როცა აღარაფერი მაქვს სათქმელი

როცა აღარაფერი მაქვს სათქმელი…   დავწერე ბოლო ბანალური სიტყვები და მივაგდე საწოლზე.

–მზადაა შედევრი? ღიმილით შემოვიდა ოთახში

–ოჰ შედევრი 🙂 კი დავამთავრე

–არ წამაკითხებ?

–ხომ იცი ისევ სიკვდილზეა… (არასდროს მოსწონდა როცა სიკვდილზე ვწერდი)

–ჰეფი ენდის კურსებზე არ გივლია შენ რა 🙂 ეს თქვა და ისე გადაიხარხარა მეც ამიყოლია… მიუხედავად იმისა,რომ სულ არ მეცინებოდა…

როგორ მიყვარს როცა იცინის…  როგორ მიყვარს მისი დიდი და უძიროდ ლურჯი თვალები.რა ბანალურია,მაგრამ მართლა ლურჯი უძირო თვალები აქვს…მისი კანის და თმის სურნელი ღრმად მინდა შევისუნთქო  და  აღარასდროს  ამოვისუნთქო,მინდა მისი თმების ოკეანეში მუდამ შემეძლოს ხელების შეცურება… რუჯი არ უხდება,ლურჯს არ უხდება შავი,”გაშანტლული” სხეული… მირჩევნია ისევ ისეთი თეთრი, “ფითქინა” იყოს.ვგიჟდები მის ცხვირზე და გამოყვანილ ყვრიმალებზე,მის ხმელ,მაღალ სხეულზე და საერთოდ ვგიჯდები მასზე… უბრალოდ ეს არასდროს მითქვამს …

ალბათ ამიტომ მიყვარს ზამთარი. ოღნდ  დიდი,ქათქათა თოვლიანი… მას ჰგავს. ცივია,მაგრამ ყველასთან არა,მთავარია შეიყვარო… მშვიდი და თითქოს ერთფეროვანიც,თუმცა არის მასში რაღაც რისი დანახვაც შეუძლებელია,უბრალოდ გუმანით ხვდები,რომ რაღაც არსებობს კიდევ … ცხვირზე ისე მკოცნის თითქოს პაწაწინა ფანტელი დამადნა…

ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე რომ მთელი საათია გაუნძრევლად ზის და მიყურებს… როგორ მიყვარს ასე,რომ იქცევა.თვალებს არც კი ახამხამებს… მეც არ ვაყოვნებ და უცებ ზურგზე “ვახტები” ალქაჯივით 🙂 და დავრბივართ ასე ოთახიდან ოთახში,სანამ ხმაური(სგან)თ შეწუხებული ჩვენს ქვემოთ მცხოვრები მოხუცი კაცი არ გვიკაკუნებს კარებზე 🙂 მერე კი ძალიან არ გვინდა,მაგრამ სიცილით ვკვდებით მის თვალწინ “თავხედურად”. მოხუცსაც ეღმება და აღარაფერს გვეუბნება :)…

            ვხვდები,რომ მართლაც აღარაფერი მაქვს სათქმელი… ახლა ისევ მარტო ! ზარის ხმაზე გიჟივით,რომ წამოვხტები და კარს ვეცემი,თუმცა…  და მე ისევ არ მბეზრდება,ველოდები….ისევ მენატრება მისი თმების ოკეანე ასე ძალიან,რომ მიყვარდა ხელის შეცურება.

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

19 thoughts on “როცა აღარაფერი მაქვს სათქმელი

  1. kisoki ამბობს:

    ვაიმე, თამთი, რა მაგარი ვიღაცა ხარ შენ არ იცი! ❤

  2. M.K. ამბობს:

    ცაკუალელი ❤

  3. Giorgi Dograshvili ამბობს:

    მაგარიააა!!!… :*:*:* :))))

  4. მარი ! ამბობს:

    TamTa 🙂
    kargi xar ra …miyvars aq shemosvla ,sul sachemo postebi gaqvs :)))
    Shemomiare ,vecdebi mec kargi garemo dagaxvedro )

  5. S.ff ♥ ამბობს:

    აი სასიამოვნო იყო

  6. siyvarulovna ამბობს:

    სიყვარულმა შენ კი არა გადარია ტარიელიო თუ როგორაა ეგ?

  7. WiLLFuLl ^^ ამბობს:

    თუ ეს ყველაფერი მისთვის არ გითქვამს , ესეიგი სათქმელი ბევრი გაქვს :პ

  8. ❥ Natsy ამბობს:

    ძალიან მაგარია.
    სათქნმელი არ მაქვს არაფერი, მართლა.
    უკომენტაროდ ვტოვებ <333

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s