არ ვარ ბატონო გიჟი!

      მოკლედ გადავწყვიტე ამ პოსტით ვუპასუხო იმ ადამიანების მცდარ მოსაზრებას, რომელთაც სერიოზულად გიჟი ვგონივარ 🙂  არ ვიცი რას თვლიან ისინი სიგიჟედ, მაგრამ ექსცენტრულს და ისეთს რაც ვინმეს არ გაუკეთებია არაფერს ვაკეთებ.მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ხანდახან ჭკვიანური და ხანდახან სულელური აზრებით მაქვს თავი გამოტენილი.მიყვარს ყავა, ჩაი და ფიქრი წვიმის წვეთებით დასველებულ ფანჯარასთან.არამგონია ეს სიგიჟე იყოს.

მერე რა მოხდა,რომ სულაც არ მინდა მანქანა და მინდა ერთი კარგი სპორტული მოტოციკლი? ახლა არ თქვათ ეს სიგიჟეაო 🙂

არც ისაა სიგიჟე, მარტო სეირნობა, რომ მიყვარს ადამიანებისთვის “უდროო დროს”…

ზოგს სიგიჟედ ბლოგზე წერაც კი მიაჩნია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ არ განვიხილავ :დ (ესენი საერთოდ სხვა პლანეტიდან მგონია მე:დ და ალბათ იმათაც ასეთივე რეაქცია აქვთ ჩემზე :დ).

ზოგს ისიც სიგიჟე ჰგონია ჩემს კედებს, სამაჯურებს, ფეხებს ან სხვა სხეულის ნაწილებს თუ გადავუღებ ვებ კამერით ფოტოს და ფბ-ზე ავტვირთავ. არ არის ბატონო ეს სიგიჟე… ჰობი მაქვს უბრალოდ ასეთი 🙂

თმის შეღებვა მომინდა ერთელ ღია ფირუზისფრად და მაშინვე გიჟად შემრაცხეს ( კიდევ კარგი გადამინდა,თორემ მართლა,რომ შემეღება მერე გენახათ არანორმალურის სტატუსში ჩემი ჩაკვეხება :დ)

თუ ვინმეს ცუდად მოვექცევი და რამე შეცდომას დავუშვებ, უმორჩილესად გთხოვთ თვითმხილველებო ნუ ჩამთვლით არანორმალურად, უბრალოდ ადამიანი ვარ და მეც ვუშვებ ხანდახან შეცდომებს.

ძალიან ბევრი სამაჯური ხელზე და შავი ლაქი ფრჩხილზე – არც ესაა სიგიჟის ერთ-ერთი ფორმა (და არ ნიშნავს როკერობას ჩაშავებული თვალები :დ და საერთოდ ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ როკერი არის ის ვინც ქმნის მუსიკას და არა მსმენელი :დ)

ლუდი არასდროს გამისინჯავს,  სუნიც კი მაღიზიანებს, ასევე არ მიყვარს ნაყინი – ეს არ ნიშნავს,რომ მაკლია ან არანორმალური ვარ. უბრალოდ არსებობენ ადამიანები რომელთაც ნაყინი მართლა არ უყვართ :დ (ნუ მაძალებთ ხოლმე რა :დ)

ყველაზე საოცრება კი ის არის, რომ დილით სავარჯიშოდ გასულს გარეთ თუ ვინმე დამხვდა გაოცებული თვალებით მიყურებს, რატომ ვერ ვხვდები, ალბათ მათაც არანორმალური ვგონივარ :დ

უფრო მეტად გაღიმებული,რომ დავდივარ ქუჩაში არ ვიბღვირები და სახე არ ჩამომტირის ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავში ტვინი არ მაქვს და ჭკუამხიარული ვარ !

მოკლედ :    დაა  

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

12 thoughts on “არ ვარ ბატონო გიჟი!

  1. Giorgi Dograshvili (@Dograncho) ამბობს:

    ჩააცვით ამ ადამიანს თეთრი ხალათი და გაკოჭეეთთთ!!! :დ :დ:დდ

  2. siyvarulovna ამბობს:

    ჩემნაირი თემა :>

  3. karamelka ამბობს:

    მასე, ველიკი მინდა მეთქი რომ ვტქვი ოჯახში, კაი ტრანსპორტია უნდა ვიყიდო მეთქი შუბლთან თითი გადაატრიალეს:დ:დ

    • Butterfly ამბობს:

      აუ აუუ შენ ჩემთან უნდა გენახა მოტოზე, რომ ვთქვი :დ თავიდან ეგონათ გამივლიდა და პროსტა ახირება იყო,მაგრამ ახლა იციან სერიოზულად რომ ვფიქრობ და ჩუმად არიან, ვეღარც მეწინააღმდეგებიან :დ

  4. kavteli ამბობს:

    ჰო, ამას რო წაიკითხავს კაცი, მართლა ნორმალური ეგონები 😀 ისე, ამხელა როცკერი( 😀 ) გოგო ლუდს როგორ არ ეკარები?! 😐 უნდა გამოვასწოროთ ეგ 🙂

  5. CreaTive ამბობს:

    აუ რა კაია 🙂 არ მევასება განცხადებები: YveLaZe GiJIiii VaaaAaaArR … AraNoRmaLURiiiiiiiiiiiii…. და ა.შ

  6. vicky holmes ამბობს:

    არ ხარ შენ ბატონო გიჟი!!!!! 😀 😀 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s