imagination

ეს ე.წ. “რომანი” ახლახანს აღმოვაჩინე…ბევრი ვიცინე როცა ვკითხულობდი,რა ფანტაზიები მაწუხებდა 14 წლის ასაკში… რომანს ეგოისტი ქვია და გადავწყვიტე ფეიჯად დამედო აქ…ძალიანაც ნუ დამცინებთ რა ახლა :დ აკრეფა მესიკვდილება სასწაულად და მხოლოდ პირველ ნაწილს დავდებ… :))

I

-სად იყავი აქამდე?ხმაში თითქოს სიმკაცრე შეეპარა
-და დიდი ხანია დაინტერესდი მე სად დავდივარ?!
-თავიდან არ დაიწყო რა ეელ,თავიდანვე ვიცოდით რომ ჩვენ სერიოზული ურთიერთობა არ გვექნებოდა,მომწონხარ,მაგრამ… !!
-კარგი რა,აღარ მინდა შენთან ლაპარაკი,მე წავედი… ელემ დაავლო ქურთუკს ხელი და კარებისკენ წავიდა.
-და ვინ გითხრა რომ გიშვებ!
-კარგი რა სანდრო,არ ვარ საერთოდ მაიმუნობის ხასიათზე,გამიშვი მეჩქარება,არ მინდა დავიგვიანო…
-კარგი,მაგრამ ხომ მოხვალ სამსახურის შემდეგ? დაგელოდები
-არა,აღარ ვაპირებ შენთან დაბრუნებას.ისედაც შორს შევტოპე და არ მინდა…
-რა არ გინდა ელე…დააბოლოვე
-არა,არაფერი… დაივიწყე
-კარგი რა,ამ ბოლო დროს შეიცვალე აშკარად.რა ხდება არ მეტყვი?
ელეს ტირილი უნდოდა,ყელში ბურთივით გაჩხეროდა ცრემლები,მაგრამ თავი შეიკავა და აკანკალებული ხმით უთხრა სანდროს
-იცი? იმდენად ეგოისტი ხარ ვერც კი ამჩნევდი,რომ მე მართლა მომწონდი და აღარ მინდა უბრალოდ ამდენი თავის დამცირება.სჯობს წავიდე.არ გაგიჭირდება ახალი გასართობის მოძებნა… ეს თქვა და კარებში შურდულივით გავარდა.არ უნდოდა სანდროს მისი ცრემლები დაენახა…სანდრო კი გაშეშებული იდგა.არ ეგონა ელეს მსგავს,გართობის მოყვარულ გოგოს ის მართლა თუ შეუყვარდებოდა… ისინი ხომ ისედაც კარგად იყვნენ ერთად ! ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე.
-არაუშავს,მალე სხვა გამოჩნდება… არ უნდოდა და არც არავინ შეეხვეწება_ჩაილაპარაკა თავისთვის სანდრომ…

ელე იმ დღეს სამსახურში არ წასულა,პირდაპირ სახლში მივიდა,თავის ოთახში შევარდა,კარებთან ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო…
-არა სანდრო არ მიყვარს,ეს უბრალოდ შეჩვევაა,ჩემი ილუზიაა და მეტი არაფერი_იიმედებდა თავს და თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების… რამოდენიმე თვის შემდეგ თითქოს ყველაფერი დალაგდა.სანდრო არ გამოჩენილა.ელეც თითქოს აღარ დარდობდა მასზე,მაგრამ ეს მოჩვენებითი იყო!!
სანდრო როგორც ყოველთვის გოგოების შებმით იყო დაკავებული,თუმცა ელე მაინც ახსოვდა,თავს არ უტყდებოდა მაგრამ სიგიჟემდე ენატრებოდა თავისი სიფრიფანა,ბავშვივით ცელქი და მოუსვენარი ელე.ერთხელ სცადა კიდეც მისი მოძებნა მაგრამ ელეს მისამართი შეეცვალა,სანდრომ ხელი ჩაიქნია მის მოძებნაზე და თან თავს არწმუნებდა რომ ეს გოგო მის ნერვებად არ ღირდა.

ელემ ძველ სამსახურს თავი დაანება და ახალ კომპანიაში დაიწყო მუშაობა… ერთხელაც სამსახურში მისულს ახალი ამბავი დახვდა,თურმე დირექტორად ვიღაც ახალი დაუნიშნავთ,მასზე მხოლოდ ის იცოდნენ რომ სანდრო ერქვა,ძალიან სიმპათიური და მექალთანე ყოფილა.ელემ ეს რომ გაიგო ლამის გული წაუვიდა,მაგრამ მერე იფიქრა ბევრი სანდროა ამ ქვეყნად და გულის წინასწარ გახეთქვა არ ღირსო.ერთი კვირა ისე გავიდა უფროსისთვის თვალიც არ მოუკრავს,გადაავიწყდა კიდეც…

-გოგოებო მე წავედი,თორე შემომაღამდა_გასძახა ელემ გოგოებს და ლიფტისკენ გაიქცა.მოულოდნელად ლიფტის კარი გაიღო და ელე ვიღაც კაცს შეეჯახა…
-ვაიმე დიდი ბოდიში,არ მინდოდა_ჩაიბურტყუნა ელენემ და გვიან მიხვდა რომ ამ უცნობს ზემოდან აწვა :))
-არაუშავს,არაფერია.ხომ არაფერი იტკინეთ?
-ელე გაშრა,ხმა ძალიან ეცნო,თან არც უნდოდა რომ დაეჯერებინა,ნუთუ მართლა ის იყო!მართლა ის იყო,სანდრო იყო…უცებ ადგა და გაიქცა… სანდრომ ისედაც იცოდა რომ ელენე ამ კომპანიაში მუშაობდა, რატომღაც თავს იკავებდა მისი ნახვისგან,მაგრამ ახლა მიხვდა რომ უკან დახევის დრო აღარ იყო.ადგა და გაეკიდა.ელეს არ დაუნახავს სანდრო რომ დაედევნა და იქვე სკამზე ჩამოჯდა…გული გამალებით უცემდა,მიხვდა რომ ვერ დაივიწყა,ისევ მასზე ფიქრობდა…ამ ფიქრებში იყო უცებ სანდრო რომ მიეპარა და ჩუმად ჩა(ს)ჩურჩულა – მომენატრე,სიგიჟემდე მომენატრე,ტკივილამდე მომენატრე ! შეცდომა დავუშვი რომ გაგიშვი… მხოლოდ ერთი მითხარი,რამეს გრძნობ ჩემს მიმართ?თუ მხოლოდ სიძულვილს?თუ ასეა ახლავე წავალ,სამსახურიდანაც წავალ და სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან ! ელეე… ელეეე… ელემ ამ სიტყვებზე ლამის გონება დაკარგა… ძლივს გამოერკვა თუ რა ხდებოდა -მგონი მეჩვენება,თუ… თუ…
-არა ელე,ჩემო სიხარულო, მე ვარ მე… შენი დამპალი,იდიოტი და დეგენერატი სანდრო.ადამიანი რომელიც ვერც კი მიხვდა როგორ უყვარდი,ამდენი ხანია ვიცოდი სადაც იყავი,ჩემთან ასე ახლოს და მეყო ეგოიზმი რომ არ მენახე,გულში არ ჩამეკარი და არ მეთქვა როგორ მომენატრე,მაპატიე ელე…მაპატიე
-სანდრო,ხელი გამიშვი,მაგრად მიჭერ ძალიან და ნორმალურად ვილაპარაკოთ…მართლა რომ მოგნატრებოდი მომძებნიდი მაინც,კარგი თუ ვერ მიპოვე აქ როცა დაგნიშნეს ხომ იცოდი რომ მეც აქ ვმუშაობდი?დღეს რომ შემთხვევით არ დაგჯახებოდი არც გაგახსენდებოდი,ხვდები რომ სისულელეა და მარაზმია ის რომ,თითქოს მოგენატრე,არა შენ არ შეცვლილხარ…იც..
დამთავრება არც კი აცადა სანდრომ,მივარდა და აკოცა…
ელე ამას არ ელოდა,შეეშინდა და უცებ ისეთი სილა გააწნა(არა და სულაც არ უნდოდა,თანაც რატომღაც არ მოსწონდა ეს სილის გაწვნები და ისტერიკები:დ) რომ სანდრო ძლივს მოეგო გონს…
-არ გაბედო მეორედ ასეთი რამ ! გიკრძალავ ! გეყოს რაც წარსულში დამიშავე და დამამცირე!
სანდრო ისე მაგრად ჩაეხუტა და კოცნიდა,რომ ელე ვეღარ ეწინააღმდეგებოდა… ვეღარაფერს ამბობდა…მასაც ხომ სიგიჟმდე ენატრებოდა და ეს…ეს თბილი კოცნა,როგორ მონატრებია, როგორ ეშინია…ეშინია იგივე არ განმეორდეს…ისევ…

II
ეშინია ისევ მხოლოდ გართობით არ შემოიფარგლოს სანდროს გრძნობები.ამას ნამდვილად ვეღარ გადაიტანს… უყვარს,უყვარს…სიგიჟემდე… ყველაფერს დათმობდა ოღონდ მასთან ყოფილიყო… მაგრამ… ოხ ეს საშინელი _ მაგრამ ყველაფერს აფუჭებს.ოცნების კოშკებს ანგრევს წამებში… უნდა,უნდა რომ აპატიოს,ძალიან უნდა,მაგრამ არა,უფრო სწორად ვერ  პატიობს !! არა და უყვარს,არადა ტკივა ყოველი დღე მის გარეშე.ღმერთო როდის მოასწრო ასე მისი შეყვარება… ამ ფიქრებში იყო როცა ისევ სანდროს ხმამ გამოარკვია !! სანდრო ისე ჩახუტებოდა ელემ თავი ძლივს დაიხსნა
-სანდრო გთხოვ წადი…
-ელე მითხარი რა რამე,გთხოვ ელე,უშენოდ მოვკვდები,მეტს ვეღარ გავუძლებ…
-უჩემოდაც მშვენივრად იქნებოდი დარწმუნებული ვარ !! უთხრა ცინიკურად ელემ
-დამიჯერე გთხოვ,მითხარი რით დაგიმტკიცო
-წადი
-კარგი,რადგან ასე გინდა… არაფერი  უთქვამს,წავიდა…
-წავიდა,ღმერთო როგორ მინდა გავეკიდო… ფიქრობდა ელე.

სამსახურში ელე ცივად ექცეოდა სანდროს.მისი თანამშრომლები სანდროს მეტზე არავისზე საუბრობდნენ,ყველას მოსწონდა… ელე კი არაფრად აგდებდა.ცდილობდა არასდროს დარჩენილიყო მარტო სანდროსთან ერთად.ხვდებოდა ასე გაგრძელება რომ არ შეიძლებოდა და სამსახურიდან წასვლა გადაწყვიტა… ქედმაღლურად შეაღო სანდროს კაბინეტის კარი და ლამის სახეში მიაგდო განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ !!

-ელე ამაზე ხელს არ მოგიწერ,არც იფიქრო!!
-კარგი შენი ნებაა,მე აქ მომსვლელი აღარ ვარ.თქვა და კარი ისე გაიბრახუნა რომ ყველამ მას შეხედა.

გარეთ საშინლად წვიმდა,თითქოს ცამ პირი მოაღო ელეს წინააღმდეგ.ელეც გამწარებული გარეთ გავარდა.მანქანას მიაშურა მაგრამ არ დაიქოქა…
-ფუ შენი,ყველაფერი მე მიშლის ნერვებს.საჭეს თავი დაადო და ატირდა !! როგორც იქნა მანქანა დაქოქა და სახლს მიაშურა.ბარგი ჩაალაგა და სასტუმროში გადავიდა,რადგან იცოდა სანდრო მიაკითხავდა სახლში და თითქოს ეშინოდა მასთან ისევ შეხვედრა… ხვდებოდა,რომ ერთი კოცნაც და ყველაფერს აპატიებდა…ამიტომ ისევ გარბის…მას გაურბის… ყველაფერს გაურბის !!
რამოდენიმე დღის შემდეგ სასტუმროში კარზე აკაკუნებენ…
-რომელი ხარი
-ოთახის მომსახურებაა
-კარგი, ახლავე გავაღებ
ელემ კარი გააღო და არავინ დახვდა.გაუკვირდა მაგრამ ისევ ოთახში დაბრუნდა და ჟურნალის კითხვა განაგრძო.ხვალ ახალ სამსახურში მიდიოდა და მალევე დაიძინა.
დილით კარებთან კონვერტი დახვდა,გახსნა სადაც რაღაც რუკის მსგავსი იდო.კარგად დააკვირდა და სასტუმროს გეგმა აღმოჩნდა.რუკაზე წითლად მისი ოთახი იყო აღნიშნული და კიდევ რაღაც გაურკვეველი ისრები.ქვევით კი მინაწერი ჰქონდა რომ ამ ისრებს გამოჰყოლოდა.ელე საშინლად გაბრაზდა
-არავინ იცის სად ვარ და ასე ცუდად ნეტავ ვინ მეხუმრება!
მაგრამ ელე მაინც გაჰყვა ისრებს ! პირველად სასტუმროს ჰოლში აღმოჩნდა სადაც კიდევ ერთი კონვერტი დახვდა.იქ ეწერა რომ გარეთ გასულიყო,სადაც ტაქსი დახვდებოდა და ის მიიყვანდა დანიშნულ ადგილას! ელეს ეს აღარ მოეწონა მაგრამ მაინც ისე მოიქცა როგორც წერილში იყო ახსნილი… რატომღაც მიენდო წერილის ავტორს… აშკარად ქალაქგარეთ გავიდნენ.ელეს უკვე შეეშინდა,რაც მძღოლმა შეამჩნია და დაამშვიდა აღელვებული გოგონა.ღამდებოდა ერთ თეთრ სახლთან რომ გააჩერა. ელე გადმოვიდა და გაბრაზებულმა შეაბიჯა სახლში.სახლი ცარიელი იყო… სუულ სუულ თეთრი…შეაღო თუ არა კარი ელე გაოცდა,ვარდის ფურცლებით იყო დაფარული იატაკი… შუა ოთახში რაღაც შენიშნა,ისევ კონვერტი იდო,სადაც ეწერა რომ მეორე ოთახში გასულიყო…ელეც შევიდა თუ არა უთბილესი მელოდია გაისმა.იქვე ულამაზესი კაბა იდო და ეწერა : გთხოვ ჩაიცვი… ელე ულამაზესი იყო ამ კაბაში… იქვე ეწერა გარეთ აივანზე გადი და ზევით აიხედე…
ელე უსიტყვოდ დაემორჩილა… გავიდა თუ არა ულამაზესმა ფეიერვერკმა მოჭრა თვალი… ცაზე ეწერა: ელე მიყვარხარ !
ელე თვალებს არ უჯერებდა გაბრაზებული შებრუნდა სახლში სადაც ვიღაცას რაღაც დაუტოვებია მისი გარეთ ყოფნის დროს… გახსნა ელემ და თვალებს არ დაუჯერა,ულამაზესი ბეჭედი… უცებ ნაცნობი ხმა შემოესმა
-თანახმა ხარი
-სანდროიიეს რას ნიშნავს ისაიდან გაიგე სად ვცხოვრობდიი
-ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს,უბრალოდ მიპასუხე თანახმა ხარ მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად გაატაროი
-არ ვიცი სანდრო… არ ვიცი?.დარწმუნებული არ ვარ რომ ისევ მიყვარხარ!!

სანდრო უსიტყვოდ შებრუნდა და მიდიოდა როცა ელენემ დაუყვირა
-სად მიდიხარ სულელო,თანახმა ვარ რა თქმა უნდა,მთელი ცხოვრებაა შენგან ამ სიტყვებს ველოდებოდი… სანდრომ სიხარულისგან ელე აიტაცა და მთელი ხმით ყვიროდა : მიყვარხაააააარ !! მიყვარხარ ! მიყვარხარ !
-მეც… მეც … მეც…

“მორჩა კინო” :დ:დ:დ:დ  happy end 😀

13 thoughts on “imagination

  1. nick ამბობს:

    გაგრძელებაც დაიდოს!

  2. rockermeloman ამბობს:

    აუცილებლად დადე ჰო :დ ვუერთდები მოთხოვნას :დ მიყვარს სულელური მელოდრამები, ჰაფი ენდით :დ მმმ :დ

  3. niksologi ამბობს:

    უყურე შენ : )

  4. nanuchi ამბობს:

    magaria dzaan mevasa 😀

  5. ❥ Natsy ამბობს:

    ჰაჰააა ვიცინე..
    გაგრძელება იქნება? კიარადა, თუ დასრულდა? :დდდ

  6. niksologi ამბობს:

    2011 წლის 19 დეკემბერიო…
    რა სწრაფად გადის დრო …

    პ.ს. Karma Police-ს ვიფიქრე ეს ხო არ მღერის თქო, მაგრამ ….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s