამდენი ვიცინე 🙂

  9. black_shadow ამბობს:

    loooliiisiiimooooo :Dtamt am simgeris saxeli gamaxsene raaa blogze rom amgereeeb

  10. teennewson ამბობს:

    kargad vixalise.. :D:D gulubryvilo warmodgenebia ashkarad…. da saertod romelma chkuadmyofelma maswavlebelma misca es davaleba…. 😀

  11. tamta ამბობს:

    es posti chemi favoriti postia :D:D:D

  12. Mancho Kiknadze ამბობს:

    meeqvse yvelaze magariaaa me magas vemxrobi :D:D xoda kide seqsi siyvarulis gareshe vnebaaa

  13. spamwriters ამბობს:

    ეხ პაატა, ტარიელი და ავთანდილიც ყვარობდნენ ერთმანეთს თურმე, გააგრძელე პოემა :))

    http://lib.ge/body_text.php?8246

  14. spamwriters ამბობს:

    12.შეიძლება ადამიანს მოსწონდეს ვიღაც გოგო_ეს სირცხვილი არაა,რადგან ყველაფერი რაც ხდება ღმერთის ნებაა :დ ლოოოლ :დ

    ღმერთო გამიშვი ნაშებში :დ

    არა, რა, შიდსის წინააღმდეგ კამპანიამ დააშინა ეს ბავშვებ ი :დ

  15. presgeo ამბობს:

    ra vashvbei arian magaria es tu ramodenime wlis ukan iyo warmomidgenia axla ras ityvian :D:D: aq mxolod bichebis mier dawerili mosazrebebia ?:D

  16. presgeo ამბობს:

    gansakutrebit shota rustavelze momewona:D

  17. Emily Smith ამბობს:

    thanks god mase bevri ar piqrobs xD

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s