მონატრებისფერი

parents_with_childხშირად ვხედავ სიზმრად ბავშვთა სახლს.

ვზივარ ჩემ საწოლზე, რომელიც უზარმაზარ ოთახში მეორე რიგში, მეშვიდეა და ადგილიდან არ ვიძვრი, მაშინ, როცა ეზო ბავშვებითაა სავსე. დღეს პარასკევია, ალბათ ამიტომაც ირგვლივ ბედნიერება ჭყამურობს, ოცნებებიც ფრთებს ისხამს, მაგრამ ეს სხვებისთვის. ჩემთვის ყოველი დღე ნაცრისფერი, ერთნაირი და უსიცოცხლოა, არა, იცით თითოეული ბავშვი მიყვარს, ჩემი ლიანა მასწავლებელიც როგორი თბილი და მზრუნველია, განსაკუთრებით ჩემ მიმართ, ალბათ ვეცოდები და იმიტომ… ბევრ ტკბილეულს და ლამაზ ტანსაცმელს მჩუქნის ხშირად.დღეს  ბლოკნოტი მომიტანა, სულ ჭრელაჭრულა ლამაზი პეპლები ეხატა გარეკანზე, თითქმის ყოველ პარასკევს მჩუქნის რაღაცას, ალბათ დედიკოზე, რომ არ ვიფიქრო იმიტომ…

დღეს ისევ პარასკევია, ისევ ჭყამური და სიცოცხლეა გარეთ, ისევ ისე ვზივარ საწოლზე და ვერაფერს ვგრძნობ. როგორ მინდა, ყველაზე მეტად მინდა ახლა აღმზრდელი ოთახში შემოვიდეს და ღიმილიანი სახით მითხრას, რომ ჩავიცვა რადგან დედა მოვიდა… მაგრამ ყველა პარასკევი ერთმანეთს გავს.მეორდება და მეორდება, ჩაიხვია ცხოვრებამ და მეც თან ჩამიხვია,ჩამიყოლა.

უცებ შეშინებულს, ტკივილიანი გულით მეღვიძება, მიხარია, რომ მხოლოდ სიზმარია და ამ დროს ოთახში ჩემი აღმზრდელი შემოდის…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

7 thoughts on “მონატრებისფერი

  1. მარი ! ამბობს:

    როგორც ყოველთვის,ცრემლიანი თვალებით ვტოვებ ბლოგს 😦
    შემომიარე ❤
    კარგი ხარ,ძააალიან კარგი!

  2. თაკოს ბლოგი ამბობს:

    😦 ნეტავ გაგრძელება როგორია .. ამღზრდელი შემოდის დაა ეუბნება რომ დედა მოვიდა?? თუ ჩვენ როგორც გვინდა ისე დავამთავროთ 😦 თათია მიხარიხარ და შენი პოსტებიც მიყვარს ❤

  3. TinatinGogishvili ამბობს:

    ძალიან კარგია ^_^ გრძნობებით სავსე .. ❤ სხვისი არ ვიცი,მაგრამ მე მიყვარს ესეთი დასასრულები :)))))))))

  4. X ამბობს:

    ჭყამური რა არის ?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s