არისტოკრატი სევდიანი ღიმილით

  არისტოკრატი სევდიანი ღიმილით…საოცრად თავმდაბალი…უყვარდა ყველას,ყველა ასაკში და არა მხოლოდ გარეგნობის გამო.ერთი დიდი სხივი რაც დღეს თბილისს და მთელ საქართველოს აკლია ლევან აბაშიძეა.სხივი,რომელმაც წასვლის შემდეგაც დატოვა სინათლე…

ვერასდროს იტანდა ,,ჩარჩოებს’’,დოგმებს, ერთფეროვნებას…

ყველა და ყველაფერი დათმო,მიატოვა და წავიდა იქ,სადაც არ შეეძლო,რომ არ წასულიყო… და ის დაიკარგა…აფხაზეთთან ერთად დაიკარგა…

რა სიმბოლურია მისი ბოლო როლი ,,არა მეგობარო’’-ში…იქაც ხომ ფიზიკურად აღარ არსებობს,მაგრამ იმ პატარა გოგოს მსგავსად ვგრძნობ დღესაც მის არსებობას…სულიერს… მარადიულს…

დრო უძლურია მასთან, დროს ერთადერთი რამ შეუძლია – ჩვენ დაგვავიწყოს ის…

1987 წელს ფრანგულმა პრესამ კანის ფესტივალის მიმოხილვაში, ლიკა ქავჟარაძე მონიკა ვიტის შეადარა, ლევან აბაშიძე – მარლონ ბრანდოს. ისე, თავად ლევანმაც, როდესაც სამი მსახიობის დასახელება სთხოვეს, ჟერარ ფილიპთან და ლიუბშინთან ერთად, სწორედ ბრანდო დაასახელა სამ საუკეთესო მსახიობს შორის. ფრანგები იმედოვნებდნენ, რომ ლევან აბაშიძეც მალე ავიდოდა ასეთ სიმაღლეზე.
ლევანს ეს არ დასცალდა. ის მხოლოდ ქართული კინოს ჟერარ ფილიპად დარჩა…

სულ უფრო და უფრო მიჭირს მისი ფილმების ნახვა…ყოველი მისი გამოხედვა მტკივა…

1992 წლის 7 სექტემბერს, ნაშუადღევს, ერთად არიან ბიჭები – სულხან სულხანიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ნადირაშვილი და ლევან აბაშიძე. ბრძოლის ველი… საბედისწერო ყუმბარა და ოთხი ბიჭიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე დარჩა ცოცხალი…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

11 thoughts on “არისტოკრატი სევდიანი ღიმილით

  1. katerina ამბობს:

    მარტო ეს ერთი სახელიც საკმარისია, რომ თქვა-ომი ბოროტებაა და არანაირი მიზეზით არაა გამართლებული. ხო, ლევანი ასე ტკივილად დარჩა თბილისს…

  2. Chiamaria ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტია

  3. Kate ამბობს:

    სასწაულად მიყვარს. დღესაც კი…

  4. Seymour Glass ამბობს:

    თვალებით ალ პაჩინოს გავს ^^

  5. მოლი ბლუმი ამბობს:

    ფესვებშია ძალიან კარგი.

  6. black_shadow ამბობს:

    moxibluli var levaniT da Seni postebiT

  7. Maiko Kharashvili ამბობს:

    როგორ მიყვარს <3<3<3<3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s