მე,მუსიკა და შაკირას ტანცი-მანცი :D

   რატომღაც არცერთი პოსტი არ მაქვს მუსიკაზე,უფრო სწორად ჩემ(ს)  დამოკიდებულებაზე მუსიკის მიმართ დაწერილი.აჰაამ და დღეს სწორედ ამ თემაზე გადავწყვიტე დამეწერა.შეიძლება სულაც არავის  აინტერესებდეს ჩემი აზრი და გემოვნება ამ თემასთან დაკავშირებით,მაგრამ რა ვქნა ”მეწერინება” და მეც ვწერ-ჩემს ჭიას ვახარებ(იმ პრინციპით,რომ-მთავარია ჭია იყოს კარგად :დ)…

როდესაც ყურს მოვკრავ ფრაზას – ,,გემოვნებაზე არ დაობენ”-ო  რატომღაც პირველივე მუსიკა მახსენდება,ალბათ იმიტომ,რომ ყველაზე მეტს სწორედ მუსიკაზე და მასთან დაკავშირებულ გემოვნებაზე ვდაობ(ნუ ჩემ შემთხვევაში ასეა)…მმმ.რატომ ვდაობ?რა ჩემი საქმეა ვის როგორი გემოვნება აქვს?რას მოუსმენს? არავის საქმეში არ ვერევი მე(თუთაშხიას ინტონაციით),თუმცა ხანდახან  თავს ვერ ვიკავებ და მაინც ვერევი და ამ გრძელ ცხვის ვყოფ სხვის საქმეში…მოკლედ არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს და არც ის მინდა,რომ კვეხნაში ჩამითვალოთ,მაგრამ სულ ვთვლიდი,რომ რასაც ვუსმენდი ბევრად კარგი იყო ვიდრე შაკირას ტანცაობა და თეძოების ქნევა,ან ბრიტნი სპირსის რაღაც(ჰო ჩემთვის მართლაც რაღაც იყო)ვითომდა სიმღერები,ახლა კიდევ ვიღაც ლეიდი გაგა და წრიპინა ჯასტინ ბიბერი თუ ბაიბერი(ვერ გავარკვიე ჯერ:დ) გამოხტნენ და ყვავის მთვ და ევროპული თუ ამერიკული ესტრადა.შეიძლება ვინმე გააღიზიანოს ჩემმა უხეშმა ნათქვამმა,მაგრამ რა ვქნა მიყვარს პირდაპირობა და თან გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია…

