ჩემი პირველი გესთ-პოსტი

კეთილი იყოს ჩემი 10-ვე თითი და მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ამ ბლოგზე! : )) შემოვდგი ორივე თვალი, მოგიტანე გიჟური იდეები  : ))

ესეიგი ,ვინც არ მიცნობს, მე ვარ ელი მელმონი, ანუ მელმოჰოლიკის ბლოგის ავტორი, ბატონ პატრონი და თქვენ წარმოიდგინეთ მკითხველიც  :დ  ბათერფლაიმ ,როგორც მე ვეძახი წიოკამ, გადაწყვიტა დავემატებინე ადმინებში, და მევალება დავწერო გესთ-პოსტი..

დავიწყებ საიდან?იქიდან თუ როდის და როგორ გავიცანი ჩემი წიოკა : ))  ეს მოხდა ერთ მადისაღმძვრელ დღეს, როდესაც მე ჩემი ფეხი შევყავი BNG-ში. იმის მოყოლას არ დავიწყებ იქ როგორღა მოვხვდი… ხოდა პირველი დავინტერესდი წიოკათი მაშინ როდესაც მე-7000 კომენტარი დამილაიქა : )) ❤ გულახდილად ,რომ ვთქვა მისი დახრჩობა მინდოდა,მაგრამ როდესაც თანამდებობიდან (ჩვენივე დაჟინებული თხოვნით) გადადგა ,გადავყევი კინაღამ თან : (( მოკლედ იმ დღიდან იმდენი ვიწუწუნე ,იმდენი ვიწუწუნე სანამ არ დავითანხმე ,რომ ისევ მელაიქობა დაეწყო :დდ ახლა უკვე მშვიდად მძინავს, რადგან ვიცი ჩემს დატოვილ ყველა კომენტარს თამთას ლაიქი თანსდევს :დდ ვფიქრობ ყველა ბლოგერი ბედნიერია ამით და დიახ, არაფერს… არ გრცხვენიათ? რა მადლობა მე ეს მხოლოდ ჩემთვის გავაკეთე .. :დდდ
მკითხველო, შიგ არ მაქვს პ.ს. : )) უბრალოდ წიოკას ვუთხარი რამე მხიარულს დავწერდი… ალბათ ,არავის აინტერესებს ეს ზემოთ დაწერილი სლეობა..მაგრამ თქვენ ვინ გეკითხებათ? : (( სოროსის ბრალია ყოველივე ეს!

არა როდესაც თამთას თვალებში ჩავხედე, მივხვდი,რომ ….რომ… რაქვიაიმას..:-? ხო რაღაცას ხო მაინც მივხვდი …

ბევრი ტეგ თამაშის მერე ,სადაც უკლებლივ ვთაგავდი წიოკას, კიდე ეფლის (ეს ნაგავი მიყვარს როარ ვახსენო გუდიანი კაცი წამიყვანს) მივხვდი ეს ხალხი რამხელა სიმდიდრეა..მიუხედავად იმისა არცერთს შევხვედრივარ ჯერ,მაინც ძალიან მიყვარს და არა მარტო ეს ორი…კიდევ ბევრი ბლოგერი ,უბრალოდ ჩამოთვლისგან თავს შევიკავე,თორე ყველა მიხვდებით რომელ თქვენგანზე მაქვს კიდევ საუბარი : )) მინდა ვთქვა კიდევ ის ,რომ არაფერი ვიქნებოდი და სრული სლეობა იქნებოდა ჩემი ბლოგიც თქვენ რომ არა….დღეს თუ ცხოვრება ბლოგის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ამ ბლოგმა თქვენთან მომიყვანა და ვისურვებდი კიდევ დიდ ხანს ვიბლოგეროთ ესე და გავერთოთ : ))

რაც შემეხება მე, ჩემ შესახებ მელმოჰოლიკზე გადადით და ეგარის : )),თორემ ამ გესთ-პოსტს ისეთი გრძნობით ვწერდი ჩემ თავს ვერ ჩავაკვეხებ :დდდ 🙂

აქ მოვრჩი. ეს იყო ჩემი პირველი გესთ-პოსტი, ისევე როგორც პირველი გესთ-პოსტი თამთასთან : ))

მკითხველი არ მოგკლებოდეს ჩემო წიოკ :დდდ მიყვარხართ ყველა! ❤