უკაცრავად,თქვენ ბავშვობა გჭირთ ანუ sweet childhood

თოვს.

ძლიერი ყინვა მაშინვე აწებებს თოვლის ჩამოცვენილ ფანტელებს ერთმანეთს… ჩემთვის უაზროდ მივაბოტებ ქუჩაში.ქურთუკი გახსნილი მაქვს,თმა–აწეწილი,მაგრამ არ მაინტერესებს… ვგრძნობ, როგორ მაკვირდებიან ქუჩაში (ყინვის გამო შეცოტავებული) ადამიანები,არც ეს მაინტერესებს… და საერთოდ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით არა(ფერი) მაინტერესებს…  ამ დროს ყველაზე მშვიდი ვარ… ხასიათის შესაბამისი მუსიკა ბოლო ხმაზე გუგუნებს ყურებში და ვერც კი ვხვდები როგორ მიახლოვდება ნაცნობი სილუეტი წარსულიდან… მიღიმის,მეც დაბნეული ღიმილითვე ვპასუხობ და რამოდენიმე წუთის შემდეგ ვხვდები ვინც არის 🙂

შეცვლილა,თმაში ჭაღარა შეპარვია ცოტა… თუმცა არც მე აღარ ვარ ბავშვი. მყუდრო კაფეში მოვკალათდით და მოგონებების გუდას თავი მოვხსენით.ბევრი ვიცინეთ… თავიდან შეცვლილი მომეჩვენა,მაგრამ როცა გაიღიმა მივხვდი ისევ ისეთია… მისი ღიმილი და დიდი მოსევდიანო თვალები არ შეცვლილა.პირადულზე არაფერზე გვილაპარაკია.პრინციპში მე არც არაფერი მქონდა სათქმელი.მას კი ეტყობოდა რაღაც მოუსვენრობა თუმცა არაფერი მიკითხავს… საუბარში დრო მალე გავიდა და დაგვაღამდა… აღმოჩნდა,რომ ჩემთან ახლოს ცხოვრობს… კიდევ მინდოდა მასთან საუბარი,მაგრამ უკვე გვიანი იყო.ჩემთან დავპატიჯე,მაგრამ რატომღაც ეუხერხულა… ღიმილიანი სახით დავბრუნდი სახლში…

აქ კი ისევ სიცივე და სიცარიელე :შ როგორ მომბეზრდა… ბავშვობის მეგობრის ნახვის შემდეგ სურვილი მიჩნდება ფოტოებს თვალი გადავავლო…  რამდენი მოგონება,ღიმილი,ცრემლი და სევდა შეუნახავთ ამ ფოტოებს… ტირილი ჩემთვის უცხოა,არასდროს ვტირი ,მაგრამ ახლა ვგრძნობ როგორ მიჭერს ემოცია ყელში,მაინც თავს ვიკავებ,არ ვიცი რატომ მაგრამ აღარ მეტირება… სანამ მას შევხვდებოდი მართლაც “სხვანაირად” ვგრძნობდი თავს.მიჩვეული და შეგუებული ვიყავი მარტოობას… მაგრამ ახლა თითქოს ისევ ისეთი ვარ,როგორიც ადრე… და მე ვუსვამ ჩემ თავს კითხვას :

– რატომ მოხდა ისე,რომ არაფერი მაინტერესებდა აქამდე??

– უკაცრავად,იცით თვალს გადევნებდით მას შემდეგ რაც მარტო დარჩით და მგონი თქვენ ბავშვობა გჭირთ…

 

გადის რამოდენიმე დღე…ის აღარ გამოჩენილა და მე დავრჩი მხოლოდ ფოტოების ამარა…

თოვს.

ძლიერი ყინვა მაშინვე აწებებს თოვლის ჩამოცვენილ ფანტელებს ერთმანეთს… ჩემთვის უაზროდ მივაბოტებ ქუჩაში.ქურთუკი გახსნილი მაქვს,თმა–აწეწილი,მაგრამ (ისევ) არ(ა–ფერი) მაინტერესებს…

…და ყინვის მიუხედავად მაინც… SUNSHINE

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

6 thoughts on “უკაცრავად,თქვენ ბავშვობა გჭირთ ანუ sweet childhood

  1. მარი ! ამბობს:

    ოხ,ეს მოგონებები!
    სულ ჩვენთან არიან!
    გვტანჯავენ . ცრემლს გვადენენ . გვგრუზავენ 😐
    ნეტავ მოგონებების წაშლა შეიძლებოდეს !

  2. ჭიკARTი ამბობს:

    მგონი თქვენ ბავშვობა გჭირთ… კარგია… :))მიყავრს ასეთი ადამინები… :))

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    როგორც ყოველთვის,პეპლუკური,თბილი,სევდიანი და ბევრ რამეზე დამაფიქრებელი პოსტია ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s