კარგად ვართ

  გაზრდასთან ერთად ის ქუჩები და შენობები გვეპატარავება, რომელიც ასე უზარმაზარი გვეჩვენებოდა ბავშვობაში.

სახლთან ერთი პატარა, ლამაზი მდინარე იყო.

შეიცვალა. აღარ აქვს უწინდელი სუნი და სიგრილე.

ვბრაზობ.

პირველი გაცურვის, პირველი მეგობრების, პირველი ოცნებების სუნი წამართვეს და დამიბინძურეს. ის იდეალური სიჩუმეც სადღაც გაქრა, თევზაობისას რომ ვგრძნობდი. მას შემდეგ არსად და არასდროს ვყოფილვარ ისე მშვიდად, როგორც იმ პირველი თევზაობისას.

გავიდა დრო და კარგად ვართ.

ბოლოა.

ბოლო ფიქრიც და მორჩა.

c0947ce62cd027a651ec840c2fd07096სინამდვილეში  აღმოჩნდა, რომ ისეთი მტკივნეულია, როგორც ქაღალდის ბასრი პირით კანის მთლიანობის დარღვევა. ან ველოსიპედიდან მოასფალტებულ მიწაზე დანარცხება, თითქოს ნეკნები შინაგან ორგანოებს გიფატრავენ. ასეა ყოველი მოდუნებული ფიქრი.

შეწყდეს! აუცილებლად უნდა შეწყდეს ყველაფერი ყალბი, ათასგზის ნაფიქრი ემოცია. რაში გვჭირდება ნაფიქრი, ყალბი.

დავცინოთ გააზრებულს, ათასჯერ დადგმულს, ნათამაშებს, გაზუთხულს, თავისთავამოწურულს.

და ეს გადაღეჭილი ემოცია ან ჩავყლაპოთ, ანდაც გული ავირიოთ და გავთავისუფლდეთ.

მერე რა რომ ვერავინ გაგვიგებს.

ერთმანეთის ხომ არავის ესმის სინამდვილეში.

რა თქმა უნდა კარგად ვართ.

აღარ ვთევზაობთ. აღარც გულისამვსები სიმშვიდეა, მაგრამ კარგად ვართ.

                         fool_yourself

Advertisements

About Butterfly

მშვიდი ცურვა ეიფორიაში...

2 thoughts on “კარგად ვართ

  1. tazo kikvadze ამბობს:

    ცირკში მყავდა ჩემი დისშვილი რამდენიმე ხნის წინ და ისეთი პატარა მომეჩვენა უხერხულადაც კი ვიგრძენი რაღაც მომენტში თავი, ბავშვობიდან ჩარჩენილი მქონდა რომ ძალიან დიდი იყო.

    • Butterfly ამბობს:

      ზუსტად. არასდროს მომწონდა ისე ცირკი. რატომღაც ცუდ შეგრძნებებს მიტოვებდა და ყურადღება ცხარე ჰოთ-დოგებზე გადამქონდა :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s