მე დავკარგე…

როცა თიკო გარდაიცვალა,მეგონა მეც გარდავიცვალე,დავიღუპე,მოვკვდი,აღვიგავე პირისაგან მიწისა,გავნადგურდი,დავეცი… მერე იყო იცი როგორი ტკივილი? აუხსნელი,გადმოუცემელი,ცხოვრებაში პირველად აღმებეჭდა სახეზე განა მწუხარება,არა არა ეს სხვა რაღაცაა,ტკივილი,ალბათ კივილიც… დეპრესია იყო?არა,თითქოს ძლიერი აღმოვჩნდი, ”შეძლებისდაგვარად ვეცადე”…მერე იყო მისი ბოლო სიტყვების თავში ტრიალი…ახლაც არის პრინციპში ,უბრალოდ ახლა მხოლოდ თიკოსი აღარ…სამწუხაროდ მხოლოდ მისი აღარ… არასდროს ვსაუბრობ ამ თემაზე… მხოლოდ ერთი-ორთან მაქვს ”ნაწუწუნები” თუ შეიძლება საერთოდ ამ თემაზე წუწუნი(ესეც უკვე ზედმეტია)… მერე იყო(არის) ღამით ცაში ყურება-იმ პრინციპით,რომ ამით მასთან ახლოს ვარ…          მერე აბიტურიენტი ვიყავი.ცოტა ამან გადამატანინა(საერთოდ თუ გადავიტანე ჯერ)… მერე იყო ბრაზი საკუთარი ”დამპალი მე”-ს მიმართ,რადგან ბოლო დღეს როცა ის ვნახე,მაგვიანდებოდა,დილით ადრე ვიყავი ასადგომი და სახლში ცოტა ადრე წავედი,მთხოვა დარჩიო ცოტახანსო,ხვალიდან დიდ-ხანს მაინც ვეღარ გნახავო და… და მე მაინც წავედი…ნეტავ კიდევ დავრჩენილიყავი(არაფერს შეცვლიდა ეს,გარდა იმისა,რომ რამოდენიმე საათით მაინც ვიქნებოდი კიდევ მასთან),ვერასდროს ვიფიქრებდი ასე დიდხანს თუ გაგრძელდებოდა ჩვენი ”არ-შეხვედრა”… ბოლოს ერთი კვირით ადრე დამესიზმრა გარდაცვალებამდე…საერთოდ სიზმრები არ მაწუხებს ხოლმე,იშვიათად ვხედავ და როცა ვხედავ აუცილებლად რაღაც მინიშნება უნდა იყოს… მერე იყო ის,რომ მე მხოლოდ დაკრძალვის დღეს გავიგე ეს ყველაფერი,მერე იყო ის,რომ მისი საფლავი მეორე ზაფხულამდე არ(ვერ) მინახავს,როგორ იცვლება ველაფერი-არა და ახლა იმ საფლავთან როცა ვდგავარ თავს რაღაც უცნაურად ”კარგად” ვგრძნობ… მერე იყო იმის გაცნობიერებ და შეგრძნება,რომ მე დავკარგე… ახლა მხოლოდ იმას ვაცნობიერებ,რომ ”სიტყვები ვერაფერს ამბობენ” ხშირად,უმეტესად… ახლა არის ის,რომ ყოველ დღე ვეუბნები მეგობარს,თუ როგორ მიყვარს(არა მანამდეც ვეუბნებოდი,მაგრამ ახლა ეს სულ სხვა დატვირთვისაა)… ახლა არის ის,რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები მარაზმია ”დრო ყველაფრის მკურნალია”,ფუფ როგორ მეზიზღება ეს ბრტყელ-ბრტყელი არაფრის მთქმელი ფრაზები… უბრალოდ ვისწავლე სიცოცხლე ტკივილთან ერთად… ახლა კი იმას ვხვდები,რომ არ დავწერდი ამას,რომ არა ეს წამის ”აფექტი” და მოწოლილი ემოცია…

პ.ს. … და მე ახლა უფრო(ჩვეულებრივზე) მცივა …

პ.პ.ს.  …სათქმელი იმდენი დამრჩა უსასრულოდ შემიძლია გაგრძელება…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

22 thoughts on “მე დავკარგე…

  1. razmua ამბობს:

    მქონია მსგავსი პერიოდი 😥

  2. ♥ Miss.Catalan.. ამბობს:

    მე უკვე ტკივილის გამოხატვა აღარ შემიძლია:) რა დაემართა? ანუ როგორ..?

