უ-აზრობა №7438635…

-როგორ ხარ?

-ჩემთვის თუ სხვებისთვის?

-სხვებისთვის.

-შეუიარაღებელი თვალით გადასარევად. “როგორ ხარ?” “კარგად შეეეეეენ”? დაახლოებით ასე რაა…

– ვერ ხარ, რაღაცნაირად, არა შენებურად. რა გჭირს, ხომ იცი კარგად გიცნობ.

-არ მიყვარს ხომ იცი, ეს გიცნობ,მიცნობ. ჩემს ფეხებს მიცნობ.აზრზე არ ხარ არა!

-თემა ნუ გადაგაქვს. რა გჭირს?

-რა მჭირს და გული მტკივა და ძვლები მტკივა კიდევ, ოღონდ შენებურად არ დამცინო როგორც იცი ხოლმე:D

-))რაო რა მტკივა ძვლებიო?))) და რამ მიგიყვანა აქამდე?

-რამ და არ ვიცოდი “აქამდე” თუ მოვიდოდი.

-შენ ხომ ჭკვიანი, ძლიერი გოგო ხარ?

-მაგას მაინცდამაინც ნუ დაიჯერებ.

-ასე ხომ არ იქნები?

-დროს ვერ ვახვევ. უმოქმედობა!

-რას აპირებ?

– ვეღარაფერს ვერ ვაპირებ.

-“ვეღარაფერამდე” რა გააკეთე რომ?

-ვერაფერი.

-როდემდე უნდა გქონდეს “ფეხებზე მკიდიას” იმიჯი. ფანტაზიამ ვერ გაგიქაჩა თუ რატომ?

-არ ვიყავი დარწმუნებული…თუ უნდოდა…

-ახლა დარწმუნდი რომ უნდოდა? ან რა უნდოდა, ან ვის?

-აუ კარგიიი რააა დამღალე!

-იცის ვინმემ ასე რომ ხარ? არ მომწონხარ, ვერ გიტან ასეთს.

-კი მაგრამ ვერ გამოვთქვავ, ვერ ვხსნი, ან რა მოვყვე, მოკლედ, ვერ გადმოვცემ ისე როგორც მინდა…

– შენ თვითონ იცი?

-კი.

-რა?

-მტკივა.

-ეგ უკვე მითხარი… და მაინც რა?

– უმოქმედობა, უმისობა, უემოციობა, უ-აზრობა, უ…უ…უ… 🙂 !

– გაურკვევლად ლაპარაკობ რა,როგორც ყოველთვის

– სხვანაირად არ შემიძლია…

– მოგენატრა?

– მხოლოდ სიმღერა მასთან ერთად აივანზე და კიდევ… მისი სუნამო…

– მას შემდეგ აღარ გიმღერია,ვიცი! მოგენატრა!

– …

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

10 thoughts on “უ-აზრობა №7438635…

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    მეც მომენატრა :)) კარგია თამთ,კარგი..

  2. rockermeloman ამბობს:

    მშვენიერია, თან გავს შენს სტილს თან ახალია :*

  3. donaldo2191 ამბობს:

    იცი რა ქენიი? დაწექი,თავზე გადაიფარე,თვალები დახუჭე და ეგრე იყავი )))

  4. Butterfly ამბობს:

    Reblogged this on butterfly and commented:

    აი ის მომენტი როვა გინდა რაღაც დაწერო და აღმოჩნდება,რომ უკვე დიდი ხანია ასე ხარ და უკვე ათასჯერ გაქვს დაწერილი,,,ხო და იყოს ათას მეერთედაც

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s