გაიღე სისხლი,გაუზიარე სიცოცხლე

“თვითების” და მათი განხორციელებული პროექტების ნაკლებად მწამს,მაგრამ დღევანდელი აქცია სულ სხვა იყო 🙂 გუშინ შეტყობინება მომივიდა თსსუ-ს თვითმმართველობისგან,რომ 14 მარტს ჩვენი უნივერსიტეტის მესამე კორპუსში გაიმართებოდა საქველმოქმედო აქცია “გაიღე სისხლი,გადაარჩინე სიცოცხლე” , დამაინტერესა და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო… ბევრი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანის აზრი მოვისმინე,რომ ჰიგიენა არ იქნებოდა დაცული,უკუჩვენებები ექნებოდა სისხლის გაღებას და ა.შ. მაგრამ მე უკვე ჯიუტად მქონდა გადაწყვეტილი და გადაფიქრებას არც ვაპირებდი… დამღლელი ჰისტოლოგიის ლექციის შემდეგ მივედი და სულ სხვა სიტუაცია დამხვდა… ორგანიზატორები თბილად და ყურადღებით ექცეოდნენ იქ მისულ თითოეულ  ადამიანს… თავიდან ანკეტა შეავსეს და გამომკითხეს თუ ვიყავი ცუდად ამ მომენტში,რამე გენეტიკური დაავადების მატარებელი ხომ არ ვიყავი,კბილი თუ მქონდა ამოღებული ბოლო პერიოდში და ა.შ. დილით რადგან ნასაუზმები არ ვიყავი “ძალით” მაჭამეს გემრიელობები 🙂 შემდეგ ვენა მომისინჯეს და აღმოჩნდა,რომ ადვილად მისადგომი და “კარგი” ვენა მქონია :დ:დ არანაირი პრობლემა აღარ იყო.დავწექი და დაველოდე ექთანს(უნდა აღინიშნოს,რომ ფრიად სასიამოვნო ადამიანი იყო:) ) მეგონა მტკივნეული იქნებოდა,თქვენ წარმოიდგინეთ და არასდროს გამიკეთებია ინტრავენული გზით რამე მედიკამენტი…მაგრამ შევცდი… ოდნავ ვიგრძენი ჩხვლეტა,ეს იყო და ეს 🙂 არც  მაშინ მიგრძვნია სისუსტე,როცა ჩემი სისხლი ორგანიზმს ტოვებდა დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში :დ მითხრეს,რომ ცოტახანს მშვიდად ვყოფილიყავი თუმცა რა თქმა უნდა არ დავუჯერე და უცებ წამოვფრინდი ფეხზე,ამის მიუხედავად მაინც არაფერი მიგრძვნია განსაკუთრებული 🙂

იქვე დაფა იყო გაკეთებული სადაც ხელმოწერები უნდა დაგვეტოვებინა(მე რა თქმა უნდა დამავიწყდა:დ)… მომწონს ასეთი აქციები და აუცილებლად მივირებ კიდევ მონაწილეობას,სამწუხაროა მომდევნო 6 თვე რომ არ შემიძლია,მაგრამ როცა ეს დრო გავა აუცილებლად ჩავაბარებ ისევ^.^

:აქუნდაიყოსმოწოდებადაამბავითქვენიმისამართით: :დ

პ.ს ამის შემდეგ იმდენი პროტონები დამიგროვდა,რომ აუცილებლად უნდა გამეზიარებინა :):დადებითადდამუხტული:

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

8 thoughts on “გაიღე სისხლი,გაუზიარე სიცოცხლე

  1. Marriam = ))))) ამბობს:

    mec mindoda sicocxlis gaziareba mara gamomagdes patara xar gamxdari da mtlianad tu chagibarebt tore sisxli aras gvargebs shenio :D:D:D:D:D:D:D:d:D:D:d::D:D:D (mtlianad tu chagibarebt tatuvaaaaan sheni sityvebi) :D:D:D:D

  2. goreli ამბობს:

    6 tve ki ara 8 kvira ar sheidzleba :):):):) me meoret undq chavabaro, aprilshi miwevs 2 tvee :):):):) ise kai gogo xar :* (xo gogo xar?:D:D:D )

  3. კახი ამბობს:

    სამწუხაროდ მე ვეღარ გავუწევ ამგვარ დახმარებას სხვებს მკლავზე დიიდი ტატუს გამო

    • Butterfly ამბობს:

      სამწუხაროა :/ მაგრამ ეგ არაფერი :))))) სხვა აქციებში მიიღე მონაწილეობა :))) ^.^ შენს მაგივრადაც ჩავაბარებ ხოლმე და ეგაა :დ

  4. მარი ! ამბობს:

    მომწონს ესეთი აქციები ,მაგრამ მე არასოდეს არ მიმიღია მონაწილეობა ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s