Blog De La Mariposa ანუ კიდევ ერთი სადღესასწაულო პოსტი

       არ ან ვერ დავწერ რამე გრანდიოზულს. არ არსებობს ბლოგერი ვისაც არ უყვარს თავისი  “შვილობილი”, შესაბამისად ყველას უხარია მისმა ბლოგმა ამდენს, რომ მიაღწია და კიდევ ათასი ბლა ბლა ბლა. არ ვიცი რამდენად კარგად ვწერ, ვარჩევ თემებს დ ა.შ. ხანდახან მე თვითონ ვხვდები, რომ საშინელება გამოვიდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია რამის წაშლა… ეგდოს რას მიშლის < პრინციპით 🙂  ხო და დღეს მეც მიხარია, რომ ჩავარდნების მიუხედავად მაინც არსებობს ბლოგი. მიხარია, რომ რამოდენიმე ადამიანი მაინც წაიკითხავს ამას. და ყველაზე მეტად იცით რა მიხარია??? ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, მართლა, მართლა… ვგრძნობ,რომ ჯანსაღი აზროვნების ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა (ბლოგერებს ვგულისხმობ,ნუ ყველა არა მაგრამ ძირითადაც მაინც ასეა :დ) და ვგრძნობ როგორ შემეცვალა შეხედულებები ბევრი რაღაცის მიმართ,ზოგადად ცხოვრების მიმართ და ა.შ. ჰო და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

იცით რატომ მიყვარს??? ვგრძნობ,რომ ჩემი სულის ნაწილს ამაში ვდებ,ნაწილს არა, უფრო მეტსაც ალბათ.მართლა, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე. იმ თემებზე რაზეც არასდროს მილაპარაკია და ვერც ვილაპარაკებ,იმ თემებზე რაც ყველაზე მეტად მტკივა, მიხარია, მაოცებს თუ აღმაშფოთებს მხოლოდ აქ ვწერ, განვიხილავ და ათასი კიდევ ბლა ბლა ბლა. გაგიკვირდებათ და სწორედ ამ ერთი წლის განმავლობაში ვისწავლე, როგორ არ უნდა ვიყო მიჯაჭვული ინტერნეტ სივრცეს და ირეალურ სამყაროს, როგორ უნდა დავტკბე ნამდვილი – სიხარულით და ტკივილით გაჟღენთილი ცხოვრებით… მოკლედ მეტს აღარ განვაგრძობ. მიხარია, რომ ცოცხალი და საღსალამათია ჩემი, უკვე 365 დღის ბლოგი…

          პ.ს. სასტიკად და სასწაულად მეზარება სტატისტიკის ნახვა და დაპოსტვა :დ

16 thoughts on “Blog De La Mariposa ანუ კიდევ ერთი სადღესასწაულო პოსტი

  1. S.ff ♥ says:

    გილოცავ დიდიბლოგი გაგეზარდოს ❤

    • Butterfly says:

      მადლობა 🙂 შენ ჩემი ერთგული მკითხველი ხარ (მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ვპასიურობ მე შენთან), უკვე მიყვარს შენი გრავატარი 🙂 ^.^

      • S.ff ♥ says:

        ძალიან საყვარელ პოსტებს წერ, აი ისეთებს კითხვას, რომ დაამთავრებ და ბოლოს ჩუმად გეღიმება ❤

        • Butterfly says:

          როგორ გამახარე ასეთი შეფასებით ^.^ ❤ თუნდაც ერთი ადამიანი, რომ მეტყვის ასე ესეიგი რაღაცისთვის მართლა მიმიღწევია ამ ერთ წელში 🙂

  2. tsotnee says:

    გილოცავ! ^^

  3. vicky holmes says:

    gillocav ❤ warmatebebi

  4. Nanako Ust says:

    გილოცავ, თათია<3 ❤ ❤

  5. kavteli says:

    გილოცავ. დაბერდი და ეგაა, რა 😀 ხო იცი როოგრ მიყვარს შენი ბლოგი (და მერე არ თქვა, ჩემს პოსტებს არ კითხულობო) 😀

    • Butterfly says:

      ეჰ, ხო დავბერდიი 🙂 არა მაგას არ ვიტყვი 🙂 მეც მიყვარს შენი კომენტარი ჩემ თითოეულ პოსტზე 🙂

    • Butterfly says:

      ნათ, შენ ხომ არ იცი როგორ მახარებს შენი კომენტარი და შეფასება პოსტზე… იმიტომ რომ ყოველთვის გულწრფელად ამბობ იმას რასაც ფიქრობ და ახლა ეს ერთი გულიც საკმარისია(გეზარება ვიცი მივოცვები და უწი პუწები:დ) რომ მივხვდე სულ წარუმატებელიარ ვარ ამ სფეროში და ,რომ თუნდაც ერთს მაინც ვუყვარვარ ^.^

      • siyvarulovna says:

        ეეეე <3<3<3 არა რა წარუმატებელი. რიდერშიც მყავხარ და გკითხულობთ მთელი ოჯახი, დანიიდანაც :დ

        • Butterfly says:

          აწწწ ❤ :დ:დ:დ აჰაა ჰაა ჰააა ნოდარ მელაძეზე გამახსენდა ახლა მასე რომ თქვი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s