მე თქვენ მიყვარხართ…ი ვსო :)

ცოტა ხნის წინს საუბარი იყო თუ რა კარგი შეგრძნებაა როდესაც პოსტს შენზე წერენ,შენ გიძღვნიან და მხოლოდ შენ გეკუთვნის…ეს იდეაც აქედან გაჩნდა.მართალია ჯერ სულ რაღაც ერთი თვეა რაც ამ სამყაროში შემოვაბიჯე,მაგრამ რამოდენიმე ბლოგერის გაცნობა უკვე მოვახერხე.მინდა რამოდენიმე მათგანი დავახასიათო და ეს პოსტი მათ მივუძღვნა(იმედია გაეხარდებათ).შეიძლება ვინმემ ეს თავხედურ ნაბიჯში ჩამითვალოს,მაგრამ ამით მხოლოდ მინდა მათ მიმართ სიყვარული გამოვხატო,მიუხედავად იმისა,რომ პირადად არ ვიცნობ არცერთს მაინც გავბედავ და დავწერ.მოკლედ ბევრი,რომ აღარ გავაგრძელო მინდა რამოდენიმე მათგანი დავახასიათო ჩემებურად… 🙂

ქეთუსი

მოკლედ ამ ადამიანით,რომ არ დავიწყო უბრალოდ არ ძალმიძს 🙂 მისი დამსახურებაა ახლა აქ ,რომ ვარ და ამას ვწერ.უსაყვარლესი და უთბილესი ადამიანია.მე ვთვლი რკინის ნერვებიანიც,რადგან ჩემს იმდენ შეკითხვას პასუხობდა და დღესაც პასუხობს,რომ შეიძლება სხვას მის ადგილას საერთოდ არ მოექცია ყურადღება,არა და ჩემნაირი დამწყები კიდევ რამდენი აწუხებს…საყვარელი და თბილი ბლოგი აქვს იმდენად თბილი,რომ ყოველ დღე რამოდენიმეჯერ ,რომ არ შევიჭყიტო არ შემიძლია… >>ქეთუსის ბლოგი…მადლობა ქეთუსი შენ ასეთი სითბოსთვის <3<3<3

ნიკა სურმავა

ახალი შექმნილი მქონდა ბლოგი ჩემს ებაუთს,რომ თავს დაესხა და იმდენი შენიშვნა მომაყარა და თან ისეთები,რომ წარმოდგენა არ მქონდა რაზე მესაუბრებოდა…მერე ნელ-ნელა ყველაფერი ამიხსნა…ჩემი დიზაინის აწყობამ შეიწირა მისი ნერვები,მაგრამ მაინც მეხმარებოდა…იცით რა საყვარელია?სულ იმას მიმეორებდა ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს დიზაინს,მთავარია კარგად წეროო…სულ სტიმულს მაძლევდა,რომ რამე დამეწერა,თვითონ ზარმაცია,მაგრამ საინტერესო თემებზე წერს და თან ძალიან კარგად.სამწუხაროდ მისი ფოტო არავის მოგვეპოვება,მაგრამ შმიძლია მისი ნამუშევარი განახოთ.ძალიან ნიჭიერია…რავი მე ასე მგონია ყოველი შემთხვევისთვის…მადლობა შენც ნიკუუშ

 

მარიამ ქავთარაძე

ეს გოგონა ახლა facebook_ზე გამოკითხვას ატარებ თუ რაზე დაწეროს პოსტი… 🙂 ხშირად ვეკითხებით ხოლმე ერთმანეთს აზრს…ხან ვიზიარებთ ხან შეიძლება არა მაგრამ მაინც ვეკითხებით : ) მასზე და მის ბლოგზეც შემიძლია  ვთქვა,რომ…უყვითლესიი,უსაყვარლესი და  უთბილესი ბლოგი აქვს…დადებითად ვიმუხტები,როცა მის რაღაცებს ვკითხულობ…ფოტო fb-დან მოვპარე(როგორც ყველა დანარჩენს :დ)და იმედია არ გამიბრაზდება(გამიბრაზდებიან)…:*

კახი სიბოშვილი

მმ კახი კახი 🙂 ეს ორი დღეა ამ ადამიანს თვინი შევუჭამე :)ავაფეთქე ერთი სიტყვით 😀 ხოო რაც შეეხება მას ხუმარასავითაა(ნუ ჩემთან ყოველ შემთხვევაში სულ ხუმრობს:დ)… თავის თავზე(ში)  შეყვარებული(თვითონვე ამბობს),მაგრამ რატომღაც მგონია,რომ ხუმრობს და სულაც არაა ნარცისიზმით დაავადებული… ჰგონია,რომ მიყვარს(არ გაბრაზდება იმედია ეს,რომ ვთქვი:დ)… მოკლედ საყვარელია რა მაინც 🙂 >>კახის სამყაროშიც ძალიან ხშირად ვიჭყიტები(მერე რა,რომ კვალს არ ვტოვებ ხშირად)

