No Title

 მახსოვს ყოველთვის ოთხი ვიყავით. კლასელები,საუკეთესო მეგობრები და მოკლედ როგორც “სემიჩკა” ფილმებშია, მუდამ ერთად, მანძილიც რომ ვერაფერს აკლებთ და ათასი ბლა ბლა ბლა…  ვერ ვიტყვი ყველაფერი ერთ წამში შეიცვალამეთქი, პირიქით,  დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა სათითაოდ გამომეცალნენ(თუ რა სიტყვა ვიხმარო არც ვიცი),  ერთი სხვა სკოლაში გადავიდა (დღემდე ვერ ვხვდები რატომ),  მეორე არსად გადასულა, მაგრამ როგოც ჩანს თავისი ნამდვილი სახე სკოლის ბოლო წელს გამოაჩინა (ამიტომაც ყველაზე ნაკლებად მწყდება გული მასზე)… არ ვიცი რატომ, მაგრამ არცერთი ფოტო  შემომრჩა სადაც ერთად, ბედნიერად ვიქნებოდით “ასახულნი”.დავრჩით ორნი…

აი მესამე… მესამე უფრო რთული თემაა, ერთად ჩავაბარეთ უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა ერთ ფაკულტეტზე და ერთ ჯგუფში ვიყავით… ყველაფერი მშვენივრად იყო, აი იდეალურად. ყველგან ერთად ვიყავით, სახლში, კარში თუ ათას სხვა ადგილას… მერე არ ვიცი რა მოხდა,ბინა შევიცვალე და მასთან ახლოს აღარ ვცხოვრობდი, უნივერსიტეტს აცდენდა,მობილურზე არ მპასუხობდა. თავიდან ვიფიქრე პრობლემები ჰქონდა(მაგრამ თან ცოტა ვბრაზდებოდი,თუ პრობლემები ჰქონდა მე რატომ არაფერს მეუბნებოდა) გაცდენების გამო პრობლემა შეექმნა,ვერაფერი ვუშველე სამწუხაროდ :/ახლა ფაკულტეტს იცვლის… როგორც იქნა რამოდენიმეჯერ “ხაზზე” გამოვიდა, არაფერი მითქვამს ზედმეტი უბრალოდ მივედი მასთან სახლში და მივხვდი საყვედურის თქმას აზრი არ ჰქონდა. პრობლმები გამოირიცხა, არაფერიც არ სჭირდა,უბრალოდ ეზარებოდა უნივერსიტეტში სიარული,ეზარებოდა მეგობრის მოკითხვა ან მესიჯზე პასუხის დაბრუნება. არ ვიცი რას აკეთებდა ის დღეები,მაგრამ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა კმაყოფილდებოდეს დღე და ღამე ტელეფონზე საუბრით და ათასში ერთხელ მარტო მაღაზიებში გავლით…  ეს პროცესი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა,  ფაქტია რამოდენიმე თვის განმავლობაში ორჯერ თუ სამჯერ მყავს ნანახი “საუკეთესო” მეგობარი. ეს რამოდენიმე დღეა(და არა მარტო) სულ ვწერ,რომ სახლში ვარ და ველოდები (როგორც თქვენ მოხვედით ჩემთან ისე მოვიდა ისიც), მერე ვიფიქრე მე თვითონ მივალმეთქი,მაგრამ სახლში არ დამხვდა… გუშინ მითხრა ხვალ გამოგივლიო,  არამგონია მოვიდეს. და მაინც, მისი ათასში ერთხელ გამოჩენა ვატყობ აღარაფერს შეცვლის… უბრალოდ რომ ვხედავ აღარ ვიცი რა ვუთხრა, სალაპარაკო თემა არ არსებობს,გაქრა , აორთქლდა… “რა არის ახალი”-თ შემოიფარგლება ჩვენი მოკითხვა და ურთიერთობა. არ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას,ალბათ ბანალურობას მოვუხმობ და გულში(მუცელში :დ) რაღაცის ჩაწყვეტას ვუწოდებ… ამას გულის წყვეტაც კი აღარ ჰქვია. არც დეპრესია მაქვს და არც დღე და ღამე ვტირი. უბრალოდ საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ, რომლის ამოვსებას ჯერ ვერ ვახერხებ.

ერთი ვიცი, რომ მართლაც ყველაფერს აქვს დასასრული და მე, რომ მინდოდა იმ “სემიჩკა” ფილმების მსგავსი ჰეფი ენდი, უბრალოდ რეჟისორის ლამაზი ოცნებები და ფანტაზიები ყოფილა და ცოტა აქვს საერთო რეალურ ცხოვრებასთან…

6 thoughts on “No Title

  1. siyvarulovna says:

    ბოლო მეგობრის ისტორია საოცრად ჰგავს ჩემი და ჩემი მეგობრის ისტორიას : ) ითს ოკ, მუდმივად გექნება რაღაც ცუდი გრძნობა და მონატრება იმ ძველი დროის, მაგრამ ეგეც გაივლის და აუცილებლად ჩაანაცვლებს მაგას ვიღაც სხვა “მეხუთე” მეგობარი.

    • Butterfly says:

      ხო გაივლის აბა რას იზამს 🙂 ახლა ისე ვარ რაა – ითს ოუუქეი, ითს ოლ რაით :დ:დ:დ

  2. nick says:

    დაკარგულო, შემოგირბინე, არაუსვას ამაზე შენ გულიარ გაიტეხო : )

    • Butterfly says:

      შენ თვითონ დაკარგულო, როგორ გამახარე ^.^ ხოომ არ გავიტეხავ გულს არა :დ :მხნევ: :მხნევ:

  3. maariaamm1 says:

    საინტერესოა რატომ არ გაარკვიე ბოლომდე შენი მეგობრის სკოლიდან გადასვლის ამბავი? აი მე მაგალითად გადავდივარ წელს სკოლიდან და ძირითადად მეგობრებზე ნაწყენი. რაღაც განსაკუთრებული არ მომხდარა ან რომ ვთქვა კონკრეტულად რაიმე ფაქტმა გამანაწყენა-მეთქი, მაგრამ მაინც… ისე შენი (ბოლოს აღწერილი) მეგობრის ქცევები საკმაოდ უცნაურია… უმიზეზოდ ადამიანები ასე არ “ზარმაცდებიან” ხოლმე… ეცადე რომ ისევ გამონახო საერთო ენა. დამიჯერე თუ მოინდომებ გამოვა 🙂

    • Butterfly says:

      ვცდილობ და მგონი გამოდის რაღაც.აი რაც შეეხება სკოლიდან გადასვლას დიდხანს ვარკვიე და ხელჩასაჭიდი ვერაფერი გავარკვიე :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s