ვიღაც მეორე

     რეინკარნაცია – სულთა გარდასხეულება, ტრანსმიგრაცია…

არასდროს მიფიქრია სერიოზულად ამ თემაზე, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთ სიზმარს ვხედავ, რომ ვატყობ დაფიქრება მომიწევს 🙂 წინა ცხოვრების და სულთა თუ სხეულთა გარდასახვის არ მჯეროდა, თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა ადამიანში არის, ცხოვრობს რაღაც ან ვიღაც მეორე 🙂 უხეშად, რომ ვთქვათ არავინ ვართ მარტო :დ ვაკვირდები ჩემ(ს) თავს და რაც უფრო გადის დრო , უფრო ვრწმუნდები, რომ ერთი(ერთეული:დ) არ ვარ. მგონია, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ის არის, აი შეხედავ ისაა და მეტი არაფერი, ან არსებობენ ოღონდ კანტიკუნტად. ყოვეთვის ვესაუბრებოდი მეორე მეს, თუ როგორც ეძახიან. იყო იქვე მესამე მე და ალბათ მეოთხეც. მოკლედ რამდენი სიტუაციაცაა იმდენი მე იარსებებს მგონი. ეს რეინკარნაციას ალბათ არ ეხება და სხვა თემაა თუმცა  უხეშად შემიძლია რომ სწორედ მას ”დავაბრალო”. რეინკარნაცია განცდილი სული ახალი სხეულით იმოსება, შემდეგ ისევ იცვლის სხეულს და ასე ვმოგზაურობთ სხვადასხვა საუკუნეში, ეს გამოცდილი და ნაჯაფი ბევრი მე კი ხანდახან თავს გვახსენებს და ალბათ ამიტომაც მგონია, რომ ბევრი მე ჰყავს  ადამიანს.

Samurai

    ამ ბოლო დროს  სამურაი მემ შემახსენა თავი, ხშირად ვხედავ ერთ სიზმარს სადაც ჩემი კატანით ულმობელად ვჟლეტ მტერს. ვფიქრობ ალბათ ტოკუგავა ვიყავი. ჩემ სახეს ვხედავ ნათლად ზევიდან. ტყუილია, რომ ამბობენ წინა ცხოვრება არ შეიძლება გვახსოვდესო, არა და მშვენივრად გვახსოვს, უბრალოდ არ ვაკვირდებით ისეთ დეტალებს რომლებიც გვგონია, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ასე უნდა იყოს.

   მე კი დილის ოთხ საათზე მეღვიძება იმ მომენტში, როცა ღირსეული მოწინააღმდეგე დავინდე, მეღვიძება შეგრძნებით, რომ სისხლიანი ხელები მაქვს, ალბათ ამიტომ, ახლა ოცდამეერთე საუკუნეში ომისაგან გადაღლილი ჩემი სამურაი მაიძულებს,  არ მიყვარდეს ბოროტება, სისღლისღვრა და ძალადობრივი სპორტიც კი 🙂

პ.ს.  კიდევ უამრავი მჭირს  ბევრისთვის უცნაური სისულელეები  🙂

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

4 thoughts on “ვიღაც მეორე

  1. Teaa ამბობს:

    მეც ეჭვი მაქვს რომ წინა ცხოვრებაში ვიყავი გრაფინია… :/ ოღონდ მართლა :დ ხშირად მესიზმრება გრაფინია, მე მგავს ფიზიკურად ძალიან 🙂 მეფესთან დაახლოებული ტიპია აშკარად, ხშირად ვხედავ გვირგვინიან კაცთან ერთად და მოკლედ :დ ;დ
    რა იქნება რომ მართლა ზუუუსტად გვახსოვდეს ვინ ვიყავით ადრე? :/ :ინწერესნო: :დ :დ

    • Butterfly ამბობს:

      მჰოოო ინწერესნო :დ მე სამურაის გარდა დედოფალიც ვიყავი ზუსტად მახსოვს, მახსოვს ბევრი გრაფინია ჩემ ირგვლივ :დ

  2. მე ამბობს:

    აუ არ გამახსენო 🙂 მე ჩემი მეები 7 ნაწილად მყავდა დაყოფილი და ყველას თავისი სახელი ჰქონდა:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s