ანი ნადირაძე

სხვათაშორის ეს ბავშვი მიყვარს პირველივე წამიდან როცა გავიცანი… ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე მასში და ალბათ ესაა მიზეზი,მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მთავარია,რომ მიყვარს(მოკლედ ყველას სიყვარულს ვუხსნი,მაგრამ ამ პოსტს ხომ სწორედ ამიტომ ვწერ)…უი ისე ანა ჩემზე მხოლოდ ორი დღითაა დიდი(ბლოგს ვგულისხმობ)… მოკლედ,რომ ვთქვა ბევრი გვაქვს საერთო…მოკლედ ძალიან მხიარულია და თან ველური-ც(ეს ისე ბლოგიდან გამომდინარე).მომწონს ძალიან მისი პოსტები… აიიი ისიიც>>>ცხენზე ახედრებული 😛

გიორგი ურუშაძე

ჰოოო პუშკინას რაც შეეხება იგი დაკავებულია ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე წერით 🙂 ალბათ მისი ებაუთი გადაკითხული გექნებათ,მაგრამ მაინ გეტყვით,აშკარად განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ხუთიანის მიმართ(რაღაც პოლიტიკის სუნი კი მცემს:დ) თავის თავზე საუბარი არ უყვარს,როგორც თითქმის ყველა ჩვენგანს 🙂 ძალიან საყვარელია…ვიციი ვიციიი ! მერამდენედ ვთქვი უკვე სიტყვა საყვარელი,მაგრამ რა ვქნა საყვარლები არიან და :)წერს ყველაფერზე რაც საინტერესოა…

გვირილიკოოო

ამ ადამიანზე ,რომ არ დამეწერა როგორ შეიძლებოდა ისე…მე ❤ გვირილიკო დეიდა…სულ არ მაინტერესებს რატომაა ანონიმურად…მე მიყვარს მისი პოსტები…დიდი სიყვარული და სითბო იგრძნობა მათში და მთავარი ესაა.სამწუხაროდ მის შესახებ ბევრს ვერაფერს ვიტყვი(როგორც თითოეული თქვენგანის შესახებაც),მაგრამ ეს ხელს სულაც არ მიშლის,რომ მიყვარდეს(თ)…ყოველგვარი პირფერობის გარეშე…

ანი კილაძე

რატომღაც ვფიქრობ,რომ ამ პატარა ფორთოხლის გოგონამ გამოჩენისთანავე ყველას მოაწონა და შეაყვარა თავი(მეც მათ შორის)…ხოდა არ შემეძლო რომ არ დამეგვირგვინებინა მისით ეს სია…უუცუუცქნესიიი,უუუსაყვარლესი,უცელქესი ბავშვია,რომელიც ერთი წამითაც არ ჩერდება…მართალია ყველა ფოტოზე ენას გვიყოფს,მაგრამ მე მაინც მოვიძიე ცოტა ,,სერიოზული” ფოტო

 

 

 

ბაჩო ბორაშვილი

მმმ ბაჩო როგორ გამომრჩაა…არა კი არ გამომრჩა,გაბრაზებული ვიყავი და არ დავწერე.თუმცა ნამდვილად შედის ჩემს საყვარელ ადამიანებში… 🙂 მის ბლოგზე ისეთი სუფთა ჰაერია..მმმ. 😀 ძალიან თბილია და ყურადღებიანიც(ნუ ხანდახან:დ) ჰოო და ძალიან უყვარს კიდევ  წანწალი 🙂 ერთ დღეში ნახევარ საქართველოს უვლის… ძალიან აქტიურია და ცდილობს ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები გადაჭრას თანამოაზრეებთან ერთად…მოკლედ კაი ტიპია რა 😀

 

 

 

პ.ს. სულ ეს იყო.ცოტა მაინც გაგახარებთ ეს პოსტი…მინდა ეს სია კიდევ გაიზარდოს და იმედია მართლა ასე იქნება<3<3<3 მიყვარხართ…მიყვარხართ…მიყვარხართ<3<3<3

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

30 thoughts on “მე თქვენ მიყვარხართ…ი ვსო :)

  1. teennewson ამბობს:

    magari postia.. madoba aseti shefasebistvis…. chvenc gviyvarxar.. :*:*

  2. გვირილა ამბობს:

    მოკლედ, სადაცაა დავიჯერებ რომ მართლა ასეთი კარგები ვართ ყველა 🙂
    ეს ხუმრობით, ისე კი მესმის, მეც შეყვარებული ვარ ჯგუფით წევრებზე ^_^
    მადლობა შენ თბილი სიტყვებისთვის. დეიდა მაგარი იყო 😀

  3. nick ამბობს:

    რა კარგია როდესაც გაფასებენ , :დ :დ :დ ოო მინდა ჩაგეხუტოთ მარგად !