  3. siyvarulovna ამბობს:

    დამბრუძგლა :შ
    მიუხედავად ამდენი ტკივილისა ყველაზე კარგი პოსტია შენს ბლოგზე, წაც წამიკითხავს იმათ შორის.

    წარმოდგენაც კი არ მინდა ჩემი რომელიმე მეგობარი რომ დავკარგო რა დამემართება

    • Butterfly ამბობს:

      მადლობა ნათ… ხო ალბათ ვსწავლობ ნელ-ნელა შედარებით ნორმალურად წერას…
      ხო და გისურვებ არც არასდროს გაიგო რას ნიშნავს ეგ : )

  4. Seymour Glass ამბობს:

    საყვარელი ადამიანის სიკვდილი ყველაზე საშინელი რამაა ამ ქვეყნად. ვიცი როგორია და მტერს არ ვუსურევებ

  5. M.K. ამბობს:

    თამთ, ასეთი წამიერი აფექტებიც კარგია ხანდახან… შიგნით რაც გაქვს დაგროვილი, ცოტას მაინც გამოუშვებ…
    ტკივილზე არაფერს გეტყვი, არ მინდა უნებლიედ ბანალური ფრაზებით ავავსო კომენტარი…
    ისეთი გულწრფელი პოსტი იყო, რომ ყველა ემოცია გადმოიტანა… ამ მოტივით ვაჭერ ლაიქს

    • Butterfly ამბობს:

      ხო ხანდახან შეიძლება კარგია ^^ გავთავისუფლდები ცოტა ხნით … მიხარია თუ ემოცია მართლაც გადმოიტანა და გულწრფელია…

  6. tsotnee ამბობს:

    აუ თამთა! ვეთანხმები ნათიას! არც მე აარ ვიცი რა მომივა რომელიმე მეგობარი რომ დავკარგო. მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რაა, მეგობრობა სულის ნაწილია, ხოლო სული უკვდავია შესაბამისად შენი მეგობარი მუდამ ცოცხალია შენს არსებაში. ძალიან კარგი პოსტი იყო. 🙂

  7. Secret Diary ამბობს:

    ძალიან, ძალიან მგრძობბიარე იყოო…. :(((
    🙂 კეთილი იყოს ჩემი ფეხი…

  8. Teaa ამბობს:

    როგორ მესმის.. მთლიანი პოსტი შევიგრძენი..

  9. მარი ამბობს:

    ვაიმე თამთა :((( არ ვიცი დაიჯერებ თუ არა ,მაგრამ ცრემლები მომადგა ,რომ ვკითხულობდი და დამბურძგლა :(((!

  10. donaldo2191 ამბობს:

    აუ ძაან საწყენია და გულისამაჩუყებელი,თან ეს მუსიკაა )) :)) და მაინც რა დაემართაა?

  11. niniTo ამბობს:

    თამთა… ყოველთვის, როცა გისმენდი, შენს კომენტარს ვკითხულობდი, ვიცოდი, რაღაც იმალებოდა ამდენი ხუმრობის, ამდენი სიცილის უკან…
    მართალი ვყოფილვარ. რა და უზარმაზარი ტკივილი, რომელიც ვერასდროს გაქრება. დრო არაფერს კურნავს, პირიქით, ამძაფრებს კიდეც, უბრალოდ მოგვიანებით გაჩვევს-როგორც აღნიშნე.
    ძალიან მტკივნეულია უბრალო წარმოდგენაც, მეგობარი ხომ შენივე სულის ნაწილია…
    არ ვიცი რა უნდა დავწერო, შენს გვერდით რომ ვყოფილიყავი, ჩაგეხუტებოდი და გეტყოდი: მე მესმის შენი…
    მაგრამ ახლა მხოლოდ ვირტუალურად…

  12. საშინელებაა…
    საშინელებაა ის ადამიანი რომ კვდება ვინც წასვლისას ხელს გიჭერს…გთხოოვს მასთან დარჩე,შენ კი უღიმი და ეუბნები რომ ვერ დარჩები,მაგრამ ,,არაფერია,მერე ნახავ”
    დრო გადის და გგონია რომ მოგიშუშდება ტკივილი,დღეების მომატებასთან ერთად კი სიცარიელე სულ უფრო გავსებს…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s