ბატონი X

6 საათზე გამეღვიძა.. ისევ თოვდა…

რატომ არ ვიცი,მაგრამ შეშინებული ვიყავი…ხელები ისე მიკანკალებდა რამოდენიმე საათი ვერ დავწყნარდი…
არ ვიცი რა მოხდა. არა და არაფერი მომხდარა ამ დღეებში,არც სიზმრად მინახავს რამე კოშმარი.
მაშინვე მეგობარს მივწერე… სულ მაწყნარებს ასეთ დროს(რამოდენიმეჯერ დამემართა).
ექიმთან მისვლაც მირჩია,მაგრამ როგორც ყოველთვის მე არ დავუჯერე.
ახლა უკვე კარგად ვარ(ნუ იმდენად კარგად რომ პოსტი მაინც დავწერო).

ამ ბოლო დროს აშკარად გაუარესდა ჩემი როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური მდგომარეობა.
არა და არ მჯეროდა როცა გიჟს მეძახდნენ :დ შესაბამისად წუწუნმაც იმატა… 
ზემოთ უკვე ხსენებული მეგობარი ათასჯერ მაინც შევაწუხე შუაღამისას…ის კი ყოველთვის მოთმინებით მისმენს ასეთ დროს. ხშირად ისეთ დებილობებს ვეჩრუტუნები,რომ აქამდე მის ადგილას ათასჯერ მაინც ამოვშლიდი ჩემს მსგავს ნაცნობს ცხოვრებიდან :დ : ) არასდროს ბრაზდება… ერთადერთი რისი თქმაც იცის როცა ყველანაირ მოლოდინს გადავაჭარბებ არის “ნუ სულელობ” ან მსგავსი რაღაცები :დ

როცა ნორმალურად ვგრძნობ თავს მაშინ სულ არ “მინდობს” ხოლმე… ყველა სიტყვაზე მეკიდება… კითხვას,რომ დავუსვამ მაშIნვე “ტრაგედიად” აქცევს და მე მიბრუნებს უკან… ისე კი ვბრაზდები ასეთ დროს,მაგრამ ხშირად არ ვიმჩნევ… ხშირად კითხულობს ბლოგებს და საკმაოდ კრიტიკულია(სამართლიანად სხვათაშორის).სულ ვცდილობ,რომ ჩემი დეგენერატობები წავაკითხო… ის ერთ-ერთია იმ მცირე ჩამონათვალიდან ვისი აზრიც მაინტერესებს ჩემ “პოსტებთან” დაკავშირებით…  თანაც კარგი რჩევების მოცემა იცის და ამიტომაც მიყვარს მისი შეფასებების მოსმენა,თუნდაც ძალიან მწარე და ცინიკური იყოს 🙂

ისე შეიძლება ეს პოსტი წაიკითხოს და სულაც ვერ გააიგივოს თავის თავთან ეს პერსონაჟი…  დიდი ხანი არაა რაც ვიცნობ და ამიტომ შეიძლება მცდარი  შეხედულება მაქვს მის მიმართ,მაგრამ არაუშავს… მე უბრალოდ ასე ვხედავ მორჩა და გათავდა… არ დავიწყებ საიდან და როგორ გავიცანი და ა.შ. სულაც არ ვაპირებდი ახლა ამ პოსტში მის შესახებ რამის დაწერას,მაგრამ უცებ ასე მომინდა, წერის დროს…  შეიძლება გაბრაზდეს კიდეც ამდენ სისულელეს რომ ვწერ ახლა,მაგრამ იმედია ძალიან არ  განაწყენდება… ან იქნებ საერთოდაც არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს,მაგრამ მე მაინც თავს ვიზღვევ :დ წინასწარ უკვე ვიცი,რომ ამ პოსტს ყველაზე ცუდ პოსტად მომინათლავს :დ მაგრამ არაუშავს… ჩვენ ხომ ვწერთ იმას რაც გვინდა რასაც ვფიქრობთ და მხოლოდ ჩვენ ჭიას ვახარებთ 🙂

უჰ რა დრო გასულა,თავზე დამათენდა… იმედია “ბლოღი” გაუძლებს ამ სისულელეებს და არა მარტო… :დ:დ

good luck :* 

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

9 thoughts on “ბატონი X

  1. niksologi ამბობს:

    ”ამ ბოლო დროს აშკარად გაუარესდა ჩემი როგორც ფიზიკური ასევე ფსიქიკური მდგომარეობა”
    – რა დაგემართა? 🙂

  2. X ამბობს:

    ლამაზი პეპლებია, მაგრამ სახაზავი პეპელასთან რა შუაშია ??

  3. Teaa ამბობს:

    რეცეპტი: კაარგად დაისვენე, ნახე საყვარელი ადამიანები და გულიანი სიცილი 10 წუთით დღეში რამდენჯერმე 🙂 და ხასიათიც გაუმჯობესდება 😉 უბრალოდ გადაღლილი ხარ და კარგი დასვენება გინდა :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s