  4. კახი ამბობს:

    გენაცვალე შენნ თაამთ :დ როგორ გყვარობ აზრზე არ ხარ ❤ რამდენი მაცინეე :დ ნარცისიზმით არ ვარ დაავდებული (მგონი) მაგრამ კარგი დაგიჯერებ რომ არ გიყვარვარ 😀

  5. M.K. ამბობს:

    ვაიმე, თამთ!
    პირველად ცხოვრებაში მე საკუთარი პერსონით ვიღაცის პოსტში ვარ გამოჭიმული : ))
    ფოტო როგორ მომპარე, გოგო!
    ძალიან-ძალიან მოულოდნელი და თან სასიამოვნო პოსტი იყო!
    ჰოდა, რა უნდა მეთქვა, აბა, თუ მიხვდები!
    ზუსტად არ მახსოვს, რამდენი ხანია გიცნობ, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანი მაინც არ არის…
    მაგრამ აი, ძალიან მიყვარხარ, რა ვქნა!
    და დანარჩენებიც მიყვარხართ, ვისზეც წერია ამ პოსტში!
    (გულები)

    • Butterfly ამბობს:

      მიხარია თუ თქვენ ყველას მოგეწონათ პოსტი და ოდნავ მაინც გაგეხარდათ…ამიტომაც დავწერე…მეც მიყვარხარ მარ მეც<3<3<3

  6. ketusi ამბობს:

    როგორც იქნა დავჯექი დღეს კომპთან და უპირველეს ყოვლისა ეს პოსტი ვნახე და საოცრად და სასიამოვნოდ გაკვირვებულიც დავრჩი.
    ნამდვილად არ მოველოდი ასეთი სითბოთი სავსე პოსტს,უღრმესი მადლობა შენ!ვიტყოდი,რომ მეც ყველა თქვენთაგანზე უზომოდ შეყვარებული ვარ ❤

    • Butterfly ამბობს:

      ძალიან მიხარია ასეთ გახარებულებს,რომ გხედავთ…მიხარია,რომ თქვენი გაბედნიერება 1 წამით მაინც შევძელი ❤ ^_^

  7. Chiamaria ამბობს:

    რა თბილი პოსტი იყო ❤
    გულებიანი 🙂

  8. Seymour Glass ამბობს:

    ოჰ ოჰ ოჰ. რამდენი ადამიანი გაბედნიერდაა :დ :დ ^_^

  9. Mallorie ამბობს:

    გვირილიკო, ხომ ხედავ, უკვე სხვებიც გეძახიან გვირილიკოს და თან დეიდას… ^^
    უუ..
    ასწორებს.. ❤

    • გვირილა ამბობს:

      არ ვიცი პეპელამ ეს საიდან გაიგო, მაგრამ ცხადია, რომ უკვე ორი ადამიანი მეძახის გვირილიკოს და თან დეიდას. უფრო სწორად, გვირილლიკოს უკვე ბევრი, მარა შენი დამკვიდრებულია აშკარად 🙂

      • Butterfly ამბობს:

        აჰაამ ესეიგი სხვა გეძახდა არა გვირილიკო დეიდას?^.^ მმმ.. ახლა უკვეეე მეეეც <3<3 და არსაიდანაც არ გამიგია ^.^(ინტუიციაგანვითარებულისმაილი) : )))

        • გვირილა ამბობს:

          სხვა არა, მაცო ^_^ ჯერ გვირილიკოთი დაიწყო, მერე დეიდაო (დავტუქსე ერთხელ და 😀 მგონი სამეცადინო ჰქონდა და არ მიდიოდა თუ რაღაც. როგორ იყო მაცო?)

          ხო, შენც რომ დამიძახე გითხარი მგონი, შენც დეიდას მეძახი-თქო 😀

  10. siyvarulovna ამბობს:

    კარგი პოსტია ^_^ და დახასიათებებიც კარგი, მაგრამ 1-2 ცუდიც მიგეყოლებინა :დდ
    შემდეგი დაწერე: “ხალხი რომელიც არ მევასება” :დდდ

    • Butterfly ამბობს:

      მადლობა ^.^ ჰაჰ ისე კარგი იდეაა…მაგრამ ჯერ-ჯერობით არ არიან მასეთები და თუ გამოჩნდება ვინმე აუცილებლად დავწერ 😀

  11. ბაჩო ამბობს:

    ეს როდინდელი რაღაც ვიპოვნე ❤ :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s