უბრალოდ “სხვანაირი” პილოტი

    13–14 წლის ვიყავი საბა რომ გავიცანი… ჩემზე გაცილებით დიდი იყო.თავიდან თითქოს მეშინოდა კიდეც მასთან ურთიერთობა.პატარა ვიყავი და მისი ასაკი მაშინებდა.მეგონა უხეში და მუდო იყო(ნუ მე ასე მივიჩნევდი). თავიდან შორს ვიჭერდი თავს,მაგრამ მერე არ მახსოვს როგორ და რატომ,მაგრამ დავუახლოვდი.რაღაცებში მეხმარებოდა კიდეც… საუკეთესო მოგობარი ნამდვილად არ იყო,მაგრამ რაღაც სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა,ალბათ იმიტომ,რომ თვითონაც ასეთი იყო…სხვანაირი…

მიყვარდა მისი მოსმენა,რადგან ვიცოდი რაღაც კარგს და განსხვავებულს იტყოდა… ხან ვაბრაზებდი,ნერვებს ვუშლიდი,ხანაც ერთად ვმღეროდით ფრანის სიმღერებს… ბოლო პერიოდში იშვიათად ვეხმიანებოდით ერთმანეთს სწავლის გამო.არ მაღელვებდა ეს ფაქტი რადგან გადამკვდარი მეგობრები არასდროს ვყოფილვართ,უბრალოდ კარგად ვგრძნობდით თავს ერთად… ამის მიუხედავად ყოველთვის ვიყავი საქმის კურსში თუ რას საქმიანობდა.

იცით,ბავშვობიდან მფრინავობაზე ოცნებობდა,აისრულა კიდეც !! მან შემაყვარა ფრენა… იცით რას ამბობდა ხშირად?მე ცაში,ღმერთთან ახლოს დავფრინავ,თქვენგან,ყველასგან და მარაზმისგან შორს…თქვენ კი ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე დააბიჯებთ და ამით კიდევ უფრო ამძიმებთ მასო…  ხანდახან ვბრაზდებოდი მის სიტყვებზე(რატომ, არ ვიცი),მაგრამ მერე მივხვდი,რომ მხოლოდ ფრენის სიგიჟემდე სიყვარულის გამო ამბობდა ასე…  საუკეთესო სტუდენტი იყო და ამიტომაც აირზენაში მალევე დაიწყო მუშაობა.ჯერ ევროპაში დაფრინავდა… ამბობდა რომ დავამთავრებ მერე აფრიკაშიც გამიშვებენო(თურმე აფრიკისკენ ფრენა ყველაზე რთული და საშიში ყოფილა ხშირი საჰაერო ღრმულების გამო,არა და ყოველთვის უნდოდა აფრიკაში ჩასვლა…) აფრიკა მისი ოცნება იყო…

2011წლის 4 აპრილი… რაღაცას ვმეცადინეობდი,როგორც ყოველთვის ტელევიზორი ჩართული იყო …ინფორმაციას მოვკარი ყური ჩვენი თვითმფრინავი აფრიკაში ჩამოვარდნილა,პილოტები დაიღუპნენ… რაღაც ცუდად გავხდი,მაგრამ პილოტების ფოტოებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია…ამ დროს დაქალმა დამირეკა და მითხრა რომ ერთი პილოტი საბა იყო!(ისიც იცნობდა საბას და ფოტოზე იცნო)თავიდან არ მჯეროდა,მაგრამ მერე ინტერნეტში ვნახე იგივე რეპორტაჟი.მართლაც საბა იყო… თითქოს გული გამიჩერდა,არც კი ვიცოდი რა გამეკეთებინა… მტკიოდა სადღაც სიღრმეში… თურმე როგორ მყვარებია… სწავლა სწორედ 2011 წელს დაასრულა და აფრიკაში მისი პირველი ფრენა იყო(მანამდე მხოლოდ ევროპაში დაფრინავდა)…  ახლა მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია…

დიდ ტკივილთან ერთად მიხარია,მიხარია მან ხომ თავისი ოცნება აისრულა…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

16 thoughts on “უბრალოდ “სხვანაირი” პილოტი

  1. M.K. ამბობს:

    თამთ ❤
    და არაფერს არ ვამბობ

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    არც კი ვიცი რა გითხრა.. გაქვავებული ვარ 😐 death..it’s everywhere around me… მე მგონია,რომ ის ახლაც დაფრინავს,როგორც ანგელოზი ❤ უფალთან ბევრად ახლოს,ვიდრე ამას სიცოცხლეში ამბობდა..

  3. ❥ Natsy ამბობს:

    რა საშინელებაა 😦 😦

  4. მარი ! ამბობს:

    ჰმმმ 😐
    რა ძნელია 😐
    საყვარელი ადამიანი არასდროს არ დამიკარგავს და იმედია არც დავკარგავ 😐 მაგრამ ეს მხოლოდ იმედია ….
    ესეა,მაშინ აფასებ როცა კარგავ 😐
    აუცილებელი არ არის მოკვდეს ადამიანი ,რომ დაკარგო 😐
    ძნელია,ძნელი 😐 …

  5. teennewson ამბობს:

    :S ამაღელვებელი პოსტი იყო ძალიან…

  6. kavteli ამბობს:

    ახალი ამბები, 4 აპრილი.. ნაცნობი პოსტია სამწუხაროდ…
    და ვფიქრობ, რაღაცით კარგია, რომ ასეთი გახსნილი პოსტი დაწერე.. შენთვისვეა კარგი..
    კიდე ერთი რამ, მე შეიძლება ცუდად გამომივიდეს, მაგრამ არ შემეცოდა ის. რაღაცნაირად გამეღიმა კიდეც ბოლოს..

  7. ჯი-ნია-ნი ამბობს:

    არ ვიცი რა ვთქვა,ძალიან მტკივნეულია

  8. Teaa ამბობს:

    რა საშინელებაა 😦

  9. kisoki ამბობს:

    :/ რა საშინელებაა…. ეს ის კაასტროფა იყო კონგში რომ ჩამოვარდა თვითმფრინავი? :/
    ერთი ჩემი ნაცნობიც კონგოში ფრენისას დაიღუპა. სულიკო ცუქირიძე ;(

    • Butterfly ამბობს:

      შენი ნაცნობი იყო?:შ ხო სულიკო ცუცქირიძეზეა ეს პოსტიც :/ საბას ვეძახდით

      • kisoki ამბობს:

        :/ ჰოო :/ ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცი იყო ხშირად მინახავს მასთან სახლში, სულიკო და მისი ძმა დათა :/

        • Butterfly ამბობს:

          ხო დათოს არ ვიცნობ :შ:შ საერთოდ მისას ბევრს არავის ვიცნობ :/ არც მინდა :/მერე უფრო გამიჭირდებოდა… დათაც მფრინავია

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s