მომენატრა ანუ (მგონი) დავბრუნდი :)

ლეპტოპი გამიფუჭდა.შესაბამისად დიდი ხანია არაფერი დამიწერია.მგონი უკვე ერთი თვეა.თითქოს გადავეჩვიე კიდეც,თითქოს კი არა ნამდვილად.არა და იმდენი მქონდა მოსაყოლი…  პრინციპში ახლაც მაქვს,მაგრამ ერთ პოსტში ნამდვილად ვერ გადმოვცემ და ახლა მხოლოდ მოკლე მიმოხილვით შემოვიფარგლები :დ მომენატრეთ…მართლა,მართლა… წესით ახლა აკადემიურის დავალებას უნდა ვწერდე. როგორ მომენატრა ჩემი ბლოღი :დ აი მივხვდი რომ თურმე მართლა მყვარებია :დ ჩემი ბლოგი სამი თვის გახდა და ნორმალურადაც ვერ გადავუხადე დაბიდუბი :დ


ზამთარია(მერე რა რომ ჯერ ნოემბერია:)… საკმაოზე მეტად ცივა და მე მახარებს ეს…მიყვარს სიცივე,სუსხი… ნეტავ მოთოვოს…სევდანარევი დილა მომენატრა,როცა არაფერზე ვფიქრობ ხოლმე.სწავლის გადამკიდე ვეღარც სევდისთვის ვიცლი(ისე რა უბედურებაა ეს სევდისთვის მოცლა ვერ გავიგე:დ),ვეღარც მხიარულებისთვის,ვეღარც ფიქრისთვის,ვეღარც მეგობრებისთვის,ვერც ბლოგისთვის და საერთოდ ბევრი ”ვეღარ” დამიგროვდა ამ ბოლო დროს… ის მწვანე ემოციები მენატრება მერე ბლოგზე რომ გადმომქონდა შეძლებისდაგვარად… ეიფორია მომენატრა,რომელსაც უცებ (ან უცბად :დ) სიმშვიდე ცვლიდა და მერე ისევ იწყებოდა ყველაფერი თავიდან… მუსიკა მომენატრა…ფილმები მომენატრა :შ ყვითელი მომენატრა(სიცივის სიყვარულის მიუხედავად მაინც მიყვარს ეს თბილი და ღუნღულა ყვითელი)… ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს დიდი ხანია მძინავს და მხოლოდ ახლა მოვახერხე გამოფხიზლება(ისე ეს დღეები მართლა პირველად ვარ ფხიზელი მგონი :ლოთი: :დ )… მომენატრეთ : )

ეს ისე უბრალოდ :)))

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

10 thoughts on “მომენატრა ანუ (მგონი) დავბრუნდი :)

  1. tsotnee ამბობს:

    კეთილი იყოს შენი დაბრუნება! 😉

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    მე ნამდვილად მომენატრე გოჭუნ :** მაკლია შენი პოსტები :8

  3. X ამბობს:

    musikas araushavs = ))

  4. მარი ! ამბობს:

    ჩვენც მოგვენატრე!!! ^^
    არ მიყვარს ზამთარიიი 😦 არც თოვლი და საერთოდ ზაფხული მომენატრაააა 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s