Spirited Away

     ანიმე (იაპონ. アニメ) წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს. იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით  კინოთეატრებითა და დვდ დისკებით.  მოკლედ ბევრი რომ აღარ გამიგრძელდეს ვრცლად ანიმეს ისტორიის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ვიკიპედიაზე(ში) 🙂  ახლა კი მინდა ჩემ საყვარელ ანიმეზე გიამბოთ ორი სიტყვით…

spirited away –  Sen to Chihiro no Kamikakushi

Hayao_Miyazaki

2001 წელს შექმნა იაპონელმა რეჟისორმა  Hayao Miyazaki-მ.ფილმის იდეა მისი მეგობრის ათი წლის ქალიშვილმა შთააგონა რეჟისორს. ფილმი მოგვითხრობს ათი წლის გოგონაზე – Chihiro Ogino, რომელიც ახალ საცხოვრებელ ადგილას გადასვლისას ხვდება არარეალური სამყაროს ხაფანგში, სადაც მხოლოდ მონსტრები და სულები სახლობენ. იუბაბა მის მშობლებს ღორებად გადააქცევს.წიხირო იძულებულია იმუშაოს მასთან აბანოში,რათა გაათავისუფლოს თავისი მშობლები და დაბრუნდნენ ადამიანების სამყაროში.ამ სამყაროში გამოჩნდება ბიჭი სახელად ჰაკუ, რომელიც წიხიროს ბავშვობიდან იცნობს.სწორედ ჰაკუ ურჩევს გოგონას, რომ იუბაბასთან მუშაობა დაიწყოს.იუბაბას თავისი წესები და კანონები აქვს,რომელიც იმასაც ითვალისწინებს,რომ მასთან მომუშავეს, ყველას თავის შერჩეული სახელს არქმევს და ჯადოქრობის დახმარებით დროთა განმავლობაში მათ ავიწყდებათ თავისი ნამდვილი სახელი და ვინ იყვნენ სინამდვილეში.მუშაობის პროცესში წიხიროს უამრავი პრობლემა აქვს(დაწვრილებით მოყოლა არ ღირს :დ). ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მონსტრი no-face-ია, რომელსაც განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს გოგონასთან და ბოლოს მე ვიტყოდი თითქოს და უმეგობრდებიან კიდეც ერთმანეთს…

         ჰაკუს ისტორია კიდევ ცალკე თემაა 🙂 ძალიან კეთი და მგრძნობიარე ბიჭუნა ვერ ახერხებს თავისი ნამდვილი სახელის გახსენებას და შინ დაბრუნებას, თუმცა მან წიხირო ადვილად გაიხსენა….  

   მოკლედ ყველაფერს აღარ მოვყვები ვისაც ნანახი არ გაქვთ აუცილებლად უნდა ნახოთ 🙂

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

18 thoughts on “Spirited Away

  1. ცისფიქრიანი ამბობს:

    ჰაიაო ❤ ჰაიაო ❤
    სამწუხაროა, რომ "ტიხირო"–ს თქმას ვართ მიჩვეულები. რუსული არასწორი თარგმანის ბრალია.. იაპონურში არც "ხ"–ა და არც "ტი". ტიხიროს მაგივრად ჩიჰიროს უნდა ვამბობდეთ.

  2. lashaworld ამბობს:

    ვერასდროს ვერ ვიგებდი ამ მულტფილმის აზრს. ეტყობა პატარა რო ვიყავი მაგიტო..

    • Butterfly ამბობს:

      ხო ალბათ 🙂 არაა და ძალიან აზრიანი და დატვირთულია 🙂 კიდევ უყურე და აუცილებლად მიხვდები…. ყველაფერი ხომ გადატანითი მნიშვნელობითაა ^^

  3. CreaTive ამბობს:

    ძალიან კაი მულტფილმია, მაგრად მიყვარს 🙂

  4. ანჩო ♥ ამბობს:

    mec vici es da sul meshinoda im shavi ragacis 😀

  5. dekemberiusi ამბობს:

    არ მიყვარდა ეს მულტფილმი. საშინლად მეშინოდა როცა ვუყურებდი. მაგრამ მაინც ვუყურებდი ხოლმე. ამ ბოლოს ვნახე ისევ თავიდან და ძალიან მომეწონა. არაა ეს ანიმე პატარა ბავშვებისთვის. ძალიან აზრიანი და საინტერესოა. და ძალიან შემიყვარდა <3<3 მიხარია რომ დაიმსხვრა ბავშვობისდროინდელი სტერეოტიპი ამ ანიმეზე ))))

    • Butterfly ამბობს:

      მეც მიხარია :)))) ხო ძალიან აზრიანია მართლაც,ყველაფერი ცუდი რაც კი გაგვაჩნია ადამიანებს ნათლად დაგვანახა რეჟისორმა ^^

  6. Butterfly ამბობს:

    ბავშვებო კარგია,რომ გიყვართ,მაგრამ ეს ანიმეა და განსხვავება არის ანიმესა და მულტფილმს შორის ^^ გაითვალისწინეთ უბრალოდ 🙂

  7. anorther ამბობს:

    რა თქმა უნდა, განსხვავებაა, ბევრ ჰოლივუდურ დრამას სჯობია.. საოცრად მიყვარდა და მიყვარს ეს ანიმე

  8. kisoki ამბობს:

    ანიმეები ძალიან მიყვარს მაგრამ ეგ ანიმე ყოველთვის მაშინებდა და ვერ ვიგებდი :დ
    ნარუტო მიყვარს ❤

  9. teennewson ამბობს:

    ჰაკუს ისტორია ძალიან მაგარია. რუსთავი 2 ზე ვუყურებდი ხოლმე… : ))

    მშვენიერი პოსტია და ახალი დიზაინიც მომეწონა… ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s