არასდროს მიყვარდა რეპი,ჰიპ-ჰოპი და სხვა მრავალი მაიმუნობა(რა ვქნა არ მომწონს და მომკალით:დ)… ჩემთვის მუსიკის აღქმა 4-5 წლიდან იწყება…მანამდე უბრალოდ არ მახსოვს…არასდროს დამავიწყდება Beatles-ს  რომელიღაც სიმღერა(მომიტევეთ ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ დანამდვილებით ვიცი,რომ ბითლზი იყო)პირველად როცა მოვისმინე ტანში რაღაც ჟრუანტელმა დამიარა.ნამდვილად არ ვიცოდი მაშინ ეს რა იყო,უბრალოდ მომწონდა მსიამოვნებდა და ვუსმენდი…მალე ინგლისურის სწავლა დავიწყე და მიუხედავად იმისა,რომ ბევრი სიტყვა არ მესმოდა რას ნიშნავდა ვიწერდი ჩემებურად და დაუღალავად ვჯღნაოდი(მეზობლები მართლაც შევაწუხე).ნელ-ნელა ასაკის მატებასთან ერთად ჩემში შემოვიდა ცოტა ახალი(ჩემთვის),რთული და ცოტაც გაუგებარი Pink floyd,Led zeppelin,Deep purple და რავიცი კიდევ მისთანები…მალევე იყო Queen რომელიც ისე ადვილად გავითავისე და ავიტაცე,რომ ჩემს რამოდენიმე მეგობარსაც შევაყვარე… მერე იყო შებერტყილი 13 წელი,როდესაც მძიმე და რაღაც აუხსნელი როკი,მეტალი და პანკი მოვიდა(იმდენად ბევრია,რომ ვერ ჩამოვთვლი)… არა ძველი გემოვნება არ შემცვლია და არც არასდროს შემეცვლება,მაგრამ რაღაცები დაემატა…მოვიდა Bjork...ალტერნატივას დავუმუღამე : ) იყო Coldplay,Radiohead…ჩავიძირე Nirvana-ში…ბევრიი ბევრიი ბევრიი ძალიან…მოვიდა ჯაზი,ცოტა გვიან,მაგრამ მაინც მოვიდა…ბლუზი…ჰენკოკი,ფრანკლინი,ბლუზ ბრაზერსები ბიბი და რავი არ მინდა გამომრჩეს,(Rolling stones,Guns’n’roses,Bon Jovi,Doors)მაგრამ მაინც მრჩება რაღაცები სამწუხაროდ:( Amy-ს ვერ გამოვტოვებ,არა და მახსოვს,როგორ დასცინოდა საზოგადოება და კრიტიკოსები(თუ მათ საერთოდ საზოგადოებად ჩავთვლით),როგორ უკვირდათ როცა ვამბობდი,რომ მომწონდა,ერთ დღესაც კი რატომღაც ამ კრიტიკოსებს რაღაც შარიკი გადაუბრუნდათ და ემიმ 5 გრემი მოიპოვა ერთდროულად,აიი მაშინ კიი ის ადამიანებიც,რომლებიც სულ ამბობდნენ,რომ ფუ რას გავს-ო ან რას მღერისო,აღმოჩნდა,რომ თურმე ძალიან მოსწონდათ და ა.შ.იგივე ხდებოდა ჩარკვიანზე,უბრალოდ ამ შემთხვევაში აღიარება სიკვდილის შემდეგ უფრო მოვიდა.არასდროს მესმოდა ასეთი პოზიორი ხალხის და ვერც ვერასდროს გავიგებ ალბათ.ვერ ჩავატევ ვერც ერთ და ვერც ორ პოსტში  ამას 🙂 შეიძლება დაგღალეთ კიდეც ამიტომ შემოგთავაზებთ ფლეილისტს რაც ამჟამად მაქვს ჩახვეული 😀 არასდროს მესმოდა და არც ახლა მესმის იმ ბავშვების, მოზარდების თუ მოზრდილების,ვინც მხოლოდ იმიტომ უსმენს  ამა უ იმ მუსიკას,რომ მოდაშია(შეიძლება ვიღაც თვლის,რომ მე რასაც ვუსმენ ესეც მოდაშია და მეც მოდას ვარ აყოლილი,მაგრამ დამიჯერეთ მოდაში მხოლოდ მათი გამოსახულებიანი მაისურების ტარება უფროა ვიდრე მათი მოსმენა და გათავისება,რა თქმა უნდა ყველაფერშია გამონაკლისი)მანამდე კი მინდა ისევ შეგახსენოთ,რომ არ ვამბობ რეპი,პოპი და რაღაც მისთანები ცუდია,ეს უბრალოდ ჩემი სუბიექტური აზრია…

1. The beatles – come together,Here there and everywhere…

2.pink floyd – hey you

3.deep purple – When a Blind Man Cries

4.coldplay – rehab and fix you(r.i.p amy)

5.radiohead-karma police

6.mozart – requiem

7.amy winehouse – best friend,back to black…

8.ირაკლი ჩარკვიანი – წყალს,emotions…

9.Queen – bohemian rhapsody

10.Guns N Roses – November Rain

აღარ გავაგრძელებ…თორემ ეს სია შეიძლება 5000-ზე ავიდეს…   გუდ ლაქ : )))
პ.ს. აბა ვინაა ფოტოზე(დარწმუნებული ვარ ბევრმა იცით,მაგრამ მაინც…)

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

28 thoughts on “მე,მუსიკა და შაკირას ტანცი-მანცი :D

  1. RoCk PrinCeSs ამბობს:

    მაგარი პოსტიაა ❤ ფოტოზე კი ალბათ შენ ხარ პატარა რო იყავი :დ არა? 🙂

  2. Seymour Glass ამბობს:

    ჩემთვის ბითლზი ყოველთვის იყო, არის და დარჩება პირველად ^.^

  3. nick ამბობს:

    ეს თემა როგორ გიხდება., ასე რა :*

  4. Mallorie ამბობს:

    ძალიან მიხარია, ასეთი კარგი გემოვნება რომ გაქვს.
    ცოტა გამიკვირდა, მიუზი ვერსად რომ ვერ ამოვიკითხე, მაგრამ ეგ არაფერი… ჩემთვის მთავარია შენს პოსტში მეფე ჩანს, ბითლზები, ზეპელინები და ქუინი.. ^^

    • Butterfly ამბობს:

      მიუზიც მიყვარს სიმართლე გითხრა,მაგრამ ბევრი გამომრჩა კიდევ…უბრალოდ სად მეჩქარებოდა წერის დროს არ ვიცი რა…კიდევ მივამატებ ხოლმე რაღაცებს : )) მმმ… მორისონიც გამომრჩა და რავიი…აიი ფოტოზე რაცაა ყველაფერი,რომ დამეწერა ავფეთქდებოდი : )) მადლობა,რომ მოგეწონა,მიხარია მაც ^.^

  5. girliekiddy ამბობს:

    tamta,kargi gemovneba gkonia ❤ potoze ki mgoni Amy Winehouse unda iyos

  6. donaldo2191 ამბობს:

    მე amywinehouse მგონია… :დ მართალი ვარ?

  7. spamwriters ამბობს:

    ვემთხვევით გემოვნებაში :))

  8. გვირილა ამბობს:

    მე რამდენიმე რუსულს ჯგუფსაც მივამატებდი ^_^
    მეც დაახლოებით იგივეს ვუსმენ, თუმცა არის რამდენიმე სიმღერა ე.წ. “პაპსაში”, რომელსაც სიამოვნებით ვუსმენ. არ ვარ მხოლოდ როკის ან ჯაზის მსმენელი, ყველა ჟანრს შემიძლია ვუსმინო, თუ კარგად გაკეთებულია. ა, ჰიპ-ჰოპს და არ-ენ-ბის ვერ ვამუღამებ ოღონდ ვერანაირად :/

  9. კახი ამბობს:

    ჩემი სუბიექტური აზრით ეს პოსტი აშკარად შეიცავს გემოვნების გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაციას, აბუჩად აგდებას და დამცირებას რასაც მე ვეწინააღმდეგები. შენ თუ მოგწონს ბითლზი მე შაკირას ტანცი-მანცი მომწონს და მგონი უნდა გვქონდეს ყველას სიტყვის თავისუფლება და იმდენი ლიბერალიზმი მაინც რომ ერთმანეთის გემოვნებას პატივი ვცეთ :დ ვოტ! :დ

    P.S აქაც და ყველგანაც სადაც სიტყვის თავისუფელბაა :დ :* ❤

    • Butterfly ამბობს:

      ოჰო ჰო ჰო : ))) სიტყვის თავისუფლება რომაა იმიტომ დავწერე ჩემ ბლოგზე ის,რაც მე მომწონს-შენ დაწერ იმას რაც შენ მოგწონს და ა.შ…. ვოტ ტაკ : ))) :*:*<3<3

  10. Apple Butaphory ამბობს:

    :D:D:D მეგონა ჩემ თავზე ეწერა ეს ყველაფერი თამთ :))))))) გამიხარდა ,ვემთხვევით გემოვნებაში და აზრებითაც … ჩემი მხრიდან დავამატებდი ჯოპლინს,ტორი ამოსს,რეიჩელ ფერელს,ფიცჯერალდს, და გამოვაკლებდი radioheads :))))♥♥♥♥

  11. fLoyDAAA ამბობს:

    Butterfly……. ყველაფერში გეთანხმები და ყველაფერში შენს გვერდით ვარ ( რათქმაუნდა ზემოთხსენებულზე ვამბობ. ბლოგი ქვია მე რამდენადაც ვიცი ) მგრმ ერთი რაგაც მაინც გამიტყდა :p Pink Floyd – Hey You <== რატო მაინცდამაინც..?! 😦 მეტი ძლიერი მუსიკა ვერ ნახე გიმლოურის შემოქმედებაში? 😦

  12. Mallorie ამბობს:

    გემოვნება მომწონს ნამდვილად.
    8-ეზე რომ გაიყვანე მეფე – ეგ არ მომეწონა ცოტათი.. = ))

  13. TheBeatlesmaniac ამბობს:

    vaime Beatles ro davinaxe guli gaminatdaa ( ase vici xolme ) ra kargiaa rom xar 1 adamiani mainc romelsac mowons is rac me momwons 😀 <<<<<<3 mefeze ra gitxra mara danarchenshi getabxmebiiiiiii Queen The Beatles ❤ aaaaaa !!! 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s