ისევ სიკვდილი

                ცრემლები მომდის ღაპა-ღუპით…არა,არ  ვტირი.მართლა მართლა…უბრალოდ ასე თავისით მოღვარღვარებს.ხელები მიკანკალებს.ცუდი სიზმარი ვნახე.დიდი ხანია არ მინახავს და რაღაც უსიამოვნო გრძნობა მქონდა როცა გავიღვიძე… პირველად გამე(ი)ხარდა,რომ ცოცხალი ვარ,რომ მეძინა და ეს ,რომ მხოლოდ სიზმარი იყო…  ცუდად დაიწყო დღე. ფანჯარა გამოვაღე და ჩამოვჯექი…სუსხმა სახე მომიყინა.წვიმდა… მეჩქარება,ორ წამში ჩავიცვი,მიუხედავად წვიმისა მაინც კედები ვარჩიე… მივდივარ ქუჩაში და მთელი სხეული მეყინება.”ნეტა თბილად ჩამეცვა”…გუბეებში უგრძნობლად  ”ვტოპავ” .საკუთარი თავი მეზიზღება…ვგრძნობ როგორ მერევა გული როცა სარკეში ”მეს” ვხედავ…  საბას სახლს გავუარე…აქ ერთ სიცოცხლეს ვტოვებ ხოლმე…თან ვუყურებ იქნებ მის აივანზე ვინმეს მოვკრა თვალი… საშინლად მიმძიმს…”კიდევ ეს მინდოდა?!”… რა უბედურებაა სულ ეს სიკვდილი,სიკვდილი,სიკვდილი… არა და მომკალი და სიკვდილი მგონია მხოლოდ მარადიული.არ ვიცი,შეიძლება მართლა ვცდები და არსებობს კიდევ მარადიული რაღაცები,მაგრამ ახლა მხოლოდ სიკვდილზე ”მეფიქრება”… არა სუიციდი არა,საკმაოდ სუსტი ვარ სუიციდისთვის…ისე ზოგადად სიკვდილზე ვფიქრობ…თანაც სულ,გამუდმებით,განუწყვეტლივ…ამ ბოლო დროს ჩემთვის ახლობელი გახდა,თან ძალიან.გამიშინაურდა… ვერ დავაღწიე ამ ფიქრებს თავი.უცებ სატვირთო მოდის და თავიდან ფეხებამდე მლუმპავს ტალახიანი წყლით…”შით”… როგორც იქნა გამოვერკვიე ფიქრებიდან…”მადლობა სატვირთოს”.ისე ციოდა გარეთ ერთი-ორი ბომჟი თუ დაბანცალებდა მხოლოდ…და მე…  საათს დავხედე… უკვე სამიი საათია უმიზნოდ დავდივარ… დავიღალე.წვიმამ უმატა და სულ გავილუმპე.გაწუწულ ვირთხას დავემსგავსე(არც ისე ვარ უმშვენიერესი)…თხელი პიჯაკის ამარა დიდხანს ვიდექი გაშეშებული.ვიგრძენი უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა და რაღაც მომახურა…არ მიმიხედავს,სულერთი იყო ჩემთვის…ისევ ფიქრი უმიზნოდ… ვგრძნობ უცნობი ისევ ახლოს დგას…არ ვიმჩნევ….ისევ ფიქრი…ისევ ეს წვიმა…ისევ სიკვდილი…ვგრძნობ როგორ ბეზრდება უცნობს ჩემი ყურება და მიდის…ახლა უფრო მშვიდად და მარტოდ ვგრძნობ თავს…ისევ სიკვდილი…ისევ ეს სიკვდილის მარადიულობაზე ფიქრი,ისევ ეს წვიმა,ტალახი და ბომჟი…

არა და მეგონა მარტო ვიყავი…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

17 thoughts on “ისევ სიკვდილი

  1. X ამბობს:

    ხალხნო და ჯამაათნო! მოგიწოდებთ ყველას : სიკვდილის წინ დაწეროთ ანდერძი თქვენი გვამის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისთვის გადაცემის შესახებ რადგან ძალიან გვიჭირს , დამიჯერეთ მკვდრისთვის სულ ერთია თან 100 წლის შემდეგ თქვენი საფლავი ზემოთ სურათში ნაჩვენებ საძოვარს არ დაემსგავსება, თვენი მადლიერი იქნება ყველა სტუდენტი და პაციენი რომელთაც საშუალება ექნებათ იმკურნალონ კვალიფიციურ ექიმთან , ნუ გვაიძულებთ ცდების ცოცხალ ადამიანებზე ჩატარება მოგვიწიოს

  2. Ibi ამბობს:

    სიმღერაზე გავგიჟდი ❤

  3. X ამბობს:

    სიკვდილთან არის კავშირში თორე როგორც სიმღერა დიდი არაფერია ;)) :დ

  4. ananini ამბობს:

    კარგი პოსტია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s