“ნიჭი–ერი”

  შეიძლება ვინმემ მიმბაძველობად,წამხედურობად და ათას სისულელედ ჩამითვალოს ეს პოსტი (ახლა ხომ მოდაშია,ყველაფრის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარება,მაგრამ ეს ვგონებ სულ სხვა შემთხვევაა) , მაგრამ იცით მეგობრებო პირდაპირ გეტყვით : ფაქ იეაჰ,სულ ცალ წიხლზე მკიდია… ფიქრობთ არაეთიკურად დავიწყე? მეც ასე ვფიქრობ.თუმცა ეჭვი მაქვს ადამიანებო (რომელთაც თავი საზოგადოებად მოგაქვთ) ეთიკასთან,მორალთან და ღირებულებებთან საერთო არაფერი გაქვთ.

   რამოდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველო მოიცვა იმ “სასიხარულო” ფაქტმა, რასაც “ნიჭიერის” ტელე ეკრანზე დაბრუნება ჰქვია.აღტკინებული და აჟიტირებული ბრბო მიაწყდა რუსთაველის თეატრს, არა ნიჭიერების (როგორც წესით უნდა იყოს) არამედ შემაძრწუნებლად “სასაცილო” ნომრების სანახავად.კონკურსანტების რაოდენობა,რომელთაც ამასხარავებენ და ქვეყნის სასაცილოს ხდიან (თითქოს და ეს მათ ახარებდეთ)მხოლოდ იმიტომ , რომ შოუ მეტად მომგებიანი და ყურებადი გახდეს,ყოველ წელს მატულობს.და იცით რა კითხვა მიჩნდება? რატომ მოსწონს ხალხს უფრო “ფაინა”, “უკეთესი უკეთესი”? , რატომ არ უჩნდება მაყურებელთა 99 პროცენტს პროტესტის გრძნობა ამ მარაზმის და გულის ამრევი სიტუაციის მიმართ?პასუხი ერთია,ხალხი ბრბოა,რომელთაც სხვისი დაცინვა სანახაობა ჰგონიათ და ამის კეთება სიამოვნებას ანიჭებთ… არა და, რომ იცოდნენ მართლაც რა გულის ამრევები არიან თვითონ ამ დროს, საერთოდ აღარ გაეცინებოდათ.სულაც არაა სასიამოვნო სანახავი და მოსასმენი,როგორ დგას ასე 50–55 წლის საკმაოდ ზორბა ტანის ქალბატონი ფეხზე და  არაამქვეყნიურ ბგერებს უშვებს ბაგედან კონკურსანტის მისამართით…

 რაც შეეხება ჟიურის, ის შედგება სამი საკმაოდ მოზრდილი გოჭისგან,დავამატებდი –  არაკორექტული და თავხედი გოჭისგან, რომელთა ვითომდა უმაღლეს დონეზე განვითარებული იუმორის გრძნობა უკვე კისერშია ბატონებო ამოსული.

და ბოლოს ეს ეხება არა მარტო “ნიჭიერს”, არამედ, სხვა “ზეწარმატებულ” გადმოქართულებულ პროექტებს,რომელტა მიზანი ფულის კეტების მეტი არაფერია.

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

12 thoughts on ““ნიჭი–ერი”

  1. Blog Hogwarts ამბობს:

    როგორიც არის ცეკვავენ არსვლავები : )

  2. dekemberiusi ამბობს:

    +ბევრი :))) ^_^

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    უშენგენაცვალე !!!

  4. tami ამბობს:

    ამაზრზენია, მაგრამ ბრბოს მოსწონს, ოი, მრცხვენია, ეს რა ქვეყანაში და ხალხში ვცხოვრობთ….

  5. sheityve ამბობს:

    მაგარი პოსტია, მაგრამ უფრო მაგარი ის იქნებოდა ამ პოსტს ჩვენს გარდა, ის ბრბოც იზიარებდეს და ის სამი გოჭიც :))

    • Butterfly ამბობს:

      სამწუხაროდ ნიჭიერის ფეიჯიდან მაშინვე გააქრეს ლინკი როდესაც დავუპოსტე :დ ეჭვი მაქვს ადმინი მაინც წაიკითხავდა :დ

  6. მარი ! ამბობს:

    კარგია! 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s