ღიმილიანი :)

დღეს ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა… დამესიზმრე და უნდა ვაღიარო ცოტა შემეშინდა(მე ხომ უმიზეზოდ არაფერი მესიზმრება)… საშინელი სიზმარი იყო.ტკივილით,სიცივით და სიკვდილით სავსე.შავ-თეთრ ფერებში ყველაფერი ისეთი რეალური იყო,რომ მაშინვე მობილურს მივვარდი და შენთან დარეკვა მინდოდა…

-ფუფ,რა დროს არ მაქვს ანგარიშზე-ისტერიკულად ვიყვირე და კედელს მივანარცხე ისედაც გაუბედურებული მობილური… მერე გამახსენდა,რომ ძალიან ადრე იყო და არც ღირდა დარეკვა… არ ვიცი ასე რატომ ვინერვიულე,ალბათ დაკარგვის შემეშინდა.ისეთი სისწრაფით ვკარგავ საყვარელ ადამიანებს,რომ არ მინდოდა შემდეგი შენ ყოფილიყავი.თანაც მარტოობამ საშინლად დამღალა… მომბეზრდა მხოლოდ ნეგატიური აზრები და სიკვდილზე ფიქრი.რაღაც ახალი მინდოდა შენთან ერთად…  ერთხელ დებილურ სარეკლამო ბანერზე თვალი მოვკარი სიტყვებს ”სიახლე იწყება გამოგონებით”… ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს მე  შენ გამოგიგონე,არა და რეალური ხარ… არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ ყოველ დღე ერთად ვართ,მაინც საშინლად მენატრები… ვერასდროს ვიგებდი როცა ამბობდნენ:”ჩემთანაა და მაინც მენატრება”. არასდროს მჯეროდა ამ სიტყვების,არა და თურმე შესაძლებელი ყოფილა…  როგორც იქნა გათენდა და ჩემდა გასაკვირად დამირეკე… მოვალო მთხოვე,რაღაც ცუდი ხმა გქონდა და შიში კიდევ უფრო გამიმძაფრდა… მალე ჩემი სახლის კართან იდექი და რაღაც უცნაურად მიყურებდი…

-შემოდი, რას გაშეშდი 🙂

-მიყვარხარ თა… და ისე ჩამეხუტე სუნთქვა შემეკრა

-ჩუ რა გაყვირებს,შემიყარე მეზობლები :)… პირზე ხელი ავაფარე და ლამის ძალით შემოვათრიე სახლში…

უკვე 2 საათია ხმას არ იღებ და ასე მდუმარე ”აქციის” ფონზე ორივე ცხელ ყავას ვსვამთ… ვიცი რაღაც გაწუხებს,მაგრამ ვგრძნობ ახლა ზედმეტი შეკითხვების დრო სულაც არაა… ხო და მეც უსიტყვოდ ვუერთდები მდუმარებას…

-მივდივარ

-სად?რატომ?რა ხდება?რამე ცუდია? ამოსუნთქვაც არ ვაცადე ისე მივაყარე შეკითხვები … გაეღიმა,წინ გადმოიწია და ცხვირზე მაკოცა… შევიშმუშნე და მეც გავუღიმე ”შეკვეთილი ღიმილით” 🙂

– 5 წლით,ესპანეთში კონტრაქტი გავაფორმე,ამაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა.მაღალი ხელფასი და საცხოვრებელი …

– აჰამ გასაგებია. კარგია რა,ხომ აისრულე რაც გინდოდა.ახლა ბედნიერი იქნები ალბათ 🙂

-არ მინდა წასვლა შენს გარეშე

-ოჰოო,როდის მერე მაყენებ მე კარიერაზე წინ?

-როცა მივხვდი,რომ მიყვარხარ

-იცი უკვე აღარ მომწონს ეს  ვითომდა გულწრფელობა შენი ვითომდა გრძნობების შესახებ.ხომ იცი არ მიყვარხარ და სადაც გინდა იქ წადი… ყელში სიმწრის ბურთი გამეჩხირა და ძლივს ვლაპარაკობდი უკვე…

… ადგა,შუბლზე მაკოცა(დემონსტრაციულად მოვიწმინდე შუბლი:დ) და უსიტყვოდ წავიდა…

ერთი კვირა სამსახურში არ წავსულვარ,ვიცოდი იქ იქნებოდა… არც ზარებს ვპასუხობდი… არ ვიცი რატომ არ ვუთხარი თავიდან,რომ მეც სიგიჯემდე მიყვარდა,ალბათ მეშინოდა ეს ყველაფერი ტყუილი არ ყოფილიყო,ისევ არ დამეკარგა… ჰო და მეც ვეგუებოდი…

არა და ახლა აეროპორტის გზაზე მიმავალი ვხვდები,რომ ვერაფერსაც (ვერ) შევეგუე… 15 წუთში მიფრინავდა…როცა მივედი რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდა…ჯერ პერსონალს ვეჯღანე შემიშვით საქმე მაქვსმეთქი,მაგრამ ამან არ გაჭრა და გამწარებული გავიქეცი მისკენ დაცვას რომ არ დავეკავებინე…  დამინახა,უცბად სახე შეეცვალა,ვერ მივხვდი გაუხარდა თუ ეწყინა,მაგრამ ახლა მკითხაობისთვის არ მცხელოდა…(კინოს სიუჟეტს ჰგავდა ეს ყველაფერი:დ)… ორ წამში მის ძლერ მკლავებში მოვექეცი და მხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოვასწარი – არ წახვიდე…

უცებ ხელები გამიშვი და გაბრაზებული სახით მითხარი,მეგონა გიყვარდიო…

გადავიხარხარე… და ისე ვიყვირე ყველამ ჩვენ შემოგვხედა…

მიყვარხარ იდიოტო მიყვარხარ :))

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

14 thoughts on “ღიმილიანი :)

  1. Nini Mamacashili ამბობს:

    აი ამას ქვია სიყარული…………….:D

  2. mariamii31 ამბობს:

    მომეწონა ძალინ.. აიი ესეთი უნდა იყოს სიყვარული

  3. nancygaladriel ამბობს:

    პოსტის წაკითხვის მერე რომ გაგეღიმება და ყელში ბურთულა რომ დაიწყებს გორაობას ^^

  4. X ამბობს:

    ახალი თოვლი მომეწონა შენ ბლოგზე ძალიან, და იმ გოგოს რო მწვანე ვაშლი უჭირავს ისიც : ))) აი ამას ქვია ”ბარდნის”

  5. M.K. ამბობს:

    რომ მომეწონებოდა, კი იცი შენ…
    თან მომენატრა შენი ნაწერები…
    ვიცი, რომ არარეალური სიუჟეტია, მაგრამ მაინც: ინტუიცია მკარნახობს, რომ შენ ვიღაც ნამდვილად დაგესიზმრა : ))

  6. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ყველა გოგოს იდიოტი რატომ უყვარდება? :დ ან ყველა გოგო მას ,,იდიოტს” რატომ უწოდებს? :))) მეც მიყვარს ის იდიოტი.. :((( :** კარგი ხარ თაამთ :*

  7. Mallorie ამბობს:

    რა კარგია.. რა თბილია.. აწაწაწ.. ბოლო ფრაზამ სრულიად დააგვირგვინა.. კარგად და საყვარლად დაამთავრე, ფრაზაზე ვამბობ.. ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s