ჩემი ბოლო დღე o_O

  შუა ღამეა,ძილის დროა,ადრე ვარ ასადგომი…უპს ვერ ვიძინებ… 5 საათს (დილის) დაველოდები … ამ დროს მიყვარს გარეთ გასვლა…თან ვიცი ეს ბოლოა… როგორ მტკივა – უზომოდ,უსაზღვროდ (პრინციპში ტკივილს არც აქვს ალბათ საზღვრები,ან გტკივა ან არა ,შუალედური ფორმები არ არსებობს) ჰო და სანამ ირიჟრაჯებს…სანამ მზის პირველი სხივი უემოციო,დაღლილ და ცხოვრება მობეზრებულ თვალებში შემომიჭყუტუნებს ავდგები და გარეთ გავალ…ჰომ გავალ და არაფერი… უაზროდ,უმიზნოდ ვივლი,ვიბოდიალებ ბევრს,რადგან ვიცი ამის შანსი შეიძლება აღარასდროს მომეცეს… არა არა სულაც არ ვატრაგედიავებ,უბრალოდ სხვა ქალაქში გადავდივარ მეტი არაფერი,მაგრამ… ოხ როგორ ვერ ვიტან ამ ”მაგრამს”… ჰო ვიცი ისევ ჩამოვალ თანაც ძალიან მალე,ერთი განსხვავებით მხოლოდ,ჩემივე ქალაქში სტუმრად ვიგრძნობ თავს.ვიცი თითოეული ჩამოსვლა მეტკინება(წასვლაზე,რომ აღარაფერი ვთქვა)… არა და  იცით რა ლამაზია აქ შემოდგომა?… რა სურნელი ტრიალებს ჰაერში ?(შეიძლება სხვაგანაც,მაგრამ მშობლიური მაინც სხვაა) სუსხი ზამთარი და მუხლამდე თოვლი… ცხოვრებაში პირველად ჩემ(ს) ცხოვრებაში ამ ყველაფერს ვერ შევიგრძნობ ისე როგორც ადრე…ჰოომ თემას ვუხვევ მგონი…ავდგები  ხუთზე და გავბოდიალდები გარეთ… ბოლოჯერ,ჩემებურად… აღარასდროს იქნება ეს ჩემი ქალაქი…

ახლა ბავშვებს,რომ ვუყურებ რომლებსაც სკოლაში ეჩქარებათ გული ტკივილისგან მეკუმშება და თითქოს ყოველ ჯერზე სადღაც რაღაც

ეს ფოტო ყველაზე მეტად მიყვარს : )

მოგონებების ძაფი წყდება… და იღვრება მთელ სხეულში თბილად – თუნდაც მაშინ ძალიან მწარე,ახლა უკვე ტკბილი და სანატრელი აბიტურიენტობა… ნეტავ კიდევ ათასი მასწავლებელი მყავდეს ყოველ დღე და ტონა სამეცადინო,სახლში მაინც ვიქნებოდი : ( ოოოხ,ლამის გადავვარდე სადღაც სენტიმენტალიზმის და სევდის მორევში(არა და ხანდახან ესეც საჭიროა) კარგა ხანია უკვე შუა ღამეს გადაცდა და მეც მალე მომიწევს გამომშვიდობება… არა და ყველა მეკითხება: ”რა იყო საერთოდ არ განიცდი,რომ მიდიხარ?” მაი რეფლაი : ღიმილი…მოსევდიანო,მაგრამ ამას ვერც ვერავინ ამჩნევს…ალბათ ვერც ვერავინ დაიჯერებს(სულ ვიკრიჭები და მართლაც ცოტა დაუჯერებელია :დ)…არასდროს მეხერხებოდა ლამაზად საუბარი და გრძნობების გადმოცემა(შეშა ვარ სუფთა რა:დ) არა და როგორ მინდა რაღაც ნიჭიერების ნაპერწკალი მაინც მქონდეს,რომ ზუსტად ის და ისე ვთქვა რაც და როგორც მინდა

ჰოო და მომიტევეთ რომ ასე გტანჯეთ …

 

 

პ.ს. ყველა პოსტში ბოდიშს ვიხდი რა :)))

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

16 thoughts on “ჩემი ბოლო დღე o_O

  1. teennewson ამბობს:

    aha shen gamoiyene “ozmebi” postSi da momewona.. mtlad maseti tregediac ar aris, shabat-kvira xo mainc chaxval xolme shens qalaqshi, moesiyvarulebi da wamoxval ukan…. tanac stumrad tbilisshi igrdznob tavs da ara shens qalaqshi, rom chaxval….

  2. M.K. ამბობს:

    ჰმ… ცუდად უნდა მოვიქცე ახლა მე, როგორც გულცივი და რაღაცნაირი ადამიანი, და უნდა გითხრა, რომ ადრეა ეგ მონატრება. რაღაცის (ვთქვათ, უნივერსიტეტის) გამო ხომ მიდიხარ შენ მაგ შენი ქალაქიდან? ჰოდა, როცა გააკეთე არჩევანი და გადაწყვიტე უნივერსიტეტში წასვლა, ამისთვის ხომ გქონდა რაღაც მიზანი (ნუ, ჩავთვალოთ, რომ დიპლომი გინდა გქონდეს, იმიტომ რომ ყდა მოგწონს). ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება მარტივია, შენ რაღაც გინდა და ამისთვის ქალაქიდან უნდა წახვიდე. დამიჯერე, არ ღირს ამის ასე განიცდიდე. სულ ერთ ადგილას გაჩერება მოსაწყენიც კია და თანაც ყველაფერი შენს ქალაქში ვერ იქნება, თბილისში ცხოვრობ თუ რომელიმე რეგიონში, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ ამის იქითაც არის პერსპექტივები და არ ღირს წინსვლაზე უარის თქმა იმის გამო, რომ მშობლიური ქალაქი არ გეთმობა.
    არ გეუბნები, რომ არ უნდა მოგენატროს, მაგრამ ჯერ ადრე მგონია ეგ ცოტა.
    ბავშვები იზრდებიან და სახლებიდან მიდიან, რომ მეტს მიაღწიონ, ვიდრე დედის კალთას ამოფარებულებს შეეძლებოდათ. ამის მერე სახლში თუნდაც შაბათ-კვირას დაბრუნება წარმოუდგენლად კარგი რამაა და დამიჯერე, თუნდაც ამისთვის ღირს ახლა წასვლა.
    რამდენი ვწერე… იმედია, მეც მომიტევებ : ))

    • Butterfly ამბობს:

      მოგიტევებ მარ მოგიტევებ : )) გეთანხმები…მართლა გეთანხმები : ))) მართალი ხარ 100 %ით :))) მიზანი მაქვს და ამიტომ საჭიროა ეს ყველაფერი ^^ ❤

  3. siyvarulovna ამბობს:

    უიმე კარგი რა 😐

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ჩემი სენტიმენტალისტკა :დ :*:*:*:* რქებიან თბილისში მოდიხაარ? ! გაქცევა მოგინდება მალე :დ თუმცა მე ამ ეტაპზე თბილისი მირჩევნია ყველა სხვა ქალაქს 🙂 თავს სახლში ვგრძნობ კიარადა აქაა ჩემი სახლი :დ ბავშვობიდან მიტანს თბილისი და ამიტომ პატივს ვცემ,ჩემი ატანა არც თუ ისე ადვილია :დ :*:*:* არ ინერვიანო :*

  5. ketusi ამბობს:

    უფ,აი ნახე ტუ ასე განიცადო აქ რომ იქნები.მერე იტყვი ნერტა რა მადარდებდაო 🙂
    (ნუ მე ზუსტად არ ვიცი,მაგრამ მგონია რომ ასე არიან ხოლმე)

  6. MisterRomantic ამბობს:

    მეც გამომიცდია მსგავსი რამ 🙂 სწავლის გამო რომ მომიწია საცხოვრებელი ადგილის შეცვლა 🙂 ყოველთვის როცა უკან ვბრუნდები მიხარია, წაოსვლისა კი ისევ მიწევს რეადაპტაცია და იმასთან შეგუება, რომ დიდი ხნით ვერ ჩამოვალ…. მაგრამ მეგობრები ყველგან შეგიძლია შეიძინო და მათთან ერთად ნამდვილად არ მოიწყენ არსად 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s