სიკვდილმისჯილი

– იცი რას ამბობენ??

– …

-თუ ცოდვებს მთელი გულით მოინანიებ,სიკვდილის შემდეგ იმ დროში ბრუნდები,როდესაც ყველაზე ბედნიერი იყავიო…

-ალბათ ესაა სამოთხე…

-მინდა,რომ მჯეროდეს !

-იცი,როდის ვიყავი ყველაზე ბედნიერი? მაშინ 19 წლის ვიყავი… ცოლი ახალი მოყვანილი მყავდა და თაფლობის თვეს მთაში ვატარებდით… მახსოვს ერთხელ გარეთ,კოცონთან ჩაეძინა… ცეცხლის ალი უნათებდა ნახევრადმოშიშვლებულ მკერდს… მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს,ვუყურებდი და ვტკბებოდი… მაგრამ, იცი ბედნიერება მართლაც ხანმოკლე ყოფილა… არ ვიცი,რატომ,რა დაუშავა ჩემმა სიფრიფანამ იმ ცხოველს,სასიკვდილოდ რომ გაწირა… იმ მომენტს ვერ ვივიწყებ,სახლში მისულს მისი ნაზი,ქათქათა სხეული სისხლში ამოსვრილი,რომ დამხვდა… იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრება,ასე,რომ თქვენი ელექრო სკამით მე ვერ შემაშინებთ… არასდროს ვინანებ…

-ჩვენ არც ვცდილობთ შენს შეშინებას,სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანა და მე მაინც,რომ არ მინდოდეს ეს უნდა შევასრულო…

-მესმის,მესმის… ახსნა საჭირო არაა

საკნის კარის ჭრიალი, მძიმე და გახშირებული სუნთქვა… ბრბოს გაფართოებული თვალები,რომლებიც სანახაობის მოლოდინში დაღლილან… აგვისტო,დუღს დღე… ხრახნების საზარელი ხმა… მჭიდროდ დამაგრებული სველი ღრუბელი გადახოტრილ თავზე… შიში,არა სიკვდილმისჯილისა. ახლა ყველაზე მგრძნობიარეა,სათითაო ოფლის წვეთს გრძნობს,რომელიც ცივად გორდება მისი შუბლიდან… ბოლო სურვილი არ აქვს…

– იცი?ბედნიერი ვარ !

ძაბვა იმატებს…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

20 thoughts on “სიკვდილმისჯილი

  1. Maiko Kharashvili ამბობს:

    დამბურძგლა… :შ:შ:შ

  2. siyvarulovna ამბობს:

    რატომ წერ სულ სიკვდილზე :შ

  3. teennewson ამბობს:

    მეც მეწერინება ხოლმე და მეც საინტერესოდ მეჩვენება. სიამოვნებით გამოვცდიდი იმ პირობით თუ უკან დაბრუნების გარანტია მექნებოდა… ისე არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ ახლობლების დაკარგვა არ მენდომება.. : )

    • Butterfly ამბობს:

      არც მე მეჩვენება საშინელებად და საშიშად სიკვდილი… ის ხომ ერთადერთი მარადიული “რაღაც” არის : ))) ხო აი ახლობლების დაკარგვა ცოტა სხვა თემაა… უფრო მტკივნეული ვიდრე საკუთარი სიკვდილი …

  4. anoonymouss ამბობს:

    რა გიჟი პოსტია.. ყოჩაღ.. :*

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    მეც სულ სიკვდილზე ვწერ ხოლმე,სულ სულ სულ…

  6. niksologi ამბობს:

    სიკვდილი სიკვდილის წილ.
    მოუკლეს, მოკლა, სიკვდილი მიუსაჯეს.
    ეს არის სამართლიანობის ზეიმი ვითომ?

    • Butterfly ამბობს:

      არ ვიცი,ვერ დავარქმევ ამას სამართლიანობას

      • siyvarulovna ამბობს:

        ერთი შეხედვით სამართლიანია და რთულია გაამტყუნო. მაგრამ გააჩნია რომელი სახით შეხედავ.

        1. თუ საკიტხს შეხედავ რელიგიური თვალთაზრისით, მაშინ 10 მცნებიდან ერთ-ერთია “არა კაც ჰკლა” და დაუშვებელია ღვთის შვილის მოკვლა.
        2. თუ საკითხს შევხედავთ იურისტის თვალით, მაშინ დანაშაულისათვის ბრალეულს სჯის სამართალი, კანონები. და არა ადამიანი. რადგანაც “დასჯა” სისხლისსამართლის კოდექსში განხილულია როგორც დამნაშავის გამოსწორება და რადგანაც სიკვდილით დამნაშავის გამოსწორება სეუძლებელია ამიტომ აიკრძალა სიკვდილით დასჯა ჩვენთან.
        3. ადამიანური თვალთაზრისით თუ კი სევხედავთ და გავითვალისწინებთ ადამიანის ბუნებას, სამაგიეროს გადახდის წყურვილს და განაჩენის თავადვე აღსრულების დაუოკებელ ნებას მაშინ კი, სამართლიანია სიკვდილი სიკვდილის წილ! თუმცა, მორალური მხარე?

        აუ რამდენს ვყბედობ 😐 წავედი მე :/

        • niksologi ამბობს:

          “ერთი შეხედვით სამართლიანია და რთულია გაამტყუნო. მაგრამ გააჩნია რომელი სახით შეხედავ”
          – რთულია ვინ რო გაამტყუნო ნათია? 🙂

          ”დანაშაულისათვის ბრალეულს სჯის სამართალი, კანონები. და არა ადამიანი.”
          – კანონი რომელიც ადამიანის დადგენილია 😉

  7. Apple Butaphory ამბობს:

    Tamt ise dzlierad chagexutebodi rogorc sicocxles sikvdilmisjili ♥♥ momenatree:*:* am postit warsulis mitovebul kunchulshi damabrune :))))

  8. მარი ! ამბობს:

    დამბურძგლა 😦

  9. Nanako Ust ამბობს:

    ვაიმე… 😐
    გამაჟრჟოლა…

  10. X ამბობს:

    რა ლამაზი დიზაინი გაქვს მომწონს ეს პეპლები დიდი ხანია არ ვყოფილვარ , სიყვარულოვნა: მკვლელობა არაფრით არ მართლდება . რაც შეეხება პოსტს – ლამაზი პეპლებია = ))))))

  11. Jason Evans ამბობს:

    Reblogged this on ჯეისონის ბლოგი and commented:
    მშვენებაა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s