პირველად იყო… და იქმნა ?!

       მსოფლმხედველობა არის იდეათა და შეხედულებათა სისტემა სამყაროზე,მასში ადამიანის ადგილსა და  ურთიერთდამოკიდებულებაზე.სწორედ ეს კითხვაა ასე,რომ სტანჯავს და აწუხებს კაცობრიობას.

     ფილოსოფია არის მეცნიერება სამყაროს შესახებ,იგი არის მსოფლმხედველობა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ თითქოს მარტო ფილოსოფია იყოს მსოფლმხედველობა.ყოველი ფილოსოფია მსოფლმხედველობაა,მაგრამ არა ყოველი მსოფლმხედველობა არის ფილოსოფია(გარდა ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა).

მსოფლმხედველობის კერძო საახები არსებობს :ფილოსოფიური, მითოლოგიური და რელიგიური. მითოლოგიური და რელიგიური ფილოსოფიური მსოფლმხედველობისგან იმით განსხვავდებიან, რომ არ წარმოადგენენ იდეათა და მშეხედულებათა მწყობრ მეცნიერულ სისტემას. ყოველი მათგანი სამყაროს შექმნას სხვადასხვაგვარად განიხილავს.

მითოლოგიური : თავდაპირველად იყო წყალი და წყვდიადი(ქაოსი), მიწა და ცა.  ადამიანი ღმერთის მიერ არის შექმნილი და მისი ბედი კი  წინასწარაა განსაზღვრული(ბედის ფატალური გარდაუვალობა).მისი წარმოდგენა არ სცილდება მითის(ზღაპრის) დონეს.

რელიგიური : ამ მსოფლმხედველობის თავისებურება ისაა, რომ იგი რელიგიურ წარმოდგენას გვიქმნის სამყაროზე.აქ ჩვენ „წარმოდგენას“ იმიტომ ვუსვამთ ხაზს, რომ რელიგიური მსოფლმხედველობა ეყრდნობა რწმენას და არა ცოდნას, „მწამს,რადგან აბსურდია“ , – ამბობდა პირველი საუკუნის თეოლოგი ტერტულიანე,რითაც იგი ხაზს უსვამდა იმას, რომ რელიგიის სფერო რწმენის სფეროა.

ფილოსოფიური : ის არის იდეათა და შეხედულებათა მწყობრი  სისტემა სამყაროზე.იგი ეფუძნება მეცნიერულ ცოდნას,ამიტომ მთავარი განსხვავება რელიგიურსა და ფილოსოფიურს შორის იგივეა, რაც რელიგიურ რწმენასა და მეცნიერულ ცოდნას შორის. ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ორი სახისაა : იდეალისტური და მატერიალისტური. იდეალისტური თითქმის ყველა საკითხში ეთანხმება რელიგიას, პირველ რიგში კი სამყაროს წარმოშობის საკითხში.მატერიალისტურის მიხედვით სამყარო არავის მიერაა შექმნილი.იგი მარადიულად არსებულია.ამ მსოფლმხედველობის მიხედვით დასაბამიდან არსებობდა  მატერია და მისი მოძრაობა.შესაბამისად, კითხვა : ვინ შექმნა სამყარო? სრულიად უადგილო და ზედმეტია.ამას არ ეთანხმება იდეალისტური და მით უმეტეს რელიგიური მსოფლმხედველობა,რომლის პოზიცია სამყაროს წარმოშობის შესახებ კარგად მოგვეხსენება ყველას.

  ათეისტს შეუძლია დასვას კითხვა : კი,მაგრამ თვითონ ღმერთს  ვინ ქმნის ? მატერიალისტები სამყაროს ღმერთის მიერ შექმნის წინააღმდეგ გამოდიან,ღმერთისაგან სამყაროს შექმნას იმიტომ არ ეთანხმებიან, რომ უჭირთ იმის დაჯერება რასაც თვალით ვერ ხედავენ,თუნდაც სამყაროს შექმნას.მათი მსჯელობა დაახლოებით ასეთია : მე არ მინახავს,როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო,როგორ აქცია წყალი ღვინოდ და ა.შ.  ეს ემპირიკოსისათვის სერიოზული არგუმენტია,სინამდვილეში კი ძალზე უსუსური არ, რადგან ჩვენ რომ მხოლოდ იმის ამარა ვიყოთ, რასაც თალით ვხედავთ, არავითარი მეცნიერული ცოდნა გვექნებოდა.

განსხვავებული პოზიცია აქვთ იდეალისტურ და მატერიალისტურ მსოფლმხედველობებს ადამიანის სიკვდილთან დაკავშირებითაც.მატერიალისტისთვის ადამიანი მოკვდავი, წარმავალი არსებაა.არ სცნობს სულს და მის უკვდავებას.იდეალისტისთვის სული უკვდავია.იგი ადამიანის ფიზიკური სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს არსებობას.

რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ სამყაროს წარმოშობის ,სიკვდილის თუ სიცოცხლის შესახებ ეს კითხვები კიდევ მრავალი წლის მანძილზე იქნება პასუხგაუცემელი.მიუხედავად მისი  ბანალურობისა.

 

 

წყარო : რევაზ ბალანჩივაძე – ფილოსოფია როგორც მსოფლმხედველობა

 

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

7 thoughts on “პირველად იყო… და იქმნა ?!

  1. kisoki ამბობს:

    სერიოზუუულ კი არა, “იმენა” სერიოზუუუუუულ! :დ თამთი შენ მე მაქვრეიზებ! :დ

  2. luke ამბობს:

    საინტერესოა..
    “[მატერიალისტური] მსოფლმხედველობის მიხედვით დასაბამიდან არსებობდა მატერია და მისი მოძრაობა. ” — უკვე აღარ არის ეგრე, შეიძლება არც არსებობდა, დამტკიცებულია, რომ არაფერს აქვს ენერგია, არასტაბილურია და შეუძლია შექმნას მატერია და მთელი სამყაროც (აი საინტერესო საუბრები ამ თემაზე http://youtu.be/YUe0_4rdj0U ).
    ასე რომ, ნელ ნელა იდეალისტური შეხედულებები უფრო ძნელად დასაჯერებელი ხდება.. მაგრამ მე პირადად მაინც ვერ დავიჯერებ რომ სამყარო სრულად მატერიალისტურია – მაშინ, გამოდის, რომ თავისუფალი ნება არ არსებობს, და რაც ჩვენ თავისუფალი ნება გვგონია მხოლოდ რთული სისტემის რეაგირებაა გარეშე სტიმულებზე და ჩვენი გონებაც მკაცრ ფიზიკურ კანონებს ემორჩილება.
    მე ამას ვერასდროს დავიჯერებ, მაგრამ პრინციპში თუ ეგრეა რომ ვერ ვიჯერებ ესეც არ არის ჩემი არჩევანი 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s