აღარ მინდა ფიქრი !

   არ ვიცი როდის დავიწყე ამაზე,მაგრამ ფაქტია “მეფიქრებოდა” ქვეცნობიერად(ალბათ სიკვდილზე ფიქრის პარალელურად:დ)… სიცოცხლე  წყვდიადით მოცული “რაღაც” მგონია(ვერა და ვერ გავარკვიე რა არის ეს “რაღაც”), არ იცი, საიდან მოდის,სად მიდის, საერთოდ  სად არის თავი და ბოლო… (იმის მაგივრად რომ ახლა ავდგე ამ წყეული ლეპტოპიდან და ანატომია ვიმეცადინო,მორიგ კრეტინობას ვწერ და თან სინდისი არც კი მაწუხებს :დ  )

არ ვიცი რას და როგორ ფიქრობენ სხვები,ან საერთოდ ფიქრობენ თუ არა ამ თემაზე,მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ,რომ ადრე თუ გვიან ყველა,განურჩევლად სქესის, სოციალური თუ ეკონომიკური მდგომარეობის,კანის ფერის და სხვა ბევრი ასეთი კრეტინული ვითომდა “განსხვავების” მიუხედავად  მაინც ფიქრობს სიცოცხლეზე,თუ სიკვდილზე… მგონია რომ ეს ორი “რაღაც” არ არსებობს ერთმანეთის გარეშე…  ერთადერთი რაც ვიცი ისაა,რომ სიკვდილი ლოგიკური დასასრულია იმისა რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვეძახით,რომელიც ასე აშინებს და თრგუნავს ადამიანს… არ მინდა რაღაც ვითომდა “ფილოსოფიური აბდაუბდა” გამომივიდეს არა და ასე გამოდის :დ

შემჭკნარ,გაყვითლებულ,ტალახიან ფოთლებს ჰგავს სიცოცხლე… აივანზე გასულს თვალს მჭრის თეთრი, ქათქათა თოვლი… დაკვირვებიხართ თუ როგორ ფარავს, ნიღბავს ამ “სიბინძურეს”  ?ალბათ ამიტომ მიყვარს ზამთარი და თოვლი ასე ძალიან.ჩვენ – “ადამიანებს” ხომ ასე ძალიან გვიყვარს,გვახარებს და გვახალისებს ეს ლამაზი ფასადები.არ ვიცი შეესაბამება თუ არა სიმართლეს ის “მაღალფარდოვანი” , “ზე-ამაღლებული” გამონათქვამები თუ რაღაც “სიბრძნეები”,რომლებსაც ცხოვრებისა და საერთოდ სიცოცხლის დასახასიათებლად ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ფაქტია ცხოვრება არც ისე “მშვენიერია” , არ ვიცი რამდენად გვინგრევს ცხოვრება ოცნებებს,ისე  ამას  ისე კარგად აკეთებს,რომ ესეც კი მშვენიერიაო ამბობენ<< არც ესაა ისე სარწმუნო…და საერთოდ როცა ამ “რაღაცაზე” ვფიქრობ ბევრი “არ ვიცი” მიგროვდება… ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა…

სიცოცხე საჩუქარია! ვიღაცისგან ნაჩუქარი, მაგრამ მთელი სიცოცხლე იმას ვფიქრობთ ვინ გაგვიკეთა ასეთი საჩუქარი ამ ფიქრში საჩუქარიც ქრება და ვრჩებით მხოლოდ ცივ ქვაზე გამოხატული პორტრეტები !  ხო და აღარ მინდა ფიქრი !

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

11 thoughts on “აღარ მინდა ფიქრი !

  1. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    :))) sicocxle yvelaze didi sachuqaria.. amavdroulad,yvelaze mdabio..ubadruki.. zogjer gamousadegari..zogjer ki yvelaze sasiamovno..

  2. მარი ამბობს:

    როგორ მესმის შენი … მეც ვფიქრობ ამაზე და ვითრგუნები : (

  3. siyvarulovna ამბობს:

    მემგონი ზედმეტად ბევრს ფიქრობ :დ

  4. oddcreature ამბობს:

    კეთილი იყოს ფიქრების მიერ შეჭმულ ჰომოსაპიენსების გრუპაში შენი ფეხი. 🙂 და კეთილი იყოს ჩემი აქ მოხვედრა :))))

  5. tsotnee ამბობს:

    “სიცოცხე საჩუქარია! ვიღაცისგან ნაჩუქარი, მაგრამ მთელი სიცოცხლე იმას ვფიქრობთ ვინ გაგვიკეთა ასეთი საჩუქარი ამ ფიქრში საჩუქარიც ქრება და ვრჩებით მხოლოდ ცივ ქვაზე გამოხატული პორტრეტები !” – აჰა! 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s