ავ-თვისებიანი

   დღეს თავი გადავიხოტრე თუ გადავიპარსე,ნუ მოკლედ რაც არის…(არ მეგონა დაავადება  ასეთ დადებით შედეგებს თუ მომიტანდა,დიდი ხანია მინდოდა თავის გადაპასვა:D)

მომწონს,ლამაზი ფორმის თავი მქონია 🙂 არავისთვის მითქვამს,ალბათ ძალიან გაუკვირდებათ და არვინ მომიწონებს.თანაც ისეთ პატარა ქალაქში სადაც მე ვცხოვრობ ალბათ ”დარტყმულადაც” შემრაცხავენ.ქუჩაში გავდივარ… ყველა მე მიყურებს.ველოდი კიდეც ასეთ რეაქციას.”ფუფ რას გავს”_მესმის ზურგს უკან ვიღაცის ნათქვამი.გზას ვაგრძელებ და ყურადღებას არ ვაქცევ… სალონში მივდივარ,ტატუ უნდა გავიკეთო… დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ვარჩევ დიდ,ფერად პეპელას… მტკივნეული იყო,რამოდენიმე დღეში სასურველი შედეგი…ქუჩაში ისევ გაფართოებული თვალები და უწმაწური კომენტარები… ცუდად ვგრძნობ თავს,სხეული დამიბუჟდა,ვეღარაფერს ვგრძნობ,ყურადღებას არავის ვაქცევ,სახლში წამლებით ვიჭყიპები და ვიძინებ…

ტელეფონის ხმა მაღვიძებს…

-ჰო დე…

-არა  დე კარგად ვარ მეძინა უბრალოდ და იმიტომ მაქვს ალბათ ასეთი ხმა.

-აყველაფერი კარგადაა, მეც მიყვარხარ დე…მივხვდი ვეღარ ვაგრძელებდი საუბარს და გავთიშე… უფ ოცდაშვიდჯერ დაურეკავს…ნეტავ რა უნდა?რა მომაბეზრა ყველამ თავი…ტელეფონს ვისვრი და ძილს ვაგრძელებ…

უნივერსიტეტიდან გამოვედი… ჩემებმა არ იციან.

თითქმის ყოველდღე მთვრალი ვარ… ფიქრობ გავაფრინე? სულაც არა…აღმოვაჩინე,რომ ასეთი ცხოვრება ”მომწონს”…არა და ერთ დროს საუკეთესო მოსწავლე და სტუდენტი ვიყავი(ჩემებს ახლაც ასე ჰგონიათ):D,მერე… მერე ყველაფერმა აზრი დაკარგა… მომბეზრდა…

გავხდი… და არ მიხდება,ტანსაცმელში ვცურავ,ახლის ყიდვა არც მინდა და არც შემიძლია :დ ფული წამლებში მიდის სულ… ნაცნობები ქუჩაში ვეღარ მცნობენ…თვალები ჩამიცვივდა და ტუჩების ირგვლივ ნაოჭები გამიჩნდა,არა და 23 წლის ვარ.ახლა ქუჩაში ან სასმელის საყიდლად ან ფოტოების გადასაღებად გამოვდივარ.
ისევ ქუჩა… ”ის” დავინახე ვიღაც გრძელთმიან გოგოსთან ერთად.მგონი თვითონაც შემამჩნია.მისი გაკვირვებული სახე გონებიდან ვეღარ ამოვშალე… უკვე 5 თვეა ასე ვარ…ჩემები არ მინახავს.ტელეფონზეც არ ვპასუხობ… მომაკითხეს,მაგრამ დავემალე… ”ის” მივატოვე.ვფიქრობ მისთვის ასე აჯობებდა,მირჩევნია იფიქროს,რომ უკანასკნელი ძუკნა ვარ. ახლა გაცილებით ბევრს და ცუდად ვწერ…მაგრამ ასე მირჩევნია…არ მიყვარს ზედმეტი ლაპარაკი და უაზრო,არაფრისმთქმელი სიტყვები.მძინავს მხოლოდ 3 საათი… დილით სიგარეტის კვამლში გახვეულ ოთახში ვიღვიძებ და მერე ხველებას ვეღარ ვიკავებ…

უკვე სამი დღეა ვეღარ ვმოძრაობ.ტკივილი ძვალსა და რბილში ატანს…ახლა ყველაზე მეტად მინდა გარეთ გასვლა,ახლა ყველაზე მეტად მჭირდება ”ვინმე”… ახლა,სიკვდილის წინ ყველაზე მეტად მწყურია სიცოცხლე და რაღაც არარეალურ და აბსურდულ ოცნებებში მე განვიკურნე… ჰაჰ,ხანდახან რა სასაცილო ვარ,ნეტავ ამ ჩემ დამპალ ძვლებს რაღა გადაარჩენს… ბოლო დღეა ვგრძნობ.რამოდენიმე ადგილას დავრეკე,ერთი ტექსტით – ”მიყვარხარ(თ)”…სასწრაფოში დარეკვას ვახერხებ …

ნახევარი საათის შემდეგ…

– ეჰ საწყალი -რატომ თქვა მკურნალობაზე უარი,იქნებ გვეშველა

– ამას ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა,ჩქარა,ჩქარა გავიტანოთ…  და ისევ გამეფდა სიკვდილი…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

8 thoughts on “ავ-თვისებიანი

  1. fabiolorka ამბობს:

    რაღაცნაირად თითქოს მეც მოვკვდი…

  2. Seymour Glass ამბობს:

    რა დაგრუზულობაა ღმერთმანი :/

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    upiratesobas yoveltvis aseT Canaxatebs,nawerebs vanichebdi.. :* pepluk,mixaria rom dabrundi :*

  4. MisterRomantic ამბობს:

    ასევე უკურნებელია შენი ახლობელი ადამიანების მონატრებაც შენდამი, ეგ იცოდე და თუ გიყვარდა ვინმე, ჯობდა ხელი არ ჩაგექნია- ეს პერსონაჟს…

  5. nancygaladriel ამბობს:

    დამბურძგლა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s