სამოთხის პაწაწინა ნაგლეჯი

ცივა…

საბნიდან ფეხები აქვს გამოყოფილი,არა და ცივა… იშმუშნება სასიამოვნოდ… ცალ თვალს ახელს და მიყურებს… მიყვარს ასე,რომ იქცევა

–რატომ არ გძინავს? მეკითხება

– მე მხოლოდ მეღიმება…

–მიყვარს ასე,რომ მიღიმი

–ვიცი…

–მოდი ჩამეხუტე და დაიძინე რა : ) მე კოშმარებს დაგიფრთხობ 🙂

–ოჰ სულ ხუმრობის ხასიათზე როგორ უნდა იყო…  ჩავეხუტე და მართლაც მალევე ჩამეძინა.არ ვიცი განწყობის ბრალი იყო თუ მას მართლა შეუძლია კოშმარების დაფრთხობა,მაგრამ ძალიან ღრმად და ტკბილად მეძინა,საშინელი სიზმრების გარეშე…

მაღვიძარას გაბმული ხმა მაღვიძებს. ის ცდილობს მალე გააჩუმოს,მაგრამ არ გამოსდის და მეუბნება

–ფუ ამის… როგორ დავაჩაგვრინე შენი თავი 🙂

მიყვარს ასე,რომ ხუმრობს… ვცდილობ არ შევიმჩნიო უგუნებობა.ვიცი არ უყვარს ასეთს,რომ მხედავს… ორივეს გვეზარება თბილი საწოლის დატოვება,არა და გვშია… მუსიკას რთავს… i will always love you… უცებ წამოხტა პულტს ხელი დაავლო და პირის მოძრაობით აჰყვა მელოდიას… ისეთი სასაცილო იყო თავს ვეღარ ვიკავებდი და ბოლო ხმაზე ვიცინოდი(თუ ამას სიცილი ერქვა:დ)

–რა ცანცარა ხარ რა

–რა თქმა უნდა… 🙂 მპასუხობს მომღიმარი სახით

სამზარეულოში გავედი… დღეს არსად მივდივართ და აჩაჩულ–დაჩაჩული პიჟამათი ვაპირებ მთელი დღის გატარებას… ჩუმად მომეპარა  და ჩამეხუტა… გამაჟრიალა :შ თმაზე მკოცნის… ვიცი უყვარს ჩემი თმა… მხოლოდ მისი შეხება არ მაღიზიანებს(სხვა შემთხვევაში შეიძლება გავაფრინო ვინმემ თმაზე ხელი რომ მომკიდოს:დ)

–რას აკეთებ??? აუუ რა მაგარიააა,მე რომ მიყვაარს… აუ თან ყავაც რა ქ–თხოოოოვ 🙂 და ისე საწყალი თვალებით მიყურებს> ძნელია არ შეუსრულო თხოვნა 🙂

 ფილმებში იჩხრიკება,როგორც იქნა პოულობს სასურველ ფილმს და მეძახის… მეც დაუყოვნებლივ მივდივარ,ტელევიზორის წინ ვკალათდებით სრული აღჭურვილობით და ფილმს გაფაციცებით,თვალებგაფართოებულები ვუყურებთ… ბოლოს რა თქმა უნდა მე მეძინება… ვგრძნობ როგორ მხვევს თავის ძლიერ ხელებს და საძინებელში მივყავარ…  არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,მაგრამ რომ გავიღვიძე ის ისევ ჩემ საწოლთან იჯდა და მიღიმოდა…

არ ვიცი,როგორ ვუთხრა,რომ მე აღარაფერი მეშველება…ვიცი ვერ გადაიტანს… თანაც უმისობა არ მინდა,ახლა ყველაზე მეტად მინდა,რომ არ ვუყვარდე… ისე რა უცნაურია,ვნატრობ,რომ საყვარელ ადამიანს არ ვუყვარდე… ჰო,ასე უფრო აღარ ეტკინება.მე კი სულაც არ მინდა ეტკინოს… ბედნიერი ვარ.არაფერს ვნანობ,მერე რა რომ მალე დასრულდება?მთავარია,რომ იყო… ახლა ამას  ჩუმად ვწერ(სახლში არ არის)… მინდა მერე წაიკითხოს როცა ამის დრო მოვა და გაიგოს თუ როგორ მიყვარდა… დარწმუნებული ვარ ახლაც იცის,მაგრამ მაინც…მისი ერთი ჩახუტება და ღიმილი მაბედნიერებს… სუსტად ვგრძნობ თავს. ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი ვარ… ყველაფრის მიუხედავად არ მაქვს ტრაგიკული “როლი” ცხოვრებაში… ყველაფრის მიუხედავად მეღიმება… ყველაფრის მიუხედავად მჯერა ბედნიერების არსებობის და მე ის აღმოვაჩინე…

ჩემ ნაჩუქარ მედალიონს დღემდე ატარებს თურმე…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

25 thoughts on “სამოთხის პაწაწინა ნაგლეჯი

  1. S.ff ♥ ამბობს:

    რა კარგი იყო ^_^

  2. siyvarulovna ამბობს:

    მოეშვი ამ სიკვდილებს :შ

    • Butterfly ამბობს:

      ვცდილობ,მაგრამ არ გამომდის :შ თავიდან ჰეფი ენდი იყო გეგმაში,მაგრამ როგორც ყოველთვის სიკვდილმა აჯობა :დ:დ

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    ეს ყველაფერი ბოლოს მიღებს.. 😐

  4. Teaa ამბობს:

    ისეთი რამ გამახსენა რო დავიგრუზე 😦 შენ მოთხრობაში გიწერია და ჩემთან რეალურად მოხდა ამგვარი რამ. 😦

  5. catherinemolko ამბობს:

    ბოლო ფრაზა საშინლად ზედმეტია.
    ისე მთლიანობაში გადაპრანჭული უღიმღამო და ბანალურია, მაგრამ წაკითხვად ღირს 🙂

  6. teennewson ამბობს:

    ჰეპი ენდის კურსებზე არ გივლია გეტყობა ბავშვობაში…. :დ ისე პოსტი მომეწონა.. :*

  7. მარი ! ამბობს:

    აუუუ! რა გჭირს ? რა სულ სიკვდილზე წერ ? 😐
    ისე კარგად დაიწყებ ხოლმე და ბოლოს ❤
    მეტირება ხოლმე შენს პოსტებზე !
    მაგრამ ,კარგი იყო ,მაინც 😉

  8. chemi ამბობს:

    auu kargi iyo dzaan

  9. S.ff ♥ ამბობს:

    წყნარ მუსიკას ვუსმენდი თან ამ პოსტს ვკითხულობდი აუფ რა კარგი იყო : **

  10. kisoki ამბობს:

    :/ დავიგრუზესპონტში..
    მეზობელი გარდამეცვალა, ერთ კვირაში ცოლი უნდა მოეყვანა და ის გამახსენდა :/ 😦

    • Butterfly ამბობს:

      ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება ჩვენს ირგვლივ,მაგრამ შენ არ უნდა დაიგრუზოო 🙂 ყველაფერი წინ გაქვს კაცო რა გგრუზავს :))))

      • kisoki ამბობს:

        რავი, ზოგადად სიკვდილი მგრუზავს, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ იქნება, რომ კვდებიან იქ ისეთი კარგია რომ ჩვენ დაგვცინიან მკვდრები თქო 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s