ვიცი,რომ ამ წერილს გამოგზავნის გარეშეც წაიკითხავ,მაქედან ხომ ყველაფერი ხელისგულზე ჩანს.არასდროს მეხერხებოდა წერილების ლამაზად წერა(ვთვლი,რომ ამას ნამდვილად განსაკუთრებული ნიჭი უნდა)…თუმცა ვიცი შენთვის მნიშვნელობა არ აქვს ლამაზად დავწერ თუ არა…ხომ იცი სულ შენზე მეფიქრება…უნებურად,მაგრამ მაინც მეფიქრება.გახსოვს?შენ შემაყვარე ფრენა…მე მახსოვს,ისიც მახსოვს შენ რას ამბობდი ფრენაზე:,,მე ცაში დავფრინავ,ღმერთთან ახლოს…თქვენ კი,თქვენ კი ცოდვებით დამძიმებულ დედამიწას ვერ მოშორებიხართ”-ო… ყოველ დღე,ყოველ წუთს,ყოველ წამს ვგრძნობ თუ რამდენად ძვირფასი იყავი ჩემთვის… შენ ხომ იცი სულაც არ გწერ ახლა სასიყვარულო წერილს… ვიცი,რომ იცი.ვიცი რომ სულ მიყურებ,ვგრძნობ… ხომ იცი რატომ მიყვარს ცაში ყურება და უაზროდ ღიმილი?ვიცი ჩემი ღიმილი გიყვარდა,ხოდა გიღიმი…მართალია სევდანარევია,მაგრამ მაინც გიღიმი…
რატომ გწერ მაინც და მაინც შენ?უბრალოდ სხვა არც კი გამხსენებია,როცა დასაწერად მოვკალათდი…რაღაც სევდიანი გამომდის ვგრძნობ,მაგრამ სხვაგვარად როგორ?იცი მინდა ახლა გითხრა ის რისი თქმაც ვერ მოვასწარი,მინდა მადლობა გითხრა ყველაფრისთვის…გაღიმება მასწავლე მაშინ,როცა ეს ყველაზე რთულია,ფიქრი მასწავლე,დაფასება მასწავლე და ისიც,რომ ყოველი დღე ისე გამოვიყენო თითქოს ეს დღე უკანასკნელი იყოს…და მონატრება მასწავლე…სიგიჟემდე მონატრება…კიდევ ბევრი შემიძლია მოგწერო,მაგრამ…მაგრამ ალბათ არც კი მეყოფა დარჩენილი ცხოვრება ამ წერილის დასამთავრებლად…ხომ იცი?ტკივილამდე მონატრებიხარ გულს…
იდეის ავტორი:Sunflower
ვთაგავ:ფორთოხლის გოგონა-ს
უკაცრავად ცნობისმოყვარეობისთვის, მაგრამ რეალური ადრესატი არსებობს? თუ უბრალოდ ცნობიერების ნაკადია? ^_^
არსებობს…უფრო სწორად არსებობდა…( ყოფილს და რაღაც მასეთ არ ვგულისხმობ ) : )
ხო ვხვდები :პ
: )) 😛
ძალიან მომეწონა და ბრავო.გულში ჩამწვდომია თითოეული სიტყვა და უფრო მეტიის რომ, ,,ტკივილამდე მონატრებიხარ გულს”.ამ ფრაზამ ეს გული იედაც მონატრებით სავსე უფრო აავსო და უფრო დაასევდიანა.ბრავო ყოჩაღ,მოახერხე და ტირილამდეც კი მიმიყვანე.როცა მართლა ძლიერ გენაყრება,თითოეულ სიტყვას შენად გრძნობ და გულამდე ჩაგაქვს მისი შინაარსის მნიშვნელობა.
ხო იცი ეხლა, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ….. : )
ჰო ნიკა…ვისაუბრეთ : ))
kargi iyo… mgrdznobiare.. : ))
madloba : ))<3<3<3
ეს თბილი წერილები ჩემი საყვარელი საკითხავი განყოფილებაა.. ყოჩაღ! გამათბე ❤
მიხარია,რომ მოგეწონა და მადლობა,რომ წაიკითხე : ))
ცრემლებიც კი წამსკდა : ) მაცომ კი მითხრა,დღეს ემოციები ძალიან მოწოლილი გაქვს და შეიძლება უმნიშვნელო რამეზეც კი ცრემლი წამოგივიდე-ო,მაგრამ ეს ნამდვილად არაა უმნიშვნელო :*
ვაი მე მადლობა ))) ^^ :*
momewona,kargi werilia,yoveltvis miyvarda werilebis wera…
მადლობა ^.^
თაამთ :|:| როგორი გრძნობითაა დაწერილი,და მეც იგივე განვიცადე მისი კითხვისას,,მკითხველს კი ასეთი გრძნობა მხოლოდ მაშინ ეუფლება, როცა ეს ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფი კი არ არის,არამედ რეალურად განცდილი და ფურცელზე გადმოტანილია შენს მიერ..ყოჩაღ!!:*:*♥♥
ვაშლუუუუუუუუუუუუუუუუუუკ მომენატრეეეეეეეეეეეე ♥