ისევ მესიზმრება

თოვს…

ვგრძნობ გალუმპული ფეხები კედებში როგორ მეყინება.ქუდი არ მიხდება და არ ვატარებ, თანაც ყველგან მრჩებოდა :დ ხო და ახლა დავდივარ გაწუნკლული თმებით და საცოდავი შესახედაობის გამო ყველა მე მიყურებს :დ ნელ-ნელა ვგრძნობ ადამიანების რიცხვი როგორ იკლებს ქუჩაში და ბოლოს სულ მარტო ვრჩები…გვიან მოვედი გონს… ისიც მხოლოდ იმიტომ,რომ ვიღაც ტანსაცმელზე მექაჩებოდა. ასე სამი წლის  იქნებოდა თუ ნაკლების არა.პატარა,სიცივისგან შეწითლებული სახე ცოტა მოთხუპვნოდა.გაყინულ-გათოშილი,ლამის სილურჯეში გადასული პატარა ხელები გამომიწოდა და დახმარება მთხოვა,თავიდან ვერ მივხვდი რა უნდოდა,მერე უცებ გონს მოვედი,ჯიბეები მოვიქექე…სწრაფადვე გამშორდა,ვერც დავეწიე ისე გაძვრა სადღაც პატარა ჩიხში,რომ რამე მეკითხა(საშინლად დამაინტერესა ვისთან მიჰქონდა ფული) და რადგან არ ვიცოდი დედა ჰყავდა თუ არა მისი ”პატრონი” შემზიზღდა,ბრაზით ვივსებოდი როცა წარმოვიდგენდი,რომ სადღაც წამოკოტრიალებულ მის საქონელ ”პატრონს” სიმწრით ნაშოვნ ხურდებს როგორ ჩაუთვლიდა სათითაოდ.ის კი ხმამაღლა უღრიალებდა,რომ ეს არაფერში ეყოფოდა და უმიზეზოდ ცემდა უდანაშაულო ბავშვს… არა და აქამდეც ბევრი ბავშვი შემხვედრია ქუჩაში ხელ გამოწვდილი,მაგრამ ეს თითქოს სულ სხვა შემთხვევა იყო.დავითრგუნე,ყოველგვარი პათეტიკისა და ზე-სიტყვების გარეშე მართლაც რაღაც ჩამწყდა გულში… თითქოს მე ვიყავი ის პატარა,რომელიც სახლიდან სამათხოვროდ გამოაგდეს და მკაცრად დასჯიდნენ თუ ”ხელფასს”  სახლში არ მიიტანდა…უაზროდ დავდიოდი  და თვალებს ვაცეცებდი იქნებ სადმე დამენახა… ალბათ დიდი ხნის შემძვრალი იყოს თავის ბნელ და ცივ ”ბუნაგში”…

იმ ღამეს წამითაც არ მომიხუჭავს თვალი,გამთენიისას ჩამეძინა და იმ ბავშვის ლამაზი სახე დამესიზმრა… დიდი ხანია უკვე ყოველ ღამე ასეა… ამის შემდეგ ყოველ დილას ვიღვიძებ უცნაური შეგრძნებით და ვხვდები რამდენად ბედნიერი ვარ თურმე(ყველაფერი ხომ შედარებითია)

ის კი ისევ მესიზმრება…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

7 thoughts on “ისევ მესიზმრება

  1. X ამბობს:

    da am yvelapris shemdeg vinmes echvi xom ar epareba gmertis samartlianobashi : ))

  2. ეგოცენტრი ამბობს:

    ღმერთო, როგორ მცივა… მცივა ასეტ რაღაცეები რომ მესმის.. და კიდე მეტირება. ღმერთო დაიფარე ყველა… 😦

  3. Nini Mamacashili ამბობს:

    წარმომიდგენია მე რომ დამენახა როგორ დავიტრგუნებოდი და ზუსტად იგიგვე განცდა მექნებოდა:((((((((((

  4. Nini Mamacashili ამბობს:

    და იმ ადამიანს შეძლების და გვარად დავეხმარებოდი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s