Citipointe Live

დიდი ხანია ეს ჯგუფი აღმოვაჩინე და მინდოდა მათთვის გამეცნო ვინც ჯერ არ იცის. მოკლედ ბევრს ვერაფერს მოგიყვებით მათ შესახებ,მაგრამ… მოკლედ ორიოდ სიტყვით Citipoint Live არის შედგენილი ამავე სახელწოდების ქალაქის ადგილობრივი ეკლესიის წევრებით(მრევლით ან რავი რაც გინდათ ის დაარქვით:დ), მოკლედ ჯგუფში გაერთიანებულია დაახლოებით სამასამდე ადამიანი, რომელთან ასე თუ ისე კარგი ვოკალური მონაცემები აქვთ 🙂 თუმცა რა თქმა უნდა რამოდენიმე ძირითადი ვოკალისტი გამოიყოფა: ვრცლად

მე დავკარგე…

როცა თიკო გარდაიცვალა,მეგონა მეც გარდავიცვალე,დავიღუპე,მოვკვდი,აღვიგავე პირისაგან მიწისა,გავნადგურდი,დავეცი… მერე იყო იცი როგორი ტკივილი? აუხსნელი,გადმოუცემელი,ცხოვრებაში პირველად აღმებეჭდა სახეზე განა მწუხარება,არა არა ეს სხვა რაღაცაა,ტკივილი,ალბათ კივილიც… დეპრესია იყო?არა,თითქოს ძლიერი აღმოვჩნდი, ”შეძლებისდაგვარად ვეცადე”…მერე იყო მისი ბოლო სიტყვების თავში ტრიალი…ახლაც არის პრინციპში ,უბრალოდ ახლა მხოლოდ თიკოსი აღარ…სამწუხაროდ მხოლოდ მისი აღარ… არასდროს ვსაუბრობ ამ თემაზე… მხოლოდ ერთი-ორთან მაქვს ”ნაწუწუნები” თუ შეიძლება საერთოდ ამ თემაზე წუწუნი(ესეც უკვე ზედმეტია)… მერე იყო(არის) ღამით ცაში ყურება-იმ პრინციპით,რომ ამით მასთან ახლოს ვარ…         ვრცლად

მე,მუსიკა და შაკირას ტანცი-მანცი :D

   რატომღაც არცერთი პოსტი არ მაქვს მუსიკაზე,უფრო სწორად ჩემ(ს)  დამოკიდებულებაზე მუსიკის მიმართ დაწერილი.აჰაამ და დღეს სწორედ ამ თემაზე გადავწყვიტე დამეწერა.შეიძლება სულაც არავის  აინტერესებდეს ჩემი აზრი და გემოვნება ამ თემასთან დაკავშირებით,მაგრამ რა ვქნა ”მეწერინება” და მეც ვწერ-ჩემს ჭიას ვახარებ(იმ პრინციპით,რომ-მთავარია ჭია იყოს კარგად :დ)… ვრცლად