გამოBETებული თაობა

– დე ოცი ლარი მომე რა
– რაში გჭირდება?
– ძმაკაცის დაბადების დღეა და ბიჭები ვაგროვებთ
– კარგი, მოგცემ !

* * *

– რა ქენი ბიჭო,ითრიე??

– კი ძმაა, 20 მაქვს შენთან მოვალ და ჩავუსხდეთ.შენც ხო გაქვს???

– კი მაქვს.დროზე ამოდი რა…

* * *

    ოცდამეერთე საუკუნეს ნამდვილად ვერ დავაბრალებ, მაგრამ ამ ტექნოლოგიებმა მგონი სულ დაგვღუპეს 🙂 მოკლედ, რაშია საქმე.ასე თუ ისე აზარტული ადამიანი ადრეც ახერხებდა თამაშს და დღეს მით უმეტეს (ერთი სიტყვაა? :დ) გზა ხსნილია არააზარტულთათვისაც(თავიდან ასე ჰგონიათ ხოლმე :დ). არ ვიცი, შეიძლება ეს ბევრს საერთოდ არ აინტერესებს ან არანაირ პრობლემას ხედავს ამაში, მაგრამ მე სხვაგვარად აღვიქვამ. ტოტალიზატორებმა,კაზინოებმა და ა.შ. არც აციეს არც აცხელეს და ინტერნეტ სივრცის დაპყრობა გადაწყვიტეს,რაც ძალიან კარგად გამოუვიდათ. ადრე თუ მხოლოდ “სპეციალურ დაწესებულებებში” იყო შესაძლებელი თამაში ახლა სულაც არაა საჭირო სრულწლოვანი იყო და ამ დაწესებულებას ესტუმრო.ყველაფერი სახლიდან გაუსვლელად ხდება.ადრეც ხდებოდა და ხდება კანონის დარღვევა(როგორც ვიცი თვრამეტ წლამდე მოზარდისთვის სასტიკად აკრძალულია ეს ყველაფერი), მაგრამ ინტერნეტ სივრცერში ეს პრობლემა კიდევ უფრო გამძაფრდა და ჩემი აზრით უკონტროლოც გახდა. მართალია რეგისტრაციისათვის პირადობის მოწმობაა საჭირო,თანაც სრულწლოვანი უნდა იყო, მაგრამ ესეც აღარ წარმოადგენს დაბრკოლებას, შეგვიძლია დედის,მამის და სხვათა პირადობის მოწმობის გამოყენება,ვისაზეც ხელი მიგვიწვდება.ამის გაკონტროლება რა თქმა უნდა თითქმის შეუძლებელია ადმინისტრაციის მიერ, თუმცა არც აწყობთ.

  ბევრი იფიქრებს,რა პრობლემაა ჩემ ფულს სადაც მინდა იქ დავხარჯავო,მაგრამ საუბარი მაქვს არასრულწლოვან მომხმარებელზე,რომელთა 99% მშობელთა კმაყოფაზეა და ესეც,რომ არ იყოს მგონი არც ისე კარგია მოზარდის ფსიქიკისთვის და არამარტო აკვნიდანვე პოკერის,რულეტკის და მისთანანის თამაში(ფულზე თამაში მაქვს მხედველობაში).თავიდან თითქმის ყველა ერთნაირად იწყებს.ლარი,ორი ლარი… მაგრამ საქმე საქმეზე,რომ მიდგება მნიშვნელოვან თანხას აგებენ და ამის გამო შეიძლება დიდ შარშიც ეხვევიან…სიმართლე გითხრათ მეც გამიკეთებია რამოდენიმეჯერ ბილეთი და ვერ ვხვდები რა “მუღამი” შეიძლება “დაუჭირო” ამ ყველაფერს(ალბათ არ ვარ აზარტული).

  როდესაც მეგობარს ვკითხე თუ რა დამოკიდებულება აქვს აზრტული თამაშების მიმართ, მიპასუხა, რომ სულაც არ უნდა თამაში,უბრალოდ “ლომკა” აქვს და მოკვდება ყოველდღე რამოდენიმე საათი მაინც, რომ არ ითამაშოს,თან დააყოლა ახლაც ვთამაშობო (საუბრის დროს) და ხელს ნუ მიშლი თორე სულ წავაგეო :/

  არ ვიცი შეიძლება ვერ ჩამოვაყალიბე კარგად ჩემი სათქმელი,მაგრამ ერთი უდავოა სულაც არაა სასიამოვნო საყურებელი 13-14 წლის ბავშვები როგორ თამაშობენ,აგებენ და შემდეგ ისევ თამაშობენ, რომ ისევ წააგონ

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

15 thoughts on “გამოBETებული თაობა

  1. WiLLFuLl ^^ ამბობს:

    სრულიად გეთანხმები.. ინტერნეტით მაინც არ უდნა იყოს შესაძლეებელი..ის ვინც კაზინოებში არ დადის ეხლა სახლში თამაშობს პოკერს >.< ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ -პოკერს ვთამაშობ,მერე მოგწერ.
    ;დდ საშინელებაა ;დ
    პოსტი მოემწონა ❤ შენი სათქმელიც კარგად გაქვს ჩამოყალიბებული :პ

  2. kavteli ამბობს:

    არასრულწლოვანთა ჩართულობა ამ საქმეში კანონით აკრძალულია (ან უნდა იყოს), მაგრამ სადაა სამართალი 😀 ისე, მეც ვუჭერ რა მუღამი აქვს ამ ყველაფერს. პოკერს კი არა, 5 წლიდან ფეხბურთს აქტიურად ვადევნებ თვალს და ტოტალიზატორში სულ ერთი ლარი მაქვს დადებული ამ ყურების 15 წლიანი სტაჟიდან. საშინელებაა, როცა ფეხბურთს ციფრებად აღქივამ -1-ანი დაჯდა, ”კი” წამოვიდა და ა. შ. რა უბედურებაა
    პ.ს. კარგი პოსტია და მით უმეტეს ცალ-ცალკე იწერება 😀

  3. karamelka ამბობს:

    ესაა ფულის შოვნის იოლი ხერხი. რაღაც მომენტში ვერ გაამტყუნებ მოზარდბს, მათ უნდათ ჯიბის ფული და უნდა ბევრი თან:დ მაგრამ იმას ვერ ხვდებიან რომ 10 ლარს ტუ იგებ ლარში იმის სამაგიეროდ 100 ლარი უკვე წაგებული გაქვს და იმენა ასეთი დაწესებულება უნდა გააკეთო კაი დიდი ფული რომ იშოვო :დ კიდე პრობლემა ისაა რომ ძალიან ბევრი უმუშევარი და უსამური ადამიანია საქართველოში და კიდევ ერტხელ გავიმეორებ იოლი ფული უნდათ 🙂

  4. Marriam = ))))) ამბობს:

    რაც მე აჭარა ბეთ-ზე ფული მაქვს ჩარიცხული :დ:დ:დ ჯეკპოტი მეკუთვნის ან ძეგლი აჭარას წინ :დ მიუხედავად იმისა,რომ ერთხელაც არ მიითამაშნია მსგავსი რამ :დ

  5. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    Holly Crap !!
    მშვენიალური პოსტია 🙂 მიხარია ცოტა რომ ამოძრავდიი წერაში.

    • Butterfly ამბობს:

      ხო მოვიცალესავით :)მიხარია ისევ, რომ მკითხულობ

      • ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

        რა თქმა უნდა,როგორც კი ახალ პოსტს დადებ ეგრევე შენთან ვარ ხოლმე.ზოგჯერ მალევე,ზოგჯერ ცოტა გვიან,მაგრამ ხომ ვარ :* ❤

  6. მარი ! ამბობს:

    ნწ ნწ ნწ 🙂
    რა თაობა მოდის 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s