ბნელა

მეგონა ეს პოსტი აქტუალობადაკარგული იყო, რადგან ასე თუ ისე თითქოს ქვეყანაში ვითარება გამოსწორდა, თითქოს…

17-მა  მაისმა ყველაფერს ხაზი გადაუსვა. მინდა კორექტული ვიყო და არ დავემსგავსო იმ ნაცრისფერ გაცხოველებულ მასას ძალა რომ ერჩის, მამაოს ქადაგებით სიძულვილს და ძალადობას, რომ თესენ. 20 წუთიან მდუმარე ფლეშმობს ამდენი გაცხოველებული ადამიანი დასხმოდა თავს პირველად ვნახე.

ბევრს ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ რამოდენიმე “მსუბუქი” სქრინი :

HOMOჰომო

ეს ფოტო უკვე გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და სახელის და გვარის დაფარვას აზრი არ ჰქონდა უბრალოდ

ეს ფოტო უკვე გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და სახელის და გვარის დაფარვას აზრი არ ჰქონდა უბრალოდ

Screenshot

იმ არგუმენტს (თუ არგუმენტად შეიძლება ჩაითვალოს) რომ არ უნდათ ისეთ ქვეყანაში გაზარდონ შვილები სადაც ჰომოსექსუალიზმი ნორმაა, ასე ვუპასუხებ :

მინდა ჩემ ქვეყანაში მოძალადე უმცირესობაში იყოს ! მინდა ისეთ ქვეყანაში იზრდებოდეს ჩემი შვილი სადაც ადამიანებს არ ამცირებენ თავისგან  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო. არ იძალადებენ, არ შეურაცხყოფენ ადამიანებს ღმერთის სახელით და ამ ყველაფერს სათავეში “სულიერი მოძღვრები” არ ჩაუდგებიან ტაბურეტით ხელში. 

სად იყვნენ ეს სასულიერო პირები სხვა დროს ? 7 ნოემბერს აქცია რომ დაარბიეს მაშინ ლოცულობდა ვინმე ? მაშინ გამოვიდნენ ეს ბრგე მამაოები და აღუდგნენ წინ ბოროტებას და დაიცვეს საკუთარი ხელებით სამშობლო, რასაც თითქოსდა ახლა აკეთებდნენ? თუ დავიჯერო დღეს ჩვენ ქვეყანას დიდი საფრთხე 20 წუთიანი მდუმარე ფლეშმობის სახით დაემუქრა ?

უნდა დაისაჯოს ყველა მოძალადე კანონის ფარგლებში!

პ.ს. ატაქსია და კრუნჩხვა მემართება ჰომოფობი ხალხის განცხადებებზე, კომენტარებზე და ღმერთის სახელით ცემა-ტყეპის გამართვაზე… 
მიყვარხართ ყველა,  თქვენ ღმერთს უყვარხართ, სასუფეველს დაიმკვიდრებთ თავის დროზე, ამინ!

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

4 thoughts on “ბნელა

  1. polemos0108 ამბობს:

    ებრაელები 0.8% იყო გერმანიაში და ლიტლერმა გადაწყვიტა, რომ ებრაელები არიან ყველგან და ყველაფერს წალეკავდნენ, არადა ერთი პროცენტიც არ იყვნენ გერმანიის მოსახლეობის.როგორც ჩანს ფაშიზმი ლეგალურია.

  2. karamelka ამბობს:

    ბოლო სქრინში “მკვლელი არგუმენტია” :დ:დ

  3. მარი ! ამბობს:

    ჯანდაბა!
    რატომ ვარ ქართველი ;(

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s