მინდოდა

ხანდახან რა ძალიან მინდა, რომ პოეტი, მწერალი, მხატვარი, მუსიკოსი , მშენებელი ან თუნდაც მფრინავი ვიყო… როგორ მინდა ეს ემოციები ასე უნიჭოდ არ გადმომქონდეს ფურცელზე და ვაქსოვდე ლამაზად და მედიდურად ლექსებში, მოთხრობებში, ნახატებში, თუნდაც ჩემ დაპროექტებულ შენობაში ან სამხედრო აღლუმზე ჰაერში რომელიმე გამანაგდურებლით ლამაზი რაღაცების ხატვაში.როგორ არ ამისრულდა სურვილები…

მინდოდა ნოემბრის თერთმეტში თოვა დაეწყო, არა ჯერ რაღაც სევდიანი და მუქი დღე ყოფილიყო, მე რომ სიმყუდროვის განცდას მიტოვებს ისეთი…

ჰო კიდევ ლურჯი თვალები მინდოდა მქონოდა, მინდოდა შემოგეხედა თვალებში და არასდროს დაგვიწყებოდა, ან ჩუმად გეთქვა მეგობრისთვის, რომ ნახე რა თვალები აქვსო.

მინდოდა ლამაზი, მოხდენილი, ნატიფი და ქალური ვყოფილიყავი, მიხვდები თვითონ მიზეზს…

მინდოდა ჩემი ხელით გამემზადებინა გემრიელი საუზმე, ჩემი ხელით დამეწურა ვაშლის წვენი და სულ მოვთხუპნულიყავი ამ დროს…

მინდოდა ონკანი მაშინ გაფუჭებულიყო შენ რომ სახლში არ იქნებოდი და ჩემი ხელით შემეკეთებინა, შენ კი მოგესწრო ამ დროს და ღიმილი მოგფენოდა ჩემი იმჟამინდელი “განადგურებული”  ვიზუალის  გამო…

მინდოდა მქონოდა სული, უბადლო სული… თბილი სული, აი ერთი შებერვით, რომ გაგითბობდი ცივ ხელებს ისეთი…

მინდოდა მქონოდა სახლი, სადაც შენთან ერთად ვიცხოვრებდი, უკარო სახლი…

მინდოდა ერთად გვეკითხა წიგნი და ამ დროს ის არომატული ჩაი გვეხრუპა.

მინდოდა ჩვენი აივნიდან ლამაზი ხედი გადაშლილიყო და ცისარტყელას გაეფერადებინა სევდისფერი დღე…

მინდოდა გიტარაზე დაკვრა გესწავლებინა ჩემთვის,

მინდოდა სულ ის ჯინსი გცმოდა, მუხლს ზევით keep smiling რომ მივაჯღაბნე 🙂

მინდოდა ერთად გვენახა ფეხბურთის მატჩი სტადიონზე, გოლისგან გახარებული კი მაგრად ჩამხუტებოდი

მინდოდა შენზე ადრე მოვმკვდარიყავი…

მინდოდა უბრალოდ გყვარებოდი.

მივხვდი თურმე ბევრი მდომებია, ძალიან ბევრი…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

12 thoughts on “მინდოდა

  1. მარი ! ამბობს:

    რა კარგად წერ ❤
    გავთბი ❤
    დამბურძგლა,რამხელა ემოციით არის ყოველივე სიტყვა დაწერილი . :*

    • Butterfly ამბობს:

      მიხარია, რომ დაგბურძგლა :ბოროტ: :დ:დ:დ არა მართლა მიხარია, ესეიგი რაღაც შემძლებია სულ ცოტათი მაინც 🙂

  2. x ამბობს:

    eqimobis garda yvelaperi ginda xo 😀

  3. bastibubu ამბობს:

    “მინდოდა ონკანი მაშინ გაფუჭებულიყო შენ რომ სახლში არ იქნებოდი და ჩემი ხელით შემეკეთებინა, შენ კი მოგესწრო ამ დროს და ღიმილი მოგფენოდა ჩემი იმჟამინდელი “განადგურებული” ვიზუალის გამო…”-ეს იყო საოცრად ორიგინალური და თბილი 🙂 ძალიან მომეწონა

  4. TinatinGogishvili ამბობს:

    მმმ … ❤ ძალიან თბილია :))))) ყოჩაღ !! ძალიან კარგად წერ ❤

  5. Hester T. Nieves ამბობს:

    ცხოვრების ლაბირინთებში სიარულს ვსწავლობდი, ტყუილად ვწვალობდი და ვერ გავიგე, მის ხლართებში როდის გავები. მერე ძალიან გამიძნელდა თავის მიგნება, ძლიერ მინდოდა ოცნებების წამში მიგდება. მერე უცნობი ლაბირინთი ჩემი ცხოვრების გადაიშალა ჩემს წინ, როგორც ძალა ცხონების. ამ გზას მივყევი, იგი თურმე ტაძრამდე მიდის. ახალ ცხოვრებას ჩავუფიქრდი სულ მცირე შვიდგზის. ჩემი ცხოვრების ლაბირინთი სულ გამარტივდა და ოცნებებზე უარის თქმა აღარ დამჭირდა. კვლავ მივუყვები ლაბირინთებს ჩემი ცხოვრების. . .

  6. inyin ამბობს:

    არაჩვეულებრივი ხარ”ცისიერო” არაჩვეულებრივიი… შენს პოსტებში ”ჩემს თავს და მეს” ვკითხულობ 🙂 მიყვარს შენსავით ”უცნაურ” სტილში როცა წერენ, განსხვავებული ოცნებები,სურვილები და ფანტაზიები რომ აწუხებთ :))) ერთი სიტყვით გესტუმრები ხოლმე ..<3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s