ჭიაყელები

the doorისეთი ხმაურია ირგვლივ ასე მგონია თავში მატარებელი წრეზე დაჩუქჩუქებს, გუგუნებს და მოახლოებულ გაჩერებას მამცნობს გამალებით. ადამიანები ჭიანჭველებივით არა, უფრო მატლებივით ირევიან, წითელი, საკმაოდ მოზრდილი ლორწოვანი და ამაზრზენი მიწის ჭიაყელებივით, ლორწოვანი ზედაპირი მზეზე, რომ ულაპლაპებთ  აი იმათსავით.(ასეთი მშვიდი დიდი ხანია არ ვყოფილვარ). ყველაფრის მიუხედავად გონებაგათიშული და ტკივილგაყუჩებული უემოციოდ ვუყურებ ამ მატლების ფუსფუსს და ერთმანეთში საზარელ კლაკვნას. ისე ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა (უუფ კაი მატლების წვნიანი :დ) არ ღირს. ზოგი ზედმეტად კრეტინია იმის კვალობაზეც, რომ ამ წითელ, ლაპლაპა საზოგადოებას მივაკუთვნო. და საერთოდაც  მეც ამ მატლების თუ ჭიაყელების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ ალბათ ( არ გამოვრიცხავ გამოხტეს ვინმე ჩემსავით ვაი მწერალი და ჩემგანაც გააკეთოს ცხელი წვნიანი :დ).

დიდი ხანია მოჭრილი თავები და გლანდები მესიზმრება. “არა გლანდები კი არა, ნუშურა ჯირკვლები”- ვუსწორებ (საკუთარ:დ) თავს. ბევრი ნაცნობი მზერა და სახეა. სადღაც გულის სიღრმეში “განვიცდი” ყველა მატლები რომ ვართ, არა და რა პერსპექტიული ახალგაზრდები ვჩანდით. მოჭრილ-მოკვეთილი თავი კიდევ არაა გასაკვირი, მაგრამ მატლის მოჭრილი, უფრო სწორად გაჭყლეტილი და თვალებგადმოკარკლული თავი პირველად გუშინ ვნახე სიზმარში, ამ დროს ონკანიდან წყლის წვეთის და ზმუილის ხმამ გამომაფხიზლა, არა და ეს მოჭრილი თავი რაღაცას გამალებით და გულმოდგინედ მიმეორებდა, მე კი უკვე არაფერი მესმოდა წყლის წვეთის ნიჟარაზე დაცემის მონოტონური ხმის გარდა. არის ამ ბგერებში რაღაც მოცარტისეული ალბათ, ან მე მეჩვენება ასე. დიდი ხანია ამ ბინძურ ოთახში გამოკეტილი რაღაცებს თვითონ ვიგონებ და წარმოვიდგენ. დიდი ხანია აქოთებული ფურცლები და მელანი გამითავდა, ახლა ხან სად ვწერ და ხან სად. თუმცა მისის პანდას ვერიდები – კედლებზე წერას მიშლის და მეც ვცდილობ წვრილად და შეუმჩნევლად ვწერო შემთხვევით ნაპოვნი ნახშირის ნატეხით.

საათმა სამჯერ ჩამოჰკრა. ეს ნიშნავს, რომ ახლა ეს საზარელი ნაცრისფერი კარები გაიღება და მეც იმ წითელ ჭიაყელებთან მომიწევს შერევა და ამაზრზენად გადახლართვა, თუმცა მივეჩვიე…  ხვალაც წითელი მატლები, პარასკევსაც, შემდეგ პარასკევსაც…

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

2 thoughts on “ჭიაყელები

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s