ფურთხის ღირსი ხარ შენ… !

     აღარ გვინდა ეს დებილი სერიალები! (ეს ისე უბრალოდ) პოსტი არ ეძღვნება სერიალებს. უბრალოდ მოწოდებაა,რომ ჩვენ ადამიანებმა კარგად გავახილოთ თვალები და რეალურად შევაფასოთ ყველაფერი… ჩვენ – უნდა მოვიქცეთ ისე,რომ დავიმსახუროთ ადამიანის სტატუსის ტარება.და ეს მხოლოდ სტატუსი არაა.არაფერია იმაზე მტკივნეული როცა ხედავ რა მძიმე სიტუაციაა შენს ირგვლივ.გული გტკივა,მაგრამ აკეთებ რამეს მის გამოსასწორებლად?ახლა არ თქვა, მე მარტო რას გავაკეთებო.არა და ძალიან ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგიძლია,უბრალოდ ზედმეტად არ გინდა თავი აიტკიო.ხომ გაგიგია მოქალაქეობრივი ვალი?ვიცი,რომ იცი და ახლა იმასაც იტყვი,რომ შენ პირნათლად ასრულებ ამ ვალს.თანაც მთავარია საერთოდ როგორ გესმის ,,მოქალაქე” მაგრამ შენ ხომ ამის გაკეთებას და განხორციელებას სადმე ფეშენებელურ და კომფორტულ ზღვისპირა სასტუმროში დასვენება გირჩევნია.გირჩევნია უამრავი ფული გადაიხადო სტინგის 4 სიმღერის მოსმენაში,ენრიკე იგლესიასის კონცერტზე მაგრად იცეკვო და ჯაზ ფესტივალები არ მოიკლო…და ეს მაშინ როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტს პურის ფული არ აქვს.არა არა ეს შენი ბრალი ნამდვილად არაა,მაგრამ შენ ხომ შეგიძლია ამის გამოსწორება?შეგიძლია,მაგრამ თითს არ ანძრევ.გირჩევნია რაღაც უნიჭო ვითომდა ევროპული დონის ფესტივალებს დაესწრო…ჰო კარგი ახლა შენ იტყვი,რომ სულაც არ ესწრები ასეთ კონცერტებს.არა შეიძლება არ ესწრები,მაგრამ სახლში ზიხარ,ცხელ ჩაის ან ყავას მიირთმევ კრუასანებთან ერთად და დებილ სერიალებს უყურებ.ვერც კი ხვდები ისე დებილდები შენც,განა სერიალის გამო…უმოქმედობის გამო ! და ნელ-ნელა ასე იძირები წუმპეში,ჭაობში ! არ ვიცი რა იყო უწინ,მაგრამ რასად დღეს ვხედავ ამაზრზენია,მარაზმია და მეტი არაფერი.იმის ნაცვლად,რომ ვინმეს დაეხმარო შენი ვითომდა ,,პრობლემებით” ხარ დაკავებული.არა და მშვენივრად იცი ეგ პრობლემები არაფერია იმასთან შედარებით რაც ხალხს აწუხებს.იფიქრებ, რა ჩემი საქმეა სხვას ვაძლიო და გავუყო ის რაც ჩემთვის ძლისვს მიშოვნია შრომით, არ მისცე ! ასწავლე მას, და დაანახე მას, რომ ეს სჭირდება. გვერდი არ აუარო, სწორ გზაზე დააყენე. მაგრამ, ვაი, რომ შენ ხარ ჯერ სწორ გაზე დასაყენებელი…ხოდა გეუბნები,პირში ჩაგჩარე ეს სიტყვები,მაგრამ რა???ასე მგონია ყურიც კი არ შეიბერტყე…და შენ ზიხარ,ცხელ ჩაის ხმამაღლა ხვრეპ და ისევ ამ დებილ სერიალებს უყურებ !

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

19 thoughts on “ფურთხის ღირსი ხარ შენ… !

  1. Seymour Glass ამბობს:

    ხალხის ზომბირება მიმდინარეობს ხო? :შ სოროსის ხრიკებია ეს ყველაფერი :შ

    • Butterfly ამბობს:

      ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,რომ არც თვითონ ხალხია წინააღმდეგი ზომბირებისა…სოროსი კი არა ვინც არ უნდა იყოს :S თვითონ ადამიანს თუ არ უნდა ვერ დააზომბირებ და ამათ აშკარად უნდათ…

  2. nick ამბობს:

    კარგია, მარგამ ეს არაა ჩემო პეპელა შენი ბლოგის თემატიკა, შენ ბლოგს რომ ვკთხულობ და საერთოდ ყველას ბლოგებს რომ ვკითხულობ მსიამოვნებს აი განტვირთვა მოაქვს, და ასეთ ლამაზ ბლოგს ასეთი ბინძური თემა არ შეესაბამება : ))) პ.ს ეს მუსიკა ისე შემიყვარდა არ ვიცი მოკეთ ;დ

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    მომეწონა პოსტი,მართლა მრავლისმეტყველია,თუმცა ,,ასე მგონია ყურიც კი არ შეიბერტყე…და შენ ზიხარ,ცხელ ჩაის ხმამაღლა ხვრეპ და ისევ ამ დებილ სერიალებს უყურებ !” ეს მეც მგონია : ))

  4. აქსიომა ამბობს:

    ძნელია რამე დაამატო ყველაფერს რაზეც საუბრობ, ისედაც ყოველთვის ყველამ –ყველაფერი ვიცოდით და ვიცით. როგორი შთაბეჭდილება მექმნება იცი ? თითქოს საკონცენტრაციო ბანაკში ვცხოვრობთ, რომელსაც ფაშისტები ყოველდღე ფერადი საღებავებით “ალამაზებენ”. მერე დგავენ უგემოვნო აფსურდულ სპექტაკლებს (რომლების შინაარსიც ალბათ მარტო თვითონ ესმით) და ჩვენ –დანარჩენებს იარაღის (პირდაპირი მნიშვნელობით) მუქარით ათასგვარი უმსგავსობის ჩადენას გვაიძულებენ. ძალიან მომეწონა ეს პოსტი. :*

    • Butterfly ამბობს:

      გეთანხმებიიი აიიი 100 %-ით.იმ საუბარმა მიბიძგა,გულმა ვეღარ გამიძლო და დავწერე.მიხარია თუ მოგეწონა,ესეიგი ძალიან საშინლად არ დამიწერია,,, ^.^

  5. teennewson ამბობს:

    ეს ყველაფერი, მართლაც რეალობაა, მაგრამ მე იმის მჯერა, რომ ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია შეცვცალოთ ეს სამწუხარო რეალობა… მაგრამ ეს ზომბირების ტექნიკა ყოველთვის იქნება.. ეს პრობლემა არ აღმოფხვრება, რადგან ხშირ შემთხვევაში ადამიანებს აწყობთ და სურთ ასეთი ცხოვრება…

    • Butterfly ამბობს:

      ჰო ეს მართლაც გადაუჭრელი პრობლემაა გეთანხმები,რადგან თვითონ ზომბირებაში და ყურის არ-შებარტუნებაში პოულობენ გამოსავალ თუ შვებას…რაც არის რა

  6. Apple Butaphory ამბობს:

    ჩემი სათქმელიც თქვი თაამთ.. ო ღმერთო ჩემო სულ ძილი ,ძილი…ნეტავ გავიღვიძებთ ოდესმე? უმოქმედო ადამიანი მკვდარზე უარესია, ცხოველს ემსგავსება როცა არანაირი პროტესტის გრძნობა არ უჩნდება და მხოლოდ სუნთქვა და საჭმლის ჭამა აკმაყოფილებს…:| მომეწონა შენი პოსტი :**

    • Butterfly ამბობს:

      ჰო ამოვიდა ყელში ამდენი ძილი… მადლობა^.^ მიხარია თუ მოგეწონა და პროტესტის გრძნობა გაგიჩინა სულ ოდნავ მაინც : ))

  7. უცნობი ამბობს:

    ანუ რა გინდა ამის თქმით,რომ კონცერტები არ უნდა ჩატარდეს და არ უნდა დავესწროთ??

    • Butterfly ამბობს:

      არა!მგონი აღნიშნული მაქვს,რომ არ დასწრებას არ ვგულისხმობ! თვალი უნდა გაახილოთ უბრალოდ.ირგვლივ მიმოიხედოთ და მერე თუ გაგიჩნდებათ კონცერტზე წასვლის სურვილი სხვა საკითხია უკვე ეგ.თან აქ არის საუბარი ისეთ ადამიანზე რომელსაც რაღაც გარდატეხის შეტანა შეუძლია,მაგრამ არ აკეთებს არაფერს…საუბარია ”მკიდია” ადამიანზე… მგონი კარგადაა ყველაფერი გადმოცემული და კარგად წაიკითხე…თანაც აქ ”კონცერტი” გადატანითი მნიშვნელობითაა…ამასაც უნდა მიმხვდარიყავი ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s