ჩემი განუკურნებელი სენი…

   რაღაც განუკურნებელი სენი შემეყარა ბავშვობაში.ამ სენს მგონი ვერცერთი ექიმი უშველის(თუ ფსიქიატრს არ ჩავთვლით:D)… გაურკვევლად ავბუტბუტდი ხო?ვერ მიხვდით ვერაფერს?არაუშავს… ვერც მე : )) მაგრამ ნუ მოკლედ აგიხსნით სიტუაციას და იქნებ თქვენ მაინც მითხრათ ვინმეს თუ გჭირდათ ან გჭირთ და რა ჰქვია ამ დაავადებას : )) ვრცლად

სწავლის ძირი მწარე არისოოო

ამ ერთმა წელმა ისე გაირბინა ფიქრის საშუალებაც არ მქონია.მასწავლებლიდან მასწავლებელთან გავრბოდი.ბევრჯერ ქოშინით,ენაგადმოგდებული და გაძვალტყავებული (მიუხედავათ იმისა,რომ გამხდარი არ ვარ) ძაღლივით მივსულვარ სახლში,საწოლზე გულაღმა დავცემულვარ და მიფიქრია… მიფიქრია ყველაზე და ყველაფერზე… უაზროდ და აზრიანად…უმიზნოდ…
როგორ მენატრება…უზრუნველი ბავშვობა მენატრება… გაგეცინათ არა?ჯერ ჩვიდმეტი წლისაა და რა ბავშვობის მონატრებაზე ბჟუტურებსო,მაგრამ… მაგრამ მაინც ვბჟუტურებ… იცით რა მენატრება?იმ ტალახის სუნი მენატრება,რისგანაც ერთ დროს ასე გაცხარებით ვაცხობდით მე და ჩემი მეგობრები ,,ტორტებს’’.იცით კიდევ რა მენატრება? მეტი