BIAFF და შემოდგომის ბათუმი

 biaff   ფეისბუქი მობილურში არის ტანჯვა და თანაც ვინდოუს ფოუნში სადაც ქართულ შრიფტს რატომღაც არ მიხსნის. მაგრამ ამას შემდეგ მივხედავ 🙂 ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სოფელში დასასვენებლად საქანელაზე წამოწოლილმა შუაღამეს აღმოვაჩინე, თურმე, BIAFF- bloggers group-ში ჩამაგდეს. მერე გამახსენდა, რომ კინოფესტივალის ორგანიზატორების მიერ გამოცხადებული კონკურსის განაცხადი შევავსე. მეცხრე ციდან რომ ჩამოვფრინდი მივხვდი, რომ დრო იყო ბლოგამდე მიმეღწია (პირადი მიზეზების გამო ბოლო პერიოდში აღარ ვაქტიურობდი). არის რამოდენიმე პირობა, რომელიც უნდა დამეკმაყოფილებინა კონკურსის ფარგლებში. ერთ-ერთს ახლა ვასრულებ (პოსტის დაწერა ფესტივალის შესახებ :)) ბანერის ჩასმა კი მეგობარს მივანდე (სანამ ინტერნეტამდე და ლეპტოპამდე მივაღწევდი :დ), მადლობა მას დახმარებისთვის.
   რატომ მინდა ფესტივალზე წასვლა?
არსებობს რამოდენიმე სერიოზული მიზეზი: კინომოყვარული ვარ, ფესტივალზე არასდროს ვყოფილვარ და ძალიან მაინტერესებს ემოცია, გარემო, შიდა სამზარეულო და ა.შ. ღრმა და მტკივნეული დეპრესიიდან გამოსასვლელად ვიცი, რომ დამეხმარება. ყველაზე მეტად მომწონს აკრედიტაცია, რომელსაც გვაძლევენ ბლოგერებს რათა დავესწროთ ნებისმიერ დაგეგმილ კინოჩვენებას , შეგვეძლება დავესწროთ გახსნის და დახურვის ცერემონიას, რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება.

ფესტივალის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ მის ვებ გვერდზე http://www.biaff.org/ და ასევე სოც.მედიის საშუალებით https://www.facebook.com/BIAFFBATUMI

   შემოდგომის ბათუმი არასდროს მინახავს, წარმოდგენებში და ფოტოებში წვიმის სუნსაც კი ვგრძნობ. შემოდგომის წვიმა და თან ბათუმში რაღაც არაამქვეყნიურ ფანტაზიას აღვიძებს და გვათავისუფლებს, მე ასე მგონია, რომ გამათავისუფლებს. ტკივილისგან დეპრესიისგან ამქვეყნიური ბევრი ამაო საფიქრალისგან… მგონია თავისუფლებისკენ მივდივარ, რაღაც შემაღლებულზე, რომ დგახარ და ყვირი როგორც გინდა, რასაც გინდა და რა ხმაზეც გინდა, აი ისეთი თავისუფლებისკენ. ვიცი, სული შემეკვრება ყოველი ფილმის დაწყების, იმ წამს გასუსული აუდიტორიის და ყოველი იმ დეტალის შეგრძნებისას აგერ უკვე რამოდენიმე  წელია, რომ ვოცნებობ საკუთარი თვალით ვიხილო და მისი ნაწილი გავხდე.

   მელოდება ეგოისტურად მისაკუთრებული ჩემი შემოდგომის ბათუმი ფესტივალი და ჩასუსული აუდიტორია…

მე ვირჩევ!

ჩადრი  მას ტარა ჰქვია. 20 წლისაა და უკვე 5 წელზე მეტია ავღანეთიდან გამოქცეულმა, საქართველოს შეაფარა თავი. პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. დედა ერთი წლის წინ დაეღუპა. ნახევარ განაკვეთზე მუშაობს დამლაგებლად, რომ თავი ირჩინოს. გარეთ ისევ ჩადრით დადის, არ არის ვალდებული, მაგრამ იძულებულია მარცხენა მხარეს, რომ ნაიარევი აქვს ის დამალოს, წვიმიან ამინდში რაღაც სახსრების ტკივილის მსგავსად რომ თავს ახსენებს, აეწვება და ყრუდ სტკივა აი სწორედ ის ნაიარევი. სამშობლოში ექსტრემისტები დაესხნენ თავს, არ მოსწონდათ გოგონა რომ სკოლაში დადიოდა. ამიტომაც წამოვიდა მთელი ოჯახი. თავიდან ქართულის სწავლა გაუჭირდა, არა მარტო ქართულის… თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ტარა უკვე მესამე კურსის ერთ-ერთი საუკეთესოა, უცხოელ სტუდენტთა შორის.

* * *

  უკვე მერამდენედ  აუყვება ამ გაუთაველებ აღმართს. თუმცა მიზნის მისაღწევად გასავლელი ეს უზარმაზარი აღმართიც კი ვერ აშინებს. მალე გადაუხდელობის გამო ალბათ სტუდენტის სტატუსს შეუჩერებენ, ალბათ -არა, ზუსტად იცის, რომ ასე იქნება, ამდენ შეღავათსაც აღარ გაუკეთებს უნივერსიტეტი. ახლა ცდილობს გამოცდა გადააბაროს, რომ იქნებ როგორმე დაფინანსებაში მოხვდეს და სწავლის გაგრძელება შეძლოს. ერთი გულისხმიერი ლექტორი დაეხმარა: მოსამზადებლად მასწავლებელი უფასოდ უშოვა, ნახევარი წლის საფასური გადაუხადა(მეტი ვეღარ შეძლო სამწუხაროდ). ოჯახი კი ეხმარება, მაგრამ მის მშობლებს ნიკას გარდა კიდევ ექვსი შვილი ჰყავთ. ხელფასი კი ნორმალურად საჭმელზეც  არ ჰყოფნით. ამიტომაც ნიკა ხშირად მშიერი კუჭით, მაგრამ მოწადინებული, კიდევ ერთხელ მიუყვება ამ უსასრულო აღმართს ოცნების ასასრულებლად.

* * *

butterfly

განათლება butterfly-ს არჩევანია!

სოფის

ჩემო სოფი ,

გწერ  შორეული პორტ-ისააკიდან. პატარა,ლამაზი მეთევზეთა სოფელია უეიდბრიჯთან ახლოს. მიუხედავად მეთევზეთა ფაცი-ფუცისა და გაჩაღებული ვაჭრობისა, მაინც მშვიდი გარემოა. მეც მშვიდად ვგრძნობ თავს, საუცხოო ადგილია დასასვენებლად, არაფერზე საფიქრალად და ბევრი წიგნის წასაკითხად. თუმცა  ეს შენც მშვენივრად იცი. ახლა ვზივარ სანაპიროზე და შენთვის იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი, არც კი ვიცი დაეტევა თუ არა ყველა განცდა ამ გაყვითლებულ ორიოდ სიფრიფანა ფურცელზე. არა ხუთსაც (ფურცელს:დ) მოგწერ, არ მეზარება, ვიცი შენ უფრო დაიზარებ ამ უშველებელი წერილის წაკითხვას. სასიამოვნო ხალხში მოვხვდი. დიასახლისი მეტად საყვარელი და ყურადღებიანი ვინმეა, არასდროს ავიწყდება თავის საფირმო ფუნთუშებზე და უგემრიელეს, არომატულ ჩაიზე ჩემი მიპატიჟება. ოთახსაც არაფერი დაეწუნება,მყუდროა და საუცხოო ხედი იშლება ფანჯრიდან. ავეჯი ცოტა მოძველებულია, მაგრამ მე მეტი არც მინდა. დიდი და საყვარელი ოჯახი აქვს ჩემს დიასახლისს, მისი ქმარი ცოტა ჯუჯღუნა ვინმე ჩანს, დიდი  და ლოთივით წითელი ცხვირის მიუხედავად არასდროს მინახავს რამე ალკოჰოლურს ეტანებოდეს აგერ უკვე მეთოთხმეტე დღეა.სულ თავის საყვარელ სავარძელშია თბილად მოკალათებული და გაზეთებს გაფაციცებით კითხულობს,თითქოს დაიქცევა ქვეყანა რამე სიახლე ან მორიგი ყვითელი ჭორი, რომ გამორჩეს… ვრცლად

Blog De La Mariposa ანუ კიდევ ერთი სადღესასწაულო პოსტი

       არ ან ვერ დავწერ რამე გრანდიოზულს. არ არსებობს ბლოგერი ვისაც არ უყვარს თავისი  “შვილობილი”, შესაბამისად ყველას უხარია მისმა ბლოგმა ამდენს, რომ მიაღწია და კიდევ ათასი ბლა ბლა ბლა. არ ვიცი რამდენად კარგად ვწერ, ვარჩევ თემებს დ ა.შ. ხანდახან მე თვითონ ვხვდები, რომ საშინელება გამოვიდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია რამის წაშლა… ეგდოს რას მიშლის < პრინციპით 🙂  ხო და დღეს მეც მიხარია, რომ ჩავარდნების მიუხედავად მაინც არსებობს ბლოგი. მიხარია, რომ რამოდენიმე ადამიანი მაინც წაიკითხავს ამას. და ყველაზე მეტად იცით რა მიხარია??? ვრცლად

No Title

 მახსოვს ყოველთვის ოთხი ვიყავით. კლასელები,საუკეთესო მეგობრები და მოკლედ როგორც “სემიჩკა” ფილმებშია, მუდამ ერთად, მანძილიც რომ ვერაფერს აკლებთ და ათასი ბლა ბლა ბლა…  ვერ ვიტყვი ყველაფერი ერთ წამში შეიცვალამეთქი, პირიქით,  დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა სათითაოდ გამომეცალნენ(თუ რა სიტყვა ვიხმარო არც ვიცი),  ერთი სხვა სკოლაში გადავიდა (დღემდე ვერ ვხვდები რატომ),  მეორე არსად გადასულა, მაგრამ როგოც ჩანს თავისი ნამდვილი სახე სკოლის ბოლო წელს გამოაჩინა (ამიტომაც ყველაზე ნაკლებად მწყდება გული მასზე)… არ ვიცი რატომ, მაგრამ არცერთი ფოტო  შემომრჩა სადაც ერთად, ბედნიერად ვიქნებოდით “ასახულნი”.დავრჩით ორნი… ვრცლად