წარსულში გაყინული ჩემი პირველი….

ჩემი პირველი გესთ_პოსტი‘გუგლიკას’  ბლოგზე… ვიფიქრე რა დამეწერა…იქიდან გამომდინარე რომ ამ ფერად ბლოგს ჩემი ზედმეტად არანორმალური და ბუტაფორიული აზრებისთვის ვერ გავიმეტებ..ამიტომ გადავწყვიტე რაღაც უფრო თბილი, ბავშვური და საყვარელი დამეწერა… მოკლედ ვაშლის პატარა საჩუქარი ფერად პეპელას 
                 ტიმოთეს უბანი.. 9 წლისები ვართ  მე, ის და ჩემი დეიდაშვილი გვანცა..ის ჩემი საუკეთესო მეგობარია,ყოველ წელს ერთად ვისვენებთ,ერთად დავდივართ მდინარეზე, ერთად მივდივართ  ბანაკელების კლუბშიც,სულ სულ ერთად ვართ… მან ყველაფერი იცის, სოკოს საკრეფად მის იმედზე მივდივართ, ტყეშიც მისი იმედი გვაქვს,ყველგან დავდივართ, კლდეებზე დავძვრებით..არ დავიკარგებით დარწმუნებულები ვართ..ყველა გზა იცის…სულ სულ ყველაფერი,ტივებსაც აკეთებს და ანკესებსაც,არადა ჩვენნაირად თბილისელია…სხვებს არ ჰგავს,მან ყველაფერი იცის…ხშირად ვთამაშობთ : კარტს, კალათბურთს და ყველაზე ხშირად  სათევზაოდ დავდივართ..მე და გვანცა ქვებს ვესვრით მდინარეს,თევზებს ვერაფერი გავუგეთ..გვაოცებს მისი მოთმინება… თევზებით სავსე ვედრით მოვდივართ სახლში..გვიხარია….

მისი დაბადების დღეა… ბევრი შევიკრიბეთ..ვიხალისეთ და მშობლებისგან მალულად დავლიეთ კიდეც..მერე ის და გვანცა სადღაც გავიდნენ, გვიან შევამჩნიე…

მეორე დღეა და მდინარეზე წასვლას ვაპირებთ…მიხარია…  ტივებს  ის გვიკეთებს….

გვანცას სიტყვები : იცი მას უყვარხარ…

მატყუებ….ჩემი აცრემლებული თვალები…

არა..დედას გეფიცები უყვარხარ..გუშინ მითხრა,დაინახე რომ გამიყვანა? შენზე მელაპარაკა…

არ მჯერა..ხომ მატყუებ გვანცა??

არ გატყუებ..თვითონაც ნახავ..დღეს უნდა გითხრას….უბრალოდ იცოდე რომ არ დაიბნე,შენი ამბავი რომ ვიცი….

სახლში გამოვიქეცი….

ის ჩემი საუკეთესო მეგობარია..ყველაზე მეტად მიყვარს..ახლა კი უცხო  ხდება ჩემთვის… ვტირი…ვერც ვგრძნობ ისე სველდება სახე… და უცებ ნაცნობი სილუეტი …რატომ ტირი???

არა,ისე ფეხი ვიტკინე….

აბა მაჩვენე??…

არა გამიარა უკვე….

დღეს მდინარეზე მივდივართ ხომ იცი?? ტივები მზადაა უკვე…

მე ვერ მოვდივარ…

რატომ???….

ფეხი ვიტკინე და….

ხომ  უკვე  გაგიარა არა??…

ხო მაგრამ მაინც ვერ წამოვალ…

შენთვის გავაკეთე,ანკესიც გაგიკეთე …მეგონა გაგახარებდი…

ვიცი და მიხარია…მაგრამ მაინც ვერ წამოვალ..

არ მაწყენინო რაა..რაღაც უნდა გითხრა თან..იცი??

ხო ვიცი ვიცი,მერე მითხარი..ეხლა სახლში მეჩქარება..მაპატიე…

დეე წავიდეთ რა აქედან…აღარ მინდა აქ ყოფნა…სახლში წავიდეთ….ვემშვიდობები ყველას..გვანცას ,მასაც…მიხარია რომ თქმა ვერ მოასწრო….

თბილისში ვარ…უკვე  წლებია ტიმოთეს უბანში ზაფხულობით აღარ ჩავდივარ …თურმე აღარც ის(გვანცამ მითხრა)

ზღვა ავიკვიატე…ყოველ წელს დავდივართ მე და დედა….

უკვე 10 წელი გავიდა..დასასვენებლად დეიდამ დაგვპატიჟა ,უარს არ მივიღებო .. ვგრძნობ როგორ მომენატრა იქაური ჰაერი… იქაური მზე და შაბიამნისფერი ცა…მიხარია…გვანცას ვნახავ…

მარიამობას ჩავედით… ვიგიჟეთ მე და გვანცამ..გვიხსენეთ ბავშვობის თითოეული წუთი… შემდეგ თითქოს ნაცნობი სილუეტი…გვანცას ჩაეხუტა…შემდეგ ჩემსკენ მობრუნდა და… მაშინვე მიცნო,  მე კი  ვერა… სულ სხვანაირი იყო,მაგრამ ისევ ისეთი სიცილი ჰქონდა,ისევ ისეთი თბილი და საყვარელი..ისევ ისე ეჩხვლიტებოდა ლოყები….რაღაც ჩამწყდა და სინანული დამიტოვა მისმა ნახვამ…

თბილისში ვარ….სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ და ვნატრობ ნეტავ ხვალ ვისვენებდე….ფიქრებიდან  ტელეფონის ზარი მაფხიზლებს …უცხო ნომერია, ალბათ უფროსი რეკავს..სჩვევია ხოლმე მისტიურობა…

ზარს ვპასუხობ და ვქვავდები….

როგორ ხარ თათ?……………………………..

Advertisements

About Apple Butaphory

From nowhere...I'm following the sun...

8 thoughts on “წარსულში გაყინული ჩემი პირველი….

  1. Butterfly ამბობს:

    ვააააააააშლ როგორ მომეწონააა : ))) თბილი,მოსევდიანო :/ :/ მოკლედ მადლობა ვაშლ ❤ :* :****************

  2. გრაფინია ამბობს:

    გაგრძელება იქნება? აუ იყოს რა 😀
    გრაფინია ფრიად მოხიბლული დარჩა 🙂

  3. Mallorie ამბობს:

    რა გადასარევია.. ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s