autmn leaves

დეპრესიული პეპელა, დეპრესიული ჩანახატებით და ბლოგით :შ რა მოსაწყენი და მომაბეზრებელია. გავიფიქრე და პლედშემოხვეული ჩავეშვი სავარძელში. უკვე ბინდდებოდა, ბუხარი ავაგიზგიზე, მბჟუტავი შუქი ჩავრთე, ბოკალი წითელი ღვინით შევივსე და ისევ პლედში გავეხვიე. ვუყურებდი ცეცხლის ალს და მსიამოვნებდა შეშის ტკაცატკუცთან ერთად autumn leaves-ის მოსმენა… მსიამოვნებდა ქალაქის ხმაურისგან მოშორებით ამ უზარმაზარ,მაგრამ მაინც მყუდრო და თბილ სახლში მარტო ყოფნა.ვფიქრობდი ათას სისულელეზე,ხანაც ათას თუ არა ცოტა ჭკვიანურზე მაინც(ალბათ),ვწრუპავდი ღვინოს, ვაჭმევდი მსუნაგ და ფუმფულა მაოს(კატა). ვკითხულობდი წიგნ(ებ)ს, არ ვფიქრობდი ცხოვრების ამაოებაზე და საჭირბოროტო საკითებზე, მეძინა ბევრი,ძალიან ბევრი… 🙂 ვუყურებდი ფეხბურთს,ვიგინებოდი ხმამაღლა,ვმღეროდი როცა მინდოდა,სადაც მინდოდა, რა ხმაზეც მინდოდა და არავინ იყო ჩემი მომკითხავი 🙂  ვჭამდი ბევრ შოკოლადს, ბევრ შავ შოკოლადს 🙂

the fallin’ leaves
drift by my window
the autmn leaves
of red and gold…   ლაა ლააა ლააა ლააა <3<3

წავალ გავაგრძელებ ჩემი ჩაის ხრუპვას და დაგემშვიდობებით პოზიტიურ ნოტაზე 🙂 ლაა ლაა ლაა

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

4 thoughts on “autmn leaves

  1. kavteli ამბობს:

    კაია ოცნება 😀

  2. მარი ! ამბობს:

    პლედშემოხვეული ჩავეშვი სავარძელში. უკვე ბინდდებოდა, ბუხარი ავაგიზგიზე, მბჟუტავი შუქი ჩავრთე, ბოკალი წითელი ღვინით შევივსე და ისევ პლედში გავეხვიე.__ დამბურძგლა ❤
    მმმ ❤
    მინდა :)))))
    სიმღერა,ძალიან კარგია <3მომეწონა ❤
    პოსტიც ❤
    კარგი ხარ !

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s