ღვიძილი

   ის რაც ყოველთვის მაკლია.არა და არასდროსაა ზედმეტი 🙂 ახლაც იმის მაგივრად,რომ მეძინოს თბილ(თუ გრილ?!)  ფუმფულა საწოლში, ლეპტოპს ვაკვდები,თვალები ამოღამებული მაქვს,ვგრძნობ საერთო სისუსტეს,თავი მასკდება და ამის მიუხედავად მაინც არ ვიძინებ… არა ხანდახან მეძინება ხოლმე (თქვენ წარმოიდგინეთ და მართლაც ასეა :დ) თუმცა ვცდილობ არ დავიძინო.იცით რატომ???არ მინდა 40 წლის ასაკში ერთ დღესაც აღმოვაჩინო, რომ ნახევარი ცხოვრება მეძინა(თუ მეტი არა).

  არ ვიცი რატომ მაქვს ასეთი უაზრო და უცნაური აკვიატება,მაგრამ ასე მგონია რამდენ წუთსაც მძინავს იმდენ საინტერესო რამეს ვტოვებ ცხოვრებაში… ბევრჯერ ახალ ჩაძინებულს გიჟივით გამღვიძებია და რაიმე საინტერესო წიგნის კითხვა დამიწყია 🙂 ბევრჯერ ინტერნეტ სიახლეებში დამიწყია ქექვა რამე ახალი არ გამომეპაროსმეთქი 🙂 მაგრამ ყველაზე კარგი ალბათ გარეთ, ქუჩაში ხეტიალია, იმის გაცნობიერება,რომ ნახევარ სამყაროს მაინც სძინავს და ეს საოცარ სიამოვნებას მანიჭებს.მარტო ვრჩები საკუთარ თავთან (მერე რა რომ მეორე ნახევარი ფხიზლადაა :დ), თავისუფლად შემიძლია სუნთქვა, აზროვნება… საოცარი სიამოვნებაა ფხიზლად იყო მაშინ, როდესაც სხვას სძინავს და კარგავს უმშვენიერეს წუთებს ცხოვრებისას, სიმშვიდეს…

 ასე თუ გავაგრძელე ალბათ საბოლოოდ გადავეჩვევი ძილს და მალე გადავიწვები…თუმცა არასდროს ვინანებ არცერთ თეთრად გათენებულ ღამეს (ოო დიოს მიო :დ). თუნდაც უაზრო აკვიატება იყოს, მაინც სიფხიზლე მირჩევნია(მეტს ვნახავ ცხოვრებაში:დ). 

ხო და მეგობრებო ვუთხრათ უარი ძილს 🙂

12 thoughts on “ღვიძილი

  1. გოდო says:

    წადი დაეგდე, ლიტერატურა წაიკითხე შე საცოდავო, წამომჯდარა ამ ფეისბუქზე და მანჭავს სახეს

  2. siyvarulovna says:

    ძილი ძალიან მიყვარს ❤

  3. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული დღე-ღამეში 4 საათზე მეტი არ მძინავს,მაგრამ საერთოდ არ განვიცდი დისკომფორტს ამის გამო.. დროის გამოყენება ძილისთვის ჩემთვისაც დროის ფუჭი ფლანგვაა

  4. როგორ მიყვარს ძილი!
    სულ მაკლია!
    სულ მეძინება!
    დამთავრდება სკოლა და ვერ გამაღვიძებს ვერავინ! 🙂

  5. ვგიჟდები შენზე 🙂 რაც არ უნდა ბევრ საინტერესო რამეს ვტოვებდე ცხოვრებაში ძილზე მაინც ვგიჟდები..როცა მეძინება რომ არ დავიძინო სადმე ჩამომეძინება ალბათ 🙂 ზე დალაგებული წინადადება :დ

Leave a Reply to მარი ! Cancel